კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად არ ესმის გიორგი ცინცაძის ცოლს საკუთარი ხმა და როდის კარგავს ის ჩვეულ სიმშვიდეს

კალათბურთელი გიორგი ცინცაძე მეუღლესთან ერთად ესტონეთში გაემგზავრა, – მან გუნდთან კონტრაქტი განაახლა და ერთი წლით ისევ ესტონეთის სახელით დაიცავს. გიორგი და ნანა უკვე სამი წელია, ცოლ-ქმარი არიან, ამჯერად ისინი პატარას ელოდებიან, რომელიც თებერვალში დაიბადება. ისინი რამდენიმე თვეში ბიჭის მშობლები გახდებიან, თუმცა შვილისთვის ჯერ სახელი არ შეურჩევიათ. 


– რამდენი ხანია, რაც ცოლ-ქმარი ხართ?

ნანა: სამი წელია, რაც მე და გიორგი ცოლ-ქმარი ვართ. ერთმანეთს კი ბავშვობიდან ვიცნობთ, დაახლოებით 12-13 წელი.

– მეგობრობიდან სიყვარულში როგორ გადაიზარდა თქვენი ურთიერთობა?

გიორგი ცინცაძე: დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწყო ყველაფერი: მე, ნანა, მისი ტყუპისცალი და კიდევ რამდენიმე მეგობარი ერთად წავედით დასასვენებლად. სწორედ იქ დავახლოვდით, ერთმანეთს გავუგეთ და ერთმანეთი მოგვეწონა.

ნანა: ამის შემდეგ კი გიორგიმ გადადგა ეს ნაბიჯი და დღეს უკვე ოჯახი გვაქვს.

გიორგი: ჩვენი ამბავი ყველას ძალიან გაუხარდა.

– სანამ გიორგის მეუღლე გახდებოდი, სპორტის ამ სახეობის მოყვარული თუ იყავი?

ნანა: კალათბურთით ისევ გიორგის გამო ვიყავი დაინტერესებული – ხშირად დავყავდი თამაშებზე და, ალბათ, აქედან გამომდინარე, თორემ, სპორტის დიდი გულშემატკივარი არასდროს ვყოფილვარ. 

– ნანა, ემოციური გულშემატკივარი ხარ?

– თამაშის დროს წამოხტომა და ყვირილი არ ვიცი, საკმაოდ მშვიდი გულშემატკივარი ვარ. აი, ტელევიზორში რომ ვუყურებდი ბიჭების თამაშს, მივხვდი, რომ თამაშის დროს ვლაპარაკობდი. ალბათ, დარბაზშიც ვლაპარაკობ, უბრალოდ, იქ ჩემი ხმა არ ისმის. აი, ვინმემ თუ რამე კომენტარი გაუკეთა ჩემს ნათქვამს, მერე ყველას ვეჩხუბები. ბოლოს მითხრეს, შენთან ერთად აღარ ვუყურებთ კალათბურთსო. მე ჩემი თავი მშვიდი გულშემატკივარი მეგონა, მაგრამ თურმე, აუტანელი ვარ.

– რაც უნდა დიდხანს იცნობდეს წყვილი ერთმანეთს, დაქორწინების შემდეგ კიდევ ბევრი ახალი თვისების აღმოჩენაა მოსალოდნელი. თქვენს შემთხვევაში როგორ მოხდა?

გიორგი: ნანაში ძალიან ბევრი ახალი რამ აღმოვაჩინე, მაგალითად, შეუღლებიდან მეორე დღეს, დილის 4 საათზე გამაღვიძა, გინდა თუ არა, ადექიო. რატომ უნდა ავდგე-მეთქი – გამიკვირდა. უბრალოდ, არ მეძინება და იმიტომო. მე მეძინება-მეთქი რომ ვუთხარი, მაინც არ შემეშვა,  როცა არ მეძინებოდა, სახლში ვინმეს ვაღვიძებდი და ვლაპარაკობდითო. მივხვდი, რომ შარში ვიყავი.

ნანა: ეს პირველი და უკანასკნელი იყო (იცინის).

– შენ რა აღმოაჩინე მეუღლეში?

– გიორგი უფრო ბავშვური მეგონა, მაგრამ, მერე მივხვდი, რომ არც ისეთი ზედაპირული ყოფილა, როგორც წარმომედგინა. პირველად რაღაც-რაღაც თვისებებს ვამჟღავნებდით, მერე კი ყველაფერი ერთმანეთთან შევათავსეთ და უკვე ძალიან კარგად ვგრძნობთ ერთად თავს.

– ტყუპისცალი ძალიან გგავს?

– არა, საერთოდ არ მგავს. ჩემგან განსხვავებით ის უფრო ღია ფერებშია.

– მართალია, ერთად ხართ, მაგრამ, ახლობელ ადამიანებს მთელი წლის განმავლობაში რომ ვერ ხვდებით, არ გიჭირთ?

– პირველ წელს გამიჭირდა, მაგრამ ახლა საერთოდ აღარ მაქვს დისკომფორტი, პირიქით, ძალიან შევეჩვიე. მეორე წელს გიორგის დედა ძალით წავიყვანე და ისიც ჩვენთან ერთად ცხოვრობდა. გიორგი სულ ვარჯიშზე იყო, მოვიდოდა და იძინებდა. ამიტომ, ფაქტობრივად, მარტო მიწევდა ყოფნა. ჩემი დედამთილი რომ წავიყვანე, მერე უკვე აღარ გამჭირვებია, რადგან მშვენივრად ვერთობოდით ერთად.

– დიასახლისობა თუ გეხერხება?

– თავიდან იმდენი კარტოფილი ვაჭამე გიორგის, „გავაკრახმალე“. თუმცა, ეს ისევ თავისი სურვილით ხდებოდა, რადგან კარტოფილის გარდა არაფერს ჭამდა.

გიორგი: ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ძალიან ცუდი მჭამელი ვარ – სხვის გაკეთებულ საჭმელს არასდროს ვჭამდი. სხვათა შორის, ნანა კარგი მზარეულია და გამიმართლა, რადგან მისი მომზადებული ყველა კერძი მომწონს. 

– სიურპრიზები თუ გაგიკეთებიათ ერთმანეთისთვის?

– სიურპრიზს ვერ დავარქმევ, უბრალოდ, საჩუქრების გაკეთება მიყვარს ნანასთვის. ისე ნამდვილად არასდროს ჩამოვსულვარ, რომ მისთვის რამე არ ჩამომეტანა.

ნანა: სიურპრიზების გაკეთება მე უფრო მიყვარდა, მაგრამ, რადგან გიორგის ამაზე დიდი რეაქცია არ აქვს, გავჩერდი.

– ყოველთვის ჯდება შენს გემოვნებაში გიორგის მიერ ჩამოტანილი საჩუქრები?

გიორგი: ქმრის გემოვნებაზე ნამდვილად ვერაფერს იტყვის.

ნანა: დიახ, რადგან გიორგის გემოვნება მომწონს. ისედაც, თუ „შოპინგზე“ მივდივართ, მირჩევნია, მასთან ერთად ვიყო, რადგან, ჯერ ერთი, მომწონს მისი შერჩეული სამოსი, თანაც, მარტომ რომ ვიყიდო და არ მოეწონოს, მაინც აღარ ჩავიცვამ, რადგან ხასიათი მიფუჭდება. ამიტომ, ჯობია, ერთად ვიაროთ ხოლმე.

– ერთმანეთს როგორ დაახასიათებთ?

გიორგი: ნანა ძალიან კეთილი ადამიანია, მასში ბოროტება, ბოღმა და ჯინიანობა არ დევს, თუმცა, ცოტა ფიცხი და ფეთქებადი კი არის მომენტებში. თუ რამე არ მოსწონს, მაშინვე გეუბნება, სწრაფი რეაქცია აქვს ყველაფერზე. ძალიან უყვარს სახლში სისუფთავე, ხანდახან გადამეტებულადაც.

ნანა: რაც გიორგის საერთოდ არ უყვარს, შეუძლია ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. 

გიორგი: ხანდახან, ტელევიზორს რომ ვუყურებთ, რაღაცას დავაგდებ სპეციალურად. ნანა კი წამოხტება და მაშინვე იღებს. არ მესმის, რა საჭიროა ეს, როცა კინოს უყურებ. ათ წუთში რომ აიღო, რა მოხდება? მაგრამ, ასეთი „წიკი“ აქვს.

ნანა: გიორგიც საოცრად კეთილია, ხანდახან ზედმეტადაც. თან, ძალიან მიმნდობია, ყველას ენდობა. თვითონ რომ არ არის ცუდის გამკეთებელი, ჰგონია, სხვაც ასეთია. იმას ვერ ხვდება, რომ სხვები, შეიძლება, ასეთები არ იყვნენ. ძალიან მხიარულია, სადაც არ უნდა წაიყვანო, ყველგან გაერთობა და არ მოიწყენს. ცუდი ის აქვს, რომ ყველაფრის გადადება უყვარს. სამი დღე ვეხვეწე, სურათი გადავიღოთ-მეთქი. მე ვერ გადავიღებდი მის მაგივრად, თორემ, წავიდოდი. დანარჩენს რაც შეეხება, ძალიან კარგი ქმარია – ყურადღებიანი და თბილი. ხომ შეიძლება, შეუღლებიდან პირველი წელი ქმარი ძალიან კარგი იყოს ცოლის მიმართ და მერე განელდეს ყველაფერი. რა ვიცი, ჩემს შემთხვევაში პირიქით ხდება, რაც ძალიან კარგია.  

– ბოლო დროს კალათბურთელებს განსაკუთრებით ბევრი თაყვანისმცემელი გოგონა გამოუჩნდა. ხომ  არ ეჭვიანობ?

– ამას თავიდანვე შევეჩვიე. ესტონეთში პირველად რომ ჩავედი, გიორგის უკვე იცნობდნენ, რადგან წინა წელსაც იქ თამაშობდა და უკვე მართლა ძალიან ბევრი ფანი ჰყავდა. თამაშებზე ესტონეთის დროშის გვერდით გიორგის პატივსაცემად  საქართველოს დროშაც იყო აღმართული. თავიდან ცოტა მქონდა გართულება, მაგრამ, მალევე შევეჩვიე. საქართველოს რაც შეეხება, თამაშებზე რომ დავინახავდი, ვიღაცას გიორგის „მაიკა“ ეცვა, ძალიან მიხაროდა და მსიამოვნებდა. 

– გიორგი, შენ თუ ხარ ეჭვიანი?

გიორგი: არა და, ალბათ, იმიტომ, რომ ნანა არ მაძლევს ამის საბაბს. ჩემი ლოგიკით, ეჭვიანობას აზრი არ აქვს, მაგრამ, ალბათ, ძალიან როცა გიყვარს, ცოტათი, უმნიშვნელოდ ეჭვიანი მაინც იქნები. 

– პატარას როდის ელოდებით?

ნანა: თებერვალში ბიჭი შეგვეძინება.

– სახელი თუ შეურჩიეთ?

– სახელის შერჩევა გიორგის აქვს გადაბარებული და ფიქრობს. დრო ჯერ კიდევ ბევრი აქვს.

– ანუ, თქვენს ოჯახში სახელები მემკვიდრეობით არ გადადის?

გიორგი: არა, ასეთ რამეს ნამდვილად არ ვაპირებთ, თან, არც გვიწყობს სახელები ხელს. ბიჭს ქართულ სახელს დავარქმევთ, გოგოს კი...

ნანა: გოგოს სახელზე გიორგის თავის ძმაკაცები ეხუმრებოდნენ, რადგან მოიფიქრა სახელები: ბიანკა და ანა-მარია. ექოსკოპიაზე რომ მივდიოდი, გიორგის მეჯვარემ მითხრა, ექიმი აუცილებლად გეტყვის, რომ ბიჭი გეყოლებათო. რატომ-მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხა, ღმერთი ბავშვს სახელისთვის ბიანკა არ გაწირავსო (იცინის).

– ისე, დიდი შანსი იყო, ტყუპებიც გყოლოდათ.

– დიახ, მეც მყავს ტყუპის ცალი და გიორგის ბებიაც ტყუპისცალია. მუცელიც ისე მალე დამეტყო, ყველას ეგონა, რომ მეც ტყუპები მყავდა.

– როგორ ემზადებით დედობისთვის და მამობისთვის?

– მე ძალიან მომზადებული შევხვდი ამ ამბავს, ძალიან გაცნობიერებული მაქვს და მიხარია. 

გიორგი: თითქმის ორწელიწად-ნახევარი თავს ვიკავებდით შვილის ყოლისგან, რადგან ჯერ პატარები ვიყავით. როცა გადავწყვიტეთ, უკვე მზად ვიყავით ამისთვის.

ნანა: სამი-ოთხი კვირის ვიყავი, რომ გავიგე და, პირველს, რა თქმა უნდა, გიორგის ვუთხარი. თან, გავაფრთხილე, ჯერ არსად არ თქვა-მეთქი. ახალი ამბავი ძალიან გაუხარდა და პირობა მომცა, არსად ვიტყვიო. მერე გიორგი ბიჭებთან წავიდა, მე კი – დედასთან. უცებ, მირეკავს და მეუბნება, ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ საიდუმლო „გაგიბაზრეო.“ 

გიორგი: იმხელა სიხარული იყო, მართლა ვერ დავმალე, თან, სუფრასთან მოვხვდი და, რომ დავლიეთ, ნანას პირობა ვეღარ შევუსრულე.

– მანდილოსნები ხშირად პრეტენზიულები ხდებიან ფეხმძიმობის დროს, შენ თუ შეგეცვალა ხასიათი?

– არ შეცვლილა, ერთადერთი, ლოგინში გამიცვალა ადგილი. 

ნანა: ფეხმძიმობის პირველი სიმპტომები თურქეთში ვიგრძენი, სადაც რამდენიმე კალათბურთელი მეუღლით იყო წამოსული. ყოველ საღამოს ყველას უნდოდა კლუბში წასვლა, ჩემ გარდა. სულ იმას ვამბობდი, ნომერში ავიდეთ-მეთქი. სულ მეძინებოდა და არაფრის თავი არ მქონდა. თან, სულ ვჩხუბობდი. რომ მკითხავდნენ, რა გინდაო, პასუხი არ მქონდა. ეს ყველაზე ცუდი სიმპტომი იყო, ჩემი აზრით. მერე ნელ-ნელა ყველაფერმა გამიარა და ახლა უკვე მშვიდად ვარ.

 

скачать dle 11.3