კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

“ნაცნობის„ ქალაქური კვირეული


18 სექტემბრიდან, რესტორან „ნაცნობში“ უკვე ტრადიციულად სტარტი აიღო ქალაქური სიმღერების ფესტივალმა, რომელიც მთელი კვირის განმავლობაში, 24 სექტემბრამდე გაგრძელდება. მოისმენთ ყველა იმ სიმღერას, რომელიც ასეთი პოპულარულია რადიო „ნაცნობის“ ეთერში და ქალაქური სიმღერების ყველა მოყვარულისთვის. ეს არის საღამოები, სიმღერის გარდა, რესტორანში შეკრებილი სტუმრები იხსენებენ იმ დროის თბილისს, რომლის ნოსტალგიაც ყველას აქვს – ვინც ერთხელ მაინც დამდგარა ზემელზე, უჩხუბია მეგობრის შეყვარებულის გამო, ყვავილები მიურთმევია უცნობი გოგონასთვის და გათენებამდე უხეტიალია თბილისის ქუჩებში ნამთვრალევსა და ნაქეიფარს. ფესტივალის საღამოებზე ისევ იკრიბებიან ჩვენი ქალაქის ნამდვილი კოლორიტები. 18 სექტემბერს, ფესტივალის გახსნა ნამდვილი ზეიმი იყო ქალაქური სიმღერებისა – ეკა გამცემლიძემ, „ფორტემ“ და ნატო მეტონიძემ საოცარი განწყობა შექმნეს რესტორანში. 19 სექტემბერს სანდრო კობახიძის ტრიომ, თამთა სხვიტავამ, პაატა დეისაძემ და ჯუმბერ ამანათაშვილმა ეს განწყობა გააგრძელეს. ორშაბათიდან კი თქვენ არანაკლებ საინტერესო საღამოები გელით – ზურა დოიჯაშვილი, გულიკო გურგენიძის ტრიო, დათო არჩვაძე, თეატრალურის კვარტეტი, დათო კალანდაძე, ნინო ცქიტიშვილი, ტრიო „სიმი“, გია გორდეზიანი და სხვანი იზრუნებენ კვლავ დაგაბრუნონ ნამდვილ თბილისურ გარემოში.


скачать dle 11.3