კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას ვერ მალავს თაკო შუბითიძე ბიკინის ქვეშ და რა ანიჭებს მას ყველაზე დიდ სიამოვნებას


წელს „მის ბიკინის“ ტიტული 18 წლის თაკო შუბითიძეს ერგო. თაკოს სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობის გამოცდილება აქამდეც ჰქონდა, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ახალი ტიტული მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია: ნოემბერში ის ვიეტნამში გამართულ კონკურს „მის დედამიწაში“ ცდის ბედს, რომელიც ქართველ მოდელებს კარგად აქვთ დაცდილი. როგორ ცხოვრობს „მის ბიკინი“, რა კავშირი აქვს მას მშვილდოსნობასთან და ვინ აუკრძალა მამაკაცებთან ფლირტი, ამას თავად თაკოსგან შეიტყობთ, რომელიც ძალიან მხიარული და ხალისიანი რესპონდენტი აღმოჩნდა.


თაკო შუბითიძე: ძალიან გახარებული ვარ, რომ წელს „მის ბიკინი“ მე გავხდი. ჩემთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო, გამარჯვებას არ ველოდი. ამ კონკურსში მონაწილეობა სამოდელო სააგენტო „ფავორიტის“ ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ზაალიშვილმა შემომთავაზა და მის წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. 14 გოგონა ორი კვირა ვმეცადინეობდით: აუზზე დავდიოდით, ტრენაჟორებზე ვვარჯიშობდით და ვირუჯებოდით. კონკურსი ჩატარდა გრიგოლეთში, პოდიუმი კი სასტუმროს აუზთან გაიმართა, რაც სანახაობრივად ძალიან ლამაზი იყო, ჟიურიმ, რომლის წევრებიც სამოდელო სფეროსთან დაახლოებული ადამიანები იყვნენ, გამარჯვება მე მომაკუთვნა. თავიდან ვფიქრობდი, რომ „მის ბიკინი“ ცოტა უხერხული კონკურსი იყო, მაგრამ სულაც არ აღმოჩნდა ასე. ეს არის ჩვეულებრივი კონკურსი, უბრალოდ, უფრო მკაცრად ფასდებიან კონკურსანტები.

– რა კრიტერიუმებით აფასებენ „მის ბიკინის“?

– ამ კონკურსში განსაკუთრებული სტანდარტები არ არსებობს, აქცენტი კეთდება სხეულის ფორმებსა და პროპორციებზე, კონკურსანტი ფასდება სილუეტის, ტანის მიხედვით, თუმცა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია სხვა კრიტერიუმებიც, მე არ გამოვირჩევი სიმაღლითა და დიდი მკერდით, მინდა, უფრო მაღალი რომ ვიყო, მაგრამ, როგორც აღნიშნეს, ამ ტიტულისთვის ეს არც იყო მთავარი, რადგან საცურაო კოსტიუმში ჩემი სილუეტი კარგად მოჩანდა. კაბის ქვეშ მოდელმა შეიძლება დამალოს საკუთარი ნაკლი, საცურაო კოსტიუმში კი არაფერი იმალება, ამ ბიკინის ჩემს შვილიშვილებს შევუნახავ, როგორც რელიკვიას (იცინის).

– აქამდე ამ სფეროსთან კავშირი გქონდა?

– 15 წლიდან ვარ თავისუფალი მოდელი, გამოვდივარ სხვადასხვა ჩვენებაზე. ადრე მქონდა კავშირი სამოდელო სააგენტოსთან, მაგრამ, მერე დავრწმუნდი, რომ თავისუფალი მოდელობა უკეთესი იყო. როცა თავისუფალი ხარ, არავინ არაფერში არ გზღუდავს, არ გაქვს ვალდებულებები, უფრო მეტ კონკურსში მონაწილეობის შანსები გიჩნდება. მეც ხელიდან არ ვუშვებ არც ერთ შანსს, ძალიან ბევრ კონკურსში ვცადე ბედი: შარშან მონაწილეობას ვიღებდი „მის იუნიორში“, გავხდი „ვიცე-მის სპორტი.“ იყო პერიოდი, როცა ძალიან ცოტა ხნით ჩამოვშორდი მოდელობას, რადგან სკოლას ვამთავრებდი და სწავლაში ხელს მიშლიდა, მაგრამ, ამ პროფესიის გარეშე გამიჭირდა, წელს აბიტურიენტი ვიყავი, კარგად ვერ მოვემზადე და სტუდენტი ვერ გავხდი, მაგრამ, არა უშავს, მომავალ წელს ჩავაბარებ უმაღლეს სასწავლებელში და გავხდები ჟურნალისტი, წელს კი „მის ბიკინის“ ტიტულს დავჯერდები.

– გიღირდა „მის ბიკინის“ ტიტულს სტუდენტობა რომ შესწირე?

– რატომაც არ მიღირდა! მე მიყვარს ეს პროფესია, მომწონს მოდელობა, პოდიუმზე სიარული დიდ სიამოვნებას მანიჭებს, ეს ტიტულიც მომავალში ბევრ წარმატებას მომიტანს. ახლა ბევრი რამ შეიცვლება, ჯერჯერობით ვერ ვაცნობიერებ, რა იცვლება ჩემ ირგვლივ, მაგრამ ვიცი, რომ უფრო პოპულარული გავხდები. ნოემბერში გავემგზავრები ვიეტნამში, სადაც იმართება საერთაშორისო კონკურსი „მის დედამიწა“. უკვე ხუთი წელია, ჩვენი გოგონები ამ კონკურსზე გამოდიან და საკმაოდ კარგად აქვთ დაცდილი. როგორც მაია ზაალიშვილი ამბობს, ეს კონკურსი ძალიან პრესტიჟული და მნიშვნელოვანია. ჩვენი წარმომადგენლები ბუნებრიობით ხიბლავენ ჟიურის წევრებს. სხვა ქვეყნების გოგონებს უმეტესწილად მკერდიც გაზრდილი აქვთ და თეძოც პლასტიკის შედეგად მოუჩანთ კარგად; ჩვენებს კი, რომ ეკითხებიან, რა გაქვთ გაკეთებულიო, წარბებიო, – პასუხობენ. ამიტომაც გვეძახიან ქართველებს „ნატურალურ მისებს“. ახლა დავიწყებ სამზადისს ამ კონკურსისთვის, ცოტა მეტი ვარჯიში დამჭირდება.

– ვიეტნამში მარტო წახვალ?

– ალბათ, რადგან სპონსორების მოძიება რთულია, მაია ზაალიშვილმა გრიგოლეთის კონკურსიც ძალიან მწირი ბიუჯეტით ჩაატარა. ის ვიეტნამში, ალბათ, ვერ წამოვა, თუმცა არც მარტოს არ მეშინია – ჯერ ერთი, ამ კონკურსების ორგანიზება ძალიან მაღალ დონეზე ხდება, თანაც, სადმე ტერორისტს თუ გადავეყრები, შევეცდები, მისი გული ღიმილით მოვიგო. თუ ესეც არ გაჭრის, სხვა გზას მივმართავ – წლების განმავლობაში მშვილდოსნობით ვიყავი დაკავებული და ძველ უნარ-ჩვევებს გავიხსენებ (იცინის).

– მშვილდოსნობა რატომ აირჩიე, ეს ხომ არც ისე პოპულარული სპორტის სახეობაა თინეიჯერებში?

– მამამ მიმიყვანა მშვილდოსნობაზე თავის მეგობართან. ძალიან გატაცებული ვიყავი მშვილდოსნობით. ეს არის ძალიან რთული სპორტი. რამდენიმე წელი ვიარე და, მერე, როცა შევამჩნიე რომ უკვე ხელებზე კუნთები დამეტყო, ვიფიქრე, სანამ ჩემი ტანი მძლეოსნის ტანს დაემსგავსება, ჯობია, ამ სპორტს თავი დავანებო-მეთქი (იცინის). დამეტყო, სხვათა შორის, მშვილდი ძალიან მძიმეა 15-დან 20 კილოგრამამდე იწონის. ამის მიუხედავად, მშვილდოსნობა მაინც ძალიან მიყვარს. ჩემი ამ გატაცების გამო მეგობრები ბევრს ხუმრობდნენ და რობინ ჰუდს მეძახდნენ, რადგან კარგად ვისროდი. თავიდან სულ ბიჭები იყვნენ ჯგუფში, მხოლოდ ორი გოგონა ვიყავით, მერე სხვებიც ავიყოლიეთ.

– ისრებს ასე კარგად თუ ისვრი, ბიჭების გულის მოგება არ უნდა გიჭირდეს.

– არა, ნამდვილად არ მიჭირს, ერთს გავუღიმებ ბიჭს და – მორჩა (იცინის), მაგრამ, უკვე მყავს შეყვარებული და არავისზე არ ვნადირობ. არც ის ბიჭი არ „დამიბია“ მშვილდოსნობით, ჩემი გარეგნობითა და ხასიათით მოვხიბლე. მე ძალიან მხიარული და სიცილის მოყვარული ვარ. ჩემი შეყვარებული კონკურსზე ძალიან მგულშემატკივრობდა, გამუდმებით მირეკავდა, გრიგოლეთში არ ჩამოსულა, მაგრამ, ძალიან უნდოდა, რომ გამემარჯვა.

– შენ როგორი ბიჭები მოგწონს?

– პატიოსანი და ერთგული. ჩემი შეყვარებულიც ასეთია, დარწმუნებული ვარ, რომ არ მიღალატებს. მე თვითონაც ერთგული ადამიანი ვარ, თაყვანისმცემლები არასდროს მაკლდა, მაგრამ, როცა შეყვარებული გყავს, მისი ერთგული უნდა იყო. ძალიან მიყვარს ყვავილები და ჩემი თაყვანისმცემლები ყოველთვის მჩუქნიდნენ ბევრ ყვავილს. ერთხელ ერთმა ცეცხლი დამინთო კორპუსთან – გული იყო დანთებული და შიგნით ეწერა – „მიყვარხარ“. მერე ჩავატარე გამოძიება და დავადგინე, ვინც იყო იმ სიურპრიზის ავტორი. ვიცი, რომ ბევრ ბიჭს მოვწონვარ, მაგრამ ახლოს არ მოდიან – იციან, რომ შეყვარებული მყავს, თან, არც ჩემი გულის მოგებაა იოლი.

– კონკურსის კულისების შესახებ მომიყევი, როგორ გაერთეთ გოგონები გრიგოლეთში?

– გრიგოლეთში ძალიან კარგი დრო გავატარეთ. იმის მიუხედავად, რომ მაია ზაალიშვილი ძალიან მკაცრი ზედამხედველი იყო, მას სისხლს ვუშრობდით და მაინც ვახერხებდით კარგად გართობას. ერთ ღამეს მე და ელენე, რომელიც „მის იუნიორია“, მეოთხე სართულის აივნიდან გადავძვერით მეგობრების ნომერში და ძალიან შევაშინეთ. მაიამ აგვიკრძალა ბიჭებთან ურთიერთობა და ფლირტი: მშობლებთან რომ ჩახვალთ, რაც გინდათ, ის გააკეთეთ, აქ კი თქვენი პატრონი მე ვარ, თქვენ გვერდით შარვლიანი არავინ დავინახოო, სულ ამას გვეუბნებოდა. ამის მიუხედავად, ერთ კონკურსანტს შეყვარებულმა ჩამოაკითხა და სასტუმროდან გაპარვა მაინც მოვახერხეთ (იცინის). არ ვემორჩილებოდით მაიას წესებს, მთელ ღამეს ცეკვაში ვატარებდით. ცეკვა ძალიან მიყვარს, როცა ვცეკვავ, ადრენალინს და თავდავიწყებას ვგრძნობ, ამქვეყნად არაფერი მახსოვს. აქამდე სრულწლოვანი არ ვიყავი და დისკოთეკებზე არ მიშვებდნენ, ახლა მიხარია, რომ უკვე პასპორტი მაქვს და დისკოთეკებზე შეპარვაც აღარ დამჭირდება, ყველგან თავისუფლად ვივლი.






скачать dle 11.3