კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს


კითხვა: დავიბადე 1978 წლის 1 დეკემბერს, ღამის საათებში. არ მიმართლებს საქმიანობის მხრივ. გთხოვთ, მირჩიოთ, რას მოვკიდო ხელი, რომ წარმატებებს მივაღწიო, კონკრეტულად, რომელი საქმიანობის სფეროა ჩემთვის მისაღები ცხოვრებაში?

პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატებების მომტანი პროფესიებია: მედიცინიდან – ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, ასევე, სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო, საგამომცემლო ინდუსტრია, გასართობი ინდუსტრია, სამეცნიერო კვლევა. ამ სფეროებში გაცილებით მეტი წარმატებების მიღწევის შანსები გაქვთ.

კითხვა: დავიბადე 1979 წლის 25 დეკემბერს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს დავუკავშირო ბედი, რომ პირად ცხოვრებაში ბედნიერი ვიყო?

პასუხი: თქვენთვის სასურველი პარტნიორები არიან: თხის რქა, ლომი, ვერძი, მერწყული და სასწორი. ნუ აჩქარდებით ქალწულის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ურთიერთობისას. კარგად დააკვირდით, გაამახვილეთ ინტუიცია, უსმინეთ მას და შემდგომ გამოიტანეთ დასკვნა, მისაღებია თუ არა ის თქვენთვის. სხვა ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობა კი საშუალოა.

კითხვა: ჩემი და დაიბადა 1988 წლის 31 ივლისს. უნდა უცხოეთში გამგზავრება და იქ ძალების მოსინჯვა. რამდენად მისაღებია ეს მისთვის და ზოგადად, რომელ ქვეყნებს ურჩევთ?

პასუხი: თქვენს დას, კარმული თვალსაზრისით, უცხოეთთან დაკავშირებით აქვს გარკვეული წინაღობები და ბარიერები. ამიტომ, შესაძლოა, იქ ჩასულმა ადვილად ვერ ააწყოს ცხოვრება. თუ მაინც გადაწყვიტა წასვლა, უნდა გამოავლინოს ნებისყოფა და მოთმინება. ქვეყნებიდან კი კარგია: უკრაინა, ირლანდია, პოლონეთი, მოლდოვა, ბელგია, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ბულგარეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, კუნძული შრი-ლანკა, ბრაზილია, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, სამხრეთ კორეა, კუნძული მალტა, კვიპროსი.

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 26 სექტემბერს, საღამოს საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია და ზოდიაქოს რომელი ნიშნით დაბადებულ ადამიანთან მელის სასურველი ქორწინება?

პასუხი: სასიყვარულო პარტნიორებიდან თქვენთვის მისაღებია ქალწულის, სასწორის, მერწყულის, ტყუპების, ლომის ან მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებული ადამიანი. რაც შეეხება თქვენს კოსმიურ-კარმულ მისიას, არის ის, რომ გამოავლინოთ ხასიათში საუკეთესო თვისებები. იყავით ორგანიზებული, დისციპლინირებული, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანი მხარჯველი, წინდახედული, ერთგული და გარშემოც ასეთი ადამიანები შემოიკრიბეთ. მოიწესრიგეთ ცხოვრება, რათა სწორად განვლოთ ევოლუციური განვითარების გზა დედამიწაზე. იყავით დემოკრატი, სხვებსაც დაუტოვეთ არჩევნის უფლება. ურთიერთობისას გამოიყენეთ დიპლომატია, პატივი ეცით ტრადიციებს და გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების აზრი. ეს მეტ წარმატებებს მოგიტანთ ცხოვრებაში.


скачать dle 11.3