კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2019 (155)
აპრილი 2019 (201)
მარტი 2019 (208)
თებერვალი 2019 (255)
იანვარი 2019 (209)
დეკემბერი 2018 (213)

რა სიამოვნებაზე არ ამბობს უარს თეონა თავართქილაძე და რომელი ოპერაციის გაკეთებას არ აპირებს ის

 

დიზაინერი თეონა თავართქილაძე იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ბედს არ უჩივის და თავს ნამდვილად ბედნიერ ქალად მიიჩნევს. ის მშვენივრად ანაწილებს დროს და ამიტომაც ახერხებს, იყოს საქმიანი ქალიც, მოსიყვარულე მეუღლეც და მზრუნველი დედაც.


– თეონა, როგორია თქვენი დღის რეჟიმი? როგორც ვიცი, კარგად ათავსებთ სამსახურს, სახლის საქმეების მოგვარებას და შვილების მეთვალყურეობას.

– ქალი თუ სწორად დაგეგმავ დროს და შენთვის სასურველ გრაფიკს შეადგენ, ვფიქრობ, მოასწრებ რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას, მთავარია, ამის სურვილი და ენერგია გქონდეს. მე არ მაქვს ისეთი სამსახური, რომ განსაზღვრული დროით, ანუ დილიდან საღამომდე ვმუშაობდე. მცოცავი გრაფიკი მაქვს, დამოკიდებული ვარ იმაზე, ჩვენება მზადდება თუ არა, ზოგჯერ სულ აქ ვარ და თუ საჭიროება მოითხოვს, ღამეებიც კი მითენებია. ზოგჯერ არ ვარ დროში შეზღუდული. თუ, მაგალითად, მომინდა სამოგზაუროდ წასვლა, მივლინების აღება არ დამჭირდება. ერთი სიტყვით, არ ვარ იმდენად დატვირთული, რომ საკუთარ თავს რაღაც-რაღაც სიამოვნებებზე უარი ვუთხრა. ჩემი ჩვეულებრივი დღე, როგორც წესი, ვარჯიშით იწყება, მეტწილად სულ სადღაც მივდივარ და მოვდივარ, მოძრაობაში ვარ, იმის გათვალისწინებით, ჩემს შვილებს რამდენად ვჭირდები.

– ესე იგი, ყურადღებიანი დედა ყოფილხართ, ალბათ, მშობელთა კრებასაც არ აცდენთ?

– დიახ, მართალს ბრძანებთ, არ გამიცდენია არც ერთი მშობელთა კრება. ჩემი უფროსი შვილი, ნიკა, აქამდე ინგლისში სწავლობდა და წელს გადავიდა თავის ბიძასთან სტამბულში საცხოვრებლად, სადაც ივლის ძალიან კარგ ბრიტანულ სკოლაში, ამიტომაც ამ ზაფხულს რამდენჯერმე მომიწია სტამბულში წასვლა, რომ საბუთებთან და სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები მომეგვარებინა. პატარა, ვატო აქ სწავლობს, „ოცდამეერთე საუკუნის სკოლაში“, რომელსაც, მგონი, ჩემზე მეტად დაკავებული  გრაფიკი აქვს და მხოლოდ საღამოს გვაქვს ოჯახური თავყრილობა.

– ბევრი მშობლისგან გამიგია, ერთადერთი, რაშიც ფულს არ დავიშურებ, შვილების სწავლა-განათლებააო. როგორც მივხვდი, თქვენც ამ კატეგორიას მიეკუთვნებით. შვილები თუ ამართლებენ თქვენს ამაგს?

– მე მართლა არაფერს დავიშურებ, რომ ჩემმა შვილებმა კარგი განათლება მიიღონ, უმცროსი შვილი ფეხბურთს სერიოზულად მიჰყვება და ნაკრებშიც თამაშობს, მაგრამ მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, რომ საფეხბურთო სკოლაში გადავიდეს – არ მინდა, თავიდან ბოლომდე ფეხბურთით იყოს დაკავებული, რადგან, სპორტს რომ მისდევს ბავშვი, მერე სწავლისთვის ვეღარ იცლის. ნიკა უფრო თავისთვის, მოყვარულის დონეზე თამაშობს ფეხბურთს, მეტ დროს სწავლას უთმობს, რაც ძალიან მახარებს.

– თქვენ არა, მაგრამ, სამაგიეროდ, რეზი გახარებული იქნება ფეხბურთში უმცროსი შვილის წარმატებებით...

– რეზიც და აჩიც ძალიან გახარებულები არიან და გულშემატკივრობენ. იმდენად მნიშვნელოვანი დარგია ფეხბურთი ჩვენს ოჯახში, რომ გასაკვირიც არაა, ბავშვები დაინტერესებულიყვნენ.

– თქვენ პირადად თუ გიყვართ ფეხბურთი?

– არა, არ მიყვარს ფეხბურთი და მატჩის დროს იძულების წესით ვზივარ გულშემატკივართა რიგებში. სანამ ფეხბურთელის ცოლი გავხდებოდი, სპორტის ეს სახეობა მანამდეც არსებობდა ჩემს ცხოვრებაში, რადგან კახი ასათიანი ბიძაჩემი იყო, ანუ, რეზიკოთი არ დაწყებულა ფეხბურთთან ჩემი ურთიერთობა.

– ახლა თქვენს პროფესიაზე გადავიდეთ: ადამიანზე შთაბეჭდილება მისი ჩაცმის სტილის მიხედვით გექმნებათ?

– ჩაცმის მიხედვით ადამიანებს არ ვაფასებ. მინდა გავიხსენო კოკო შანელის სიტყვები: თუ ქალი მოგეწონა და არ გახსოვს, რა ეცვა, ესე იგი, ის საუკეთესოდ იყო ჩაცმულიო. თუმცა, ჩაცმას რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ის რომ გვალამაზებს და „შოპინგზე“ სიარული რომ გვახალისებს ყველას, ეს ხომ ცხადია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი მეუღლე სპორტსმენია, უფრო სპორტულ სტილს ირჩევს, ჩემი შეკერილი ტანსაცმელებიც აცვია ხოლმე, მომწონს მისი გემოვნება. ძირითადად, თვითონ ყიდულობს ტანსაცმელს, საკუთარი გემოვნებით, თუმცა, ჩვენ, ორივე, ერთმანეთის რჩევებსაც ვითვალისწინებთ. ბევრი ტანსაცმელი მაქვს და იმას, თუ რა ჩავიცვა, ამინდისა და განწყობის მიხედვით  ვირჩევ. მიყვარს კომბინირება, ისეთი შეხამება, ვთქვათ, მაისურისა და ქვედაკაბის, რომ ახალი ტანსაცმლის ეფექტი მოგცეს, თან, აქსესუარებსაც თუ გამოიყენებ, უკეთესი იქნება. ტანსაცმელში ფართო არჩევნის შესაძლებლობა ნამდვილად მაქვს, მაგრამ, მხოლოდ ორი პიჯაკიც რომ მქონდეს, ტრაგედიას არც აქედან შევქმნიდი.

– უგემოვნოდ ჩაცმული ადამიანი თქვენში როგორ რეაქციას იწვევს?

– რა თქმა უნდა, ჯერ ადამიანია და მერე მოდის ჩაცმა. უცხოეთში ყოფნისას, ბევრჯერ ვმჯდარვარ კაფეში ან სადმე თავშეყრის ადგილას და საათობით ვათვალიერებდი ხალხს, ვაკვირდებოდი მათ ვიზუალურ მონაცემებს, ჩაცმის სტილს, ვახდენდი ჩვენთან შედარებასა და შეფასებას. ზოგადად, მინდა ვთქვა, რომ ქართველები ნამდვილად გემოვნებიანი ხალხი ვართ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბევრს ფინანსური შესაძლებლობა არ აძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მრავალფეროვნად შეიმოსოს. როცა ვხედავთ ერთნაირად ჩაცმულ ხალხს, ვხვდებით, რომ ისინი ბაზრობის ან იაფფასიანი მაღაზიების მომხმარებლები არიან. რა ქნან, არ აქვთ საშუალება, მაგრამ, მაინც ცდილობენ მოდის ტენდენციების გათვალისწინებას და, ყველაფრის მიუხედავად, ეს მეტ-ნაკლებად გამოსდით.

– თეონა, ურჩიეთ მკითხველებს, მოდის ტენდენციების გათვალისწინებით, როგორ უნდა შეიმოსონ შემოდგომაზე?

– შემოდგომა იქნება საკმაოდ კრეატიული, არ ვიქნებით ფერებში შეზღუდული, შეიძლება იყოს ცეცხლოვანი ფერებიც, მაგრამ, თუ გადავწყვეტთ, რომ სიჭრელე გამოვიყენოთ, ისე უნდა შეახამოთ ფერები, რომ იყოს მკრთალი და ბუნდოვანი. კრეატიულში ვიგულისხმე ის, რომ, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ პიჯაკს, შესაძლოა, რთული კონსტრუქცია ჰქონდეს, ბევრი საინტერესო ახალი ხაზი იყოს გამოყენებული. რაც შეეხება ქვედაბოლოს სიგრძეს, ის იქნება ან გრძელი ან მოკლე, „მიდი“ წელს ამოღებული იქნება. შარვალი ისევ რჩება ვიწრო, ტანთან ახლოს და არა გაგანიერებული.

– რა დროს უთმობთ გარეგნობას, სარკესთან დიდხანს ტრიალებთ?

– სარკის წინ საათობით მართლა არ ვდგავარ. არც განსაკუთრებულ მაკიაჟს ვიკეთებ, ხშირად სილამაზის სალონშიც არ დავდივარ თმის დასავარცხნად, არც ტანსაცმელი მაქვს განაწილებული, რომ გამოსაპრანჭად ერთი ჩავიცვა, ყოველდღიურად – მეორე. მიუხედავად იმისა, რომ სახლიდან გამოსასვლელად ბევრი დრო მჭირდება, შეიძლება ერთი-ორი საათი ვემზადო, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სარკის წინ ვატარებ ამდენ დროს. მართალია, ამბობენ, სილამაზე მსხვერპლს მოითხოვსო, მაგრამ, პლასტიკურ ოპერაციას და, როცა საჭიროება მოითხოვს, სახის გადაჭიმვას რომ არ გავიკეთებ, ეს უდავოდ ვიცი. ზოგადად, პლასტიკური ოპერაციების მომხრე ვარ, ოღონდ, არა რადიკალური ცვლილებების, რადგან თითოეული ჩვენი ნაკვთი ჩვენსავე ხასიათზე მიანიშნებს და ეს ხასიათი თუ მოკალი, მართლა შეუსაბამობა ხდება ადამიანის გარეგნობასა და ხასიათს შორის. მე ჩემი გარეგნობა არ მაკმაყოფილებს, მინდა, რაღაცეების შეცვლა, თუმცა, ისე მნიშვნელოვნად არა, რომ ქირურგიული ჩარევა დამჭირდეს.

– ყველაზე მეტად როგორი სტილის ტანსაცმელში გრძნობთ თავს კომფორტულად?

– გააჩნია, რომელი სეზონია. ზაფხულში სიცხის გამო შარვლებს არ ვიცვამ, სულ ქვედაბოლო ან კაბა მაცვია, ზამთარში კი შარვალს არ ვიხდი. ჯინსი მიყვარს ძალიან, ქუსლიან ფეხსაცმელებშიც კარგად ვგრძნობ თავს და ჩუსტებშიც. მიყვარს მრავალფეროვნება და ექსპერიმენტები.

– სილამაზეზე იმდენი ვილაპარაკეთ, რომ, უნებურად, გამახსენდა მაკა ასათიანი, რომელიც სილამაზისა და საზოგადოების მხრიდან ზედმეტი ყურადღების გამო, ბოროტი ენებისა და ჭორების მთავარი სამიზნეც არაერთხელ გამხდარა...

– მაკას ცხოვრება სავსე იყო გულისტკივილით, მაგრამ ის აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობდა და, არა მარტო სილამაზის გამო, ისედაც ყოველთვის იყო ყურადღების ცენტრში. თვითონ ასეთი ცხოვრების სტილი მოსწონდა. სხვათა შორის, მე მყავს მართლა ძალიან ლამაზი და, მაგრამ მას, მაკასგან განსხვავებით, არ უყვარს აქტიური ცხოვრების სტილი და ამიტომაც იმდენად არ ჩანს მისი სილამაზე. მაკას ზოგჯერ ქარის საწინააღმდეგოდ უნდოდა წასვლა და ალბათ, ამიტომაც, მისი ტკივილი ამით იყო განპირობებული. მაკასთვის პრობლემა სილამაზეს არ მოუტანია, ისევე, როგორც სილამაზეს ყველასთვის ბედნიერება არ მოაქვს. სილამაზე და ბედნიერება ერთმანეთთან კავშირში არ არის, რადგან, შეიძლება, ბევრად ნაკლები გარეგნობის პატრონი ლამაზზე ასმაგად ბედნიერად გრძნობდეს თავს.

– მაკა სამუდამოდ დაფუძნდა მოსკოვში და კარიერის გაგრძელებას აქ აღარ აპირებს?

– დიახ, კარიერის გაგრძელებას თბილისში აღარ აპირებს. ახლა ოჯახური საქმეებითაა დაკავებული და თავს მშვენივრად გრძნობს თავის ქმარ-შვილთან ერთად.

– მიიჩნევთ თუ არა თავს ბედნიერ ქალად?

– დიახ, თავი ბედნიერად ნამდვილად მიმაჩნია, რადგან, რისი გაკეთებაც მინდოდა, რაღაცნაირად, თავისით მოდიოდა ჩემს ცხოვრებაში. მაქსიმალისტი ადამიანი ვარ, იმდენად, რომ ეს თვისება ხელსაც კი მიშლის ბევრ რამეში. ასევე, ვერ მოვერიე სიჯიუტეს, ეს თვისება დასაძლევი მაქვს.

– როცა კამათი მოგდით თქვენ და რეზის, სიჯიუტის გამო პოზიციების დათმობა გიჭირთ?

– მე და რეზი არ ვკამათობთ, არ შეგვქმნია ისეთი სიტუაცია, ვინ პირველი შეურიგდება. ეს უფრო ბავშვური ბუტიაობა მგონია. მართალია,  ჯიუტი ვარ, მაგრამ, თუ საქმე შერიგებაზე მიდგა, ასეთ დროს არ ვავლენ სიჯიუტეს.  ვფიქრობ, რაღაცეებზე უფრო მსუბუქად რომ შემეძლოს შეხედვა, ალბათ, გაცილებით ადვილად ვიცხოვრებდი. ამას გარდა, საკმაოდ ემოციური ვარ და ეს თვისება ბევრ რამეში მიშლის ხელს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ქართველები ემოციური ხალხი ვართ, არც მე წარმოვადგენ გამონაკლისს და ამიტომ ვიტოვებ ამ თვისებას – არ მინდა ამ „საფირმო“ თვისების გამოსწორება, დაე, ვიყო ემოციური (იცინის).

– აუხდენელი ოცნება თუ გაქვთ?

– იქიდან გამომდინარე, რომ ორი ბიჭის დედა ვარ, გოგოს ყოლაზე უარს არ ვიტყოდი.

 

скачать dle 11.3