კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოქმედებენ პლანეტები ორსულ ქალზე და რა გავლენას ახდენს მზე ემბრიონზე


სანამ ახალი სიცოცხლე მოევლინება ქვევყანას, ორსული ქალი გადის განვითარების რამდენიმე ეტაპს.

ასტროლოგიური კუთხით, ორსულობის ყველა თვეს თავისი მფარველი პლანეტა მართავს. ამის მიხედვით, ორსულმა ქალმა უნდა იცოდეს, თუ რომელი მოვლენა უნდა წამოსწიოს წინა პლანზე და რა გაითვალისწინოს ამ ეტაპებზე.

ორსულობის პირველ თვეს მართავს მზე და მისი ენერგია. ამ დროს მომავალი დედა ვალდებულია, ხელი შეუწყოს ბავშვის ჰარმონიულ განვითარებას კოსმიური ენერგიებისა და მათი ზეგავლენის მიხედვით. ამ პერიოდში ორსულმა ქალმა მეტი დრო უნდა დაუთმოს მუსიკის მოსმენას, ხატვას, სიმღერას, შემოქმედებით საქმიანობას. მზის ენერგია ამ დროს ხელს უწყობს ემბრიონში ფიზიკური შესაძლებლობების ჩამოყალიბებას, მის დაინტერესებას სამომავლოდ ხელოვნებისადმი; ასევე, მუცლადყოფნის პერიოდში, ამაღლებს მის სულიერ პოტენციალს.

ორსულობის მეორე თვეს მართავს მთვარე და ხდება ემბრიონის ქვეცნობიერი სამყაროს ჩამოყალიბება. უმჯობესია, ამ დროს მომავალი დედა ხშირად განმარტოვდეს, დაემალოს სხვების თვალს, რათა ნეგატიური ზეგავლენისგან დაიცვას ბავშვი და ხელი შეუწყოს მის ზრდასა და პოტენციალის განვითარებას.

მესამე თვე უკავშირდება მარსის პლანეტის გამოვლენას. ორსულმა ქალმა ყველაზე მეტი ყურადღება და სიფრთხილე ამ დროს უნდა გამოიჩინოს, რომ არ გაცივდეს, არ მიიღოს ტრავმები და ამით ბავშვი არ დააზიანოს.

ორსულობის მეოთხე თვეს პლანეტა მერკური მართავს. მომავალმა დედამ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებას. უნდა უყუროს შემეცნებით გადაცემებს, რომანტიკულ ფილმებს, იაროს მუზეუმებში. ამით ის გააღრმავებს ბავშვის მიდრეკილებებს ცოდნისადმი.

მეხუთე თვე უკავშირდება იუპიტერის ზეგავლენას. ამ დროს ბავშვზე დიდ ზემოქმედებას ახდენს დედის მოქალაქეობრივი პოზიცია. ის ამით ბავშვის მომავალ ცნობიერებას აყალიბებს.

ორსულობის მეექვსე თვეს მართავს ხელოვნებისა და სიყვარულის პლანეტა – ვენერა. ის უზრუნველყოფს ბავშვის ემოციებს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში დედა ეზიაროს სილამაზეს, შეიძინოს ლამაზი ნივთები, უსმინოს მუსიკის ჰარმონიულ ჰანგებს, იცხოვროს კომფორტულ და ლამაზი დიზაინის ბინაში. აღსანიშნავია ისიც, რომ სწორედ ამ დროს, დედის მუცელში, პატარას ყველაზე მეტად მამის ხმის ტემბრი ამახსოვრდება. ორსულობის მეექვსე თვეში ხდება მამა-შვილს შორის დამოკიდებულების განსაზღვრა.

მეშვიდე თვეს მართავს პლანეტა სატურნი. ამ დროს ბავშვი ოჯახური იდილიის შეგრძნებას იწყებს. ამიტომ ორსულმა ქალმა მეტი დრო უნდა გაატაროს ოჯახის წევრების გვერდით, მეგობრებთან, საყვარელ ადამიანებთან. საგვარეულო ზეგავლენას ბავშვი მუცლად ყოფნის სწორედ მეშვიდე თვეს შეიგრძნობს.

ორსულობის მერვე თვეს მართავს პლანეტა ურანი. ამ პერიოდში ქალი ხდება ცნობისმოყვარე, აინტერესებს სიახლეები, მეგობრებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ურთიერთობები და ამას ბავშვიც გრძნობს.

მეცხრე თვეში პლანეტა ნეპტუნი ახდენს გავლენას ორსულ ქალსა და მის პატარაზე. ამ დროს აუცილებელია სიახლოვე ბუნებასთან. ეს არის სიბრძნის მიღების, ინტუიციის განვითარების პერიოდი. თუმცა, ქალში ჩნდება შიშის შეგრძნება, რაც ბავშვის ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება. ქალმა ამისგან თავი უნდა დაიზღვიოს და მეტი დრო დაჰყოს ბუნებაში, მშვიდ გარემოში.

გირჩევთ, ხშირად იმეოროთ, რომ პატარა ძალიან გიყვართ, მის ამქვეყნად მოვლენას სულმოუთქმელად ელით და რომ ყველაფერი კარგად იქნება.


скачать dle 11.3