კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საკრედიტო მკლავებში


პენსიონერთა გამოცდილება

„ლიბერთი ბანკს“ გასულ კვირას თავი მხოლოდ კომუნალური გადასახადების მიმართულებით არ გამოუჩენია. შესაძლოა, იმიტომაც, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი თავმჯდომარე ბ-ნი გურგენიძე ნაჩინოვნიკარია, სახელმწიფო სექტორთან თანამშრომლობა ეადვილება (მართალია, ჯერ კიდევ 2008 წელს გვპირდებოდა საქართველოს სიღარიბის გარეშე, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ამოსული ჭაობიდან, რასაც სიღარიბე ჰქვია, თორემ საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე თვეში ისევ 20-ლარიანი დანამატის მოლოდინშია).

ამ თუ სხვა მიზეზით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთობლივი მუშაობის შედეგად გადაწყდა, რომ სერტიფიცირებულ მასწავლებლებს არა მხოლოდ ბიუჯეტი წაახალისებს (თუ, რა თქმა უნდა, 75-ლარიან დანამატს წახალისებად მივიჩნევთ), არამედ მათ „ლიბერთი ბანკიც“ გაუხსნის თავის საკრედიტო მკლავებს. კერძოდ, ყველა პედაგოგი, რომლებმაც მიმდინარე წლის ივლისში სასერტიფიკაციო გამოცდა წარმატებით გაიარეს (ასეთი კი, ჰა და ჰა, ათასზე ოდნავ მეტია), მიღებს საკრედიტო ბარათს (MZGIC CARD) 500-ლარიანი ლიმიტით (რომ ბანკიც ახეიროს თავისი ხელფასიდან); დამატებით 1-პროცენტიან დანამატს ლარში დენომინირებულ ანაბარზე (ნეტავ, რა მანქანებით უნდა მოახერხონ პედაგოგებმა თავიანთ 100-200-300-ლარიანი ხელფასიდან რამის დაზოგვა?!) და მულტისავალუტო ლიბერთი ანგარიშის საბაზისო პაკეტს – უფასოდ. სიმართლე გითხრათ, ეს რა არის, არ ვიცი, მაგრამ „ლიბერთი ბანკის“ განმარტებით, ეს შეთავაზება პედაგოგებს 18 ლარს დააზოგვინებს (ნეტავ, რამდენ წამში ხარჯავს ბ-ნი გურგენიძე 18 ლარს?).

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ „ლიბერთი ბანკს“ საკრედიტო მკლავებში პენსიონერები უკვე ჰყავს ჩახვეული და ამ უკანასკნელებმა, ხუთთვიანი პენსიის წინასწარ აღებით შეგულიანებულებმა, მხოლოდ პოსტფაქტუმ აღმოაჩინეს, რომ თითქმის ერთი თვის პენსია ბანკისთვის უნდა დაეტოვებინათ, იმედია, პედაგოგები ასჯერ დაითვლიან და ერთხელ აიღებენ.


скачать dle 11.3