კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„გადატვირთვა“ პოლონურად

 

უმათრახო ცხენები


რფ-ის თავდაცვის მინისტრმა ახლა უკვე აშშ-დან შემოგვითვალა, რომ, საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში, ჩვენს დასამარცხებლად ხუთი დღეც აღარ დასჭირდება. ამას არ დასჯერდა და აშშ-ის მთავრობას კიდევ ერთხელ შეახსენა, არ მიაწოდოს საქართველოს არანაირი შეიარაღება. ბუნებრივია, თუკი ბ-ნი სერდიუკოვი დარწმუნებულია საკუთარ ძალებში, წესით, არც ჩვენი შეიარაღებულობა უნდა აშფოთებდეს. რაც მთავარია, ამერიკულ გამოცემაზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ აშშ-ის მთავრობა საქართველოს მთავრობას დღემდე ეუბნება უარს თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვაზე („გადატვირთვისთვის“ ჩვეული მოტივით, რფ-ს არ ეწყინოსო). თუმცა, მეტად მიესალმება ავღანეთში ქართული კონტინგენტის რაოდენობის გაზრდას (ანუ, მისი რა მიდის?!).

მეორე მხრივ, რუსულ-პოლონური ურთიერთობაც გადაიტვირთა და გასულ კვირას, სავარაუდოდ, ამის დასტურად პოლონეთის ხელისუფლებამ დააკმაყოფილა რფ-ის პროკურატურის მოთხოვნა და ჩეჩენთა კონგრესზე დასასწრებად ჩასული ახმედ ზაკაევი დააკავა. დონალდ ტუსკიმ განგვიმარტა, რომ იმოქმედებს მხოლოდ პოლონეთის ნაციონალური ინტერესებიდან გამომდინარე (სავარაუდოდ, ანეკდოტური პრინციპით, რფ-ს არ ეწყინოსო).

მართალია, ახმედ ზაკაევს ჯერჯერობით მხოლოდ 40-დღიანი წინასწარი პატიმრობა ემუქრება, ისიც პოლონურ ციხეში, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მან იცოდა, რა რისკსაც უკავშირდებოდა პოლონეთში მისი ჩასვლა, მაგრამ მაინც ჩავიდა, ვფიქრობ, ეს თითქოს უმნიშვნელო მაგალითიც ცხადყოფს, თუ რატომ აძლევს თავდაცვის მინისტრი სერდიუკოვი საკუთარ თავს უფლებას, დაგვემუქროს: რამდენი ჩინოვნიკი გეგულებათ ჩვენში, თავისი ფეხით რომ მივა „ურდოში“?!


скачать dle 11.3