კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ატეხილები



ვისი ადგილი არ არის სისხლსავსე დემოკრატიაში



მართალია, საქართველოს განათლების გამორეფორმირებული სისტემის საპროგრამო მასალებში ჯერ კიდევ ასწავლიან, რომ მკვდარი, მტერიც რომ იყოს, არ უნდა შეურაცხყო, მაგრამ რეალობა მოწმობს, რომ ამ მოძველებული თეზის ადგილი პოსტრევოლუციურ საქართველოში აღარ დარჩა! ჰოდა, რაკი აღარ დარჩა, აქეთ შენობებს ანგრევენ – საბჭოურ ასოციაციებს იწვევსო (და მერე რა, რომ არანაკლებ საბჭოურია: „გაზი – ყველა სოფელს!“ ან, თუნდაც, „ანგარიში – ხალხს!“), იქით – მთაწმინდის პანთეონში მიმდინარეობს რეორგანიზაცია. გრიბოედოვის გადასვენების იდეა სიცოცხლისუნარიანი არ აღმოჩნდა (შესაძლოა, იმიტომაც, რომ დროის იმ მომენტში, როდესაც ეს აზრი ბ-ნ ბოკერიას მოუმწიფდა, დანარჩენების გამოურეფორმირებელი ტვინები გამოსარეცხად მზად არ აღმოჩნდნენ), სამაგიეროდ, ახლა უკვე აქტიური სჯა-ბაასი სტალინის დედის გადმოსვენებაზე ატყდა. მართალია, ჯერჯერობით მხოლოდ ატყდა, მაგრამ, რაკი მაინც ატყდა, სიტყვა მალე საქმედაც იქცევა. კულტურის მინისტრმა ოკეანის გაღმიდან დაგვმოძღვრა, კეკეს ცხედრის ბედის გარკვევამდე ის უნდა გადავწყვიტოთ, არის თუ არა ამ სისხლსავსე დემოკრატიაში სტალინის ძეგლის ადგილი გორშიო. მეტიც, დასძინა, რომ ეს, თურმე, ღირსების საქმეც ყოფილა, რაც გულუბრყვილოთა (რომლებსაც ღირსების საქმედ ცოცხალი მტრების მოკვდინება ჰგონიათ) ბოსტანში ნასროლ (როგორც თანამედროვენი იტყვიან) „კენჭმესიჯადაც“ შეიძლება, განვიხილოთ, ვინაიდან პოსტრევოლუციური ქართველების ღირსების საქმე მკვდრების მორევაა!

ანუ, ეს ერთი და სხვა მრავალი!




скачать dle 11.3