კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის წიოკობდა და ყვიროდა გიორგი სუხიტაშვილი და რატომ ვერ ისვრის „ასკოლკებს“ მისი მეუღლე


გიორგი სუხიტაშვილი და მისი მშვენიერი მეუღლე, თაკო, ერთ-ერთი საუკეთესო წყვილია ქალაქში, ერთმანეთს ძალიან უხდებიან და, რაც მთავარია, ერთმანეთი ძალიან უყვართ. მათი ლამაზი ოჯახის ერთი წევრი 10 თვის ბუბუა, რომელმაც ჩვენს ინტერვიუსა და ფოტოგადაღებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო.


– თაკო, არ გიჭირს მეუღლისა და ამხელა ძაღლის ერთდროულად მოვლა?

– ორივეს ყურადღება ძაღლს სჭირდება – როგორც პატარა ბავშვს, ისე უნდა მოვლა. საკმაოდ რთულია, იმიტომ, რომ ბევრ რამეს ვერ აგებინებ, საჭმელიც თავის დროზე უნდა, გასეირნებაც. მოკლედ, ძაღლზე გავდივარ პრაქტიკას და მერე შვილზეც გამომადგება.

გიორგი სუხიტაშვილი: ბუბუ ძალიან ეჭვიანია, სულ ეჭვიანობს. თუ ტელევიზორს ვუყურებთ და ყურადღებას არ ვაქცევთ, თავის ყუთს დაათრევს, ხმაურობს, ტირის.

თაკო: მერე საყვარელ ნივთს მოგვპარავს, რაზეც, იცის, რომ გავგიჟდებით და ამით იქცევს ჩვენს ყურადღებას.

– რაში ემთხვევა თქვენი გემოვნება და სურვილები?

გიორგი: ორივეს გვიყვარს კომფორტი.

თაკო: კიდევ – სიარული.

გიორგი: მაგას სიარული არ ჰქვია, ეს წანწალია.

თაკო: მოვა გიორგი სახლში და მეუბნება: იცი, რა, თაკო, დღეს რაღაც იდეა მომივიდა და წავიდეთო. მერე გზაში ვაზუსტებთ, სად მივდივართ.

გიორგი: რა თქმა უნდა, თუ ჩემი „სევდიანი“ მანქანა მწყობრშია, ყველგან მივდივართ. ერთი წელია, რაც ეს ავტომობილი მყავს და ჩემს ხელში 42 000 კილომეტრი გაიარა – წარმოიდგინე, ერთად რამდენი ვიარეთ. ზოგი უკვე ტაქსის მძღოლს მეძახის. ძირითადად წყნარ, მშვიდ ადგილებში გვიყვარს წასვლა. არც მე და არც თაკო მოწოდებით არ ვართ „ქლაბერები“, რომ ყველაფერი თავზე დავიმხოთ და ვითუხთუხოთ, ნამდვილი ბუნების შვილები ვართ.

– ზაფხულის განმავლობაში ხშირად გიწევდათ ცალ-ცალკე ყოფნა?

თაკო: ავტობანზე ვხვდებოდით ერთმანეთს, მე რაჭიდან მოვდიოდი, ეს – თბილისიდან.

გიორგი: კარგია ზოგჯერ ცალ-ცალკე ყოფნა, მონატრება იცის და სხვა ბევრი დადებითიც აქვს. უარყოფითი ის არის, რომ ვერ ნახავ, მაგრამ, სამაგიეროდ, გენატრება და ახალი შეყვარებულებივით ერთმანეთს ტელეფონით ეკონტაქტებით, ემესიჯებით.

თაკო: შეყვარებულობის დროსაც ასე ვიყავით – პირადად საუბარი არ გვეხერხებოდა, უფრო ვირტუალური კონტაქტი გვქონდა, ერთმანეთს ან ტელეფონით ვეკონტაქტებოდით, ან ინტერნეტით. თუ ნაჩხუბრები ვართ, ვიცით, რომ ერთმანეთს დავხოცავთ და ამიტომ მესიჯებით მშვიდად ვარკვევთ ყველაფერს.

გიორგი: ლაპარაკი კი შეგვიძლია, მაგრამ ჩხუბის დროს დისტანცია გვაქვს და „ესემესებით“ ვაგვარებთ ყველაფერს. ძირითადად დიპლომატიური მესიჯები გვაქვს, თან, პირველ ნაბიჯს ყოველთვის მე ვდგამ. ადრე ვცადე, ამას გადმოედგა პირველი ნაბიჯი, მაგრამ, მივხვდი, რომ, ჯობია, მე გადავდგა.

თაკო: სულ თვითონ აშავებს, ათასში ერთხელ, შეიძლება, ჩემი ბრალიც იყოს, მაგრამ იშვიათად ხდება, გიორგია ყოველთვის დამნაშავე და ეს იცის.

– ფიცხი ხასიათი აქვს?

– შეყვარებულობის დროს უფრო ჰქონდა ფიცხი ხასიათი, ახლა იშვიათად ბრაზდება, სამაგიეროდ, საფუძვლიანად და კარგად. ადრე ყველაფერზე ყვიროდა, წიოკობდა, ახლა – აღარ.

გიორგი: ისევ ისეთი ვარ, როგორიც ვიყავი, მაგრამ როცა სხვა ადამიანთან ცხოვრობ, ორივეს გიწევს რაღაცეების დათმობა და არ უნდა „ეპრინციპო“ შენსას. ჩემი ცუდი ხასიათი ყველამ იცის, ძალიან ხისტი და პირდაპირი ვარ. ოჯახში კი ლავირება, მოყრუება მიწევს. ოჯახში სხვა პოლიტიკა გჭირდება, საქმეში – სხვა. ჩემს საქმეში, „ქუჩაში“, სხვანაირი ვარ, ოჯახში – სხვანაირი და თაკო ვერასდროს მიხვდება, სხვაგან როგორი ვარ.

თაკო: ვერასდროს ვხვდები, რატომ მეუბნებიან გიორგიზე, ამას როგორ უძლებო. მშვენიერი ბუნჩულა ბიჭია. გარეთ რა ხდება, არ მაინტერესებს, მთავარია, მე როგორიც მინდოდა, ისეთი მყავს გვერდით.

გიორგი: მეც ვურჩევ, რომ არ მნახოს, როდესაც გაცოფებული ვარ, რადგან იმ დროს სხვაგან ვარ, შუალედი არ გამაჩნია – ან ძალიან ვცოფდები, ან ვჩუმდები. ურთიერთობაც ასეთი ვიცი: ან ძალიან მიყვარხარ, ან შენთან „გამარჯობის“ დონეზე ვარ. ესეც დამემსგავსა, ფიცხი ხასიათით, მომესწრო გოგო.

თაკო: ორივეს ძალიან ფეთქებადი ხასიათი გვაქვს და ჯიუტები ვართ.

გიორგი: უბრალოდ, ეს კარგად ვერ ფეთქდება, ფხუკუნებს; მე კი, თუ ვფეთქდები, ერთი რვა კაცი უნდა გავიყოლო. თაკო „ასტროჩკიანი“ რაჭველია, ნესტიანი წამალივით არის – გვიან ისვრის. სახლში რაღაცაზე რომ ვჩხუბობ, ეს მშვიდი თვალებით მიყურებს, ლამაზად იცქირება. მე ვცოფდები – რატომ არ ბრაზდება-მეთქი, გამოვდივარ სახლიდან და ცოტა ხნის მერე მომდის მესიჯი – რატომ მითხარი ასეო.

თაკო: ეს, ერთი მხრივ, კარგია, მაგრამ, ხანდახან საკუთარ თავზე ვბრაზდები და სათქმელს ვაგროვებ ხოლმე, მესიჯებსაც ლაკონურად ვწერ – არ მიყვარს დიდი ტექსტების წერა.

გიორგი: მესიჯის ასოებს როგორც კი შევხედავ, ვხვდები, რომ გაბრაზებულია. როცა გაბრაზებულია, ამის გამოგზავნილ მესიჯს „პრუწ“ – ასეთი ხმა აქვს, სხვა დროს ჩვეულებრივად უკრავს მუსიკა.

– თაკო, ყველაზე მეტად გიორგის რომელი თვისება მოგწონს?

თაკო: ბოლო დროს ძალიან ყურადღებიანი გახდა, არ ვიცი, რა ეჩვენება, მგონი, რაღაცას მალავს. ზედმეტად მზრუნველი და თბილი გახდა – ისეთი, როგორც თავიდან იყო. ახლა ისევ მოიხედა ოჯახისკენ.

– არ გქონდა პროტესტი?

– მქონდა და სერიოზული აგრესიაც გამიჩნდა, ახლა ჩავწყნარდი და დიდხანს აღარ ვაპირებ აბობოქრებას.

გიორგი: ასეთ დროს ყოველთვის ვეუბნებოდი: „შეცვალე ჩვენი როლები, თავს კი არ ვიმართლებ, უბრალოდ, გიხსნი, როგორ მდგომარეობაში ვარ. ეს ჩემი გასაკეთებელი საქმეა და სხვა ვერ გააკეთებდა“.

თაკო: ერთხელ, იცი, რა მითხრა? გაჰყოლოდი ცოლად „ჟეშტიანშჩიკს“ და სულ სახლში გეყოლებოდაო. ისე, თუ მეყვარებოდა, პროფესიას არ ექნებოდა მნიშვნელობა.

გიორგი: თაკო, ჯერ ხომ უნდა შეგიყვარდეს? რომ გაიღვიძებ, ხომ არ იტყვი – ვაიმე, მიყვარსო. ჩემში რა მოგეწონა ყველაზე მეტად?

თაკო: სიმღერა.

გიორგი: აბა, „ჟეშტიანშჩიკმა“ რით უნდა მოგხიბლოს, კაკუნით?

– შენ უკვე „ჟეშტიანშჩიკსაც“ ურიგებ შენს მეუღლეს, ისე ლაპარაკობ.

თაკო: შენ უნდა ნახო, ყოფილ შეყვარებულებზე როგორ ვლაპარაკობთ.

გიორგი: უაზროდ ეჭვიანი არ ვარ, რომ დავჯდე და ჩემი ცოლი წარმოვიდგინო „ჟეშტიანშჩიკთან“ ერთად, მერე მჭმუნვარებამ შემიპყროს.

– „კეთილის მსურველებიც“ ბევრი გეყოლებათ.

თაკო: იმიტომაც დავქორწინდით ასე მალე, რომ ძალიან დაგვღალა ჭორებმა: „ვის მიჰყვები ცოლად, გიორგის ხუთი წყება ცოლ-შვილი ჰყავს მიტოვებული, ის არ არის, ვინც შენ გგონია“...

გიორგი: ძალიან ბევრი ჭორი იყო, ახლა ბათუმში ვიყავი და იქიდანაც ველოდები „ახალ ამბებს“. არიან ადამიანები, რომლებიც სხედან და სხვის ცხოვრებაზე ქმნიან ჭორებს.

თაკო: დღეს ისე აღარ ვნერვიულობ, რადგან ჩემზე უკეთესად არავინ იცნობს გიოს და ისიც მიცნობს მე. წყვილებს შორის ისეთი ურთიერთობაა, ყოველთვის ხვდები, რომ რაღაც იცვლება. მე სულ ვხვდები, რა შეიცვალა გიორგიში და ამის მიზეზს ვეძებ.


скачать dle 11.3