კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ჩვენი ომი“



დედაავღანეთი გვიხმობს!



აშშ-ის ევროპულმა სარდლობამ ქართველი სამხედროების ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის მოსამზადებელი პროგრამის დეტალები უკვე გამოაქვეყნა (წვრთნას 40 აშშ-ელი სამხედრო ინსტრუქტორი ჩაატარებს, წვრთნები ორ წელს გაგრძელდება, ექვს-ექვს თვეში თითო-თითო ქართული ბატალიონი გაიწვრთნება და ისინი ავღანეთში დემოკრატიას როტაციის პრინციპით დაამყარებენ). მიუხედავად იმისა, რომ ქართველი საზოგადოება პაციფიზმისადმი მიდრეკილებით არ გამოირჩევა (და დედაერაყს სრულიად უმტკივნეულოდ ჩაანაცვლა დედაავღანეთი), საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრმა, გასულ კვირას, მაინც გადაწყვიტა, რომ ჩვენი საზოგადოების ბნელი და წარსულში ჩარჩენილი ნაწილისთვის საგანმანათლებლო მუშაობა ჩაეტარებინა. შესაძლოა, ამ მუშაობის აუცილებლობის მიზეზი ისიც იყოს, რომ ერაყის ოპერაციაში მონაწილეობამ, ჩემი შეუიარაღებელი თვალით, სამხედრო თვალსაზრისით, მაინცდამაინც ვერ გვახეირა ან ის, რომ პირველი 100-კაციანი სამხედრო შენაერთი ავღანეთში ნოემბრის მიწურულს მიემგზავრება (ავღანეთში, ერაყისგან განსხვავებით, ნამდვილზე ნამდვილ ტყვიებს ისვრიან); გაზაფხულიდან კი მათი რაოდენობა 750-მდე გაიზრდება და ისინი თვით ამერიკული მზრუნველი სამხედრო მეთვალყურეობის ქვეშ იმსახურებენ!).

ასე იქნება თუ ისე, რაკი არავინ გვიშლის, დემოკრატიისადმი ჩვენი ერთგულება დასავლეთის (ვამბობთ დასავლეთს, ვგულისხმობთ ამერიკას!) ომებში დავამტკიცოთ (რაც გაცილებით ადვილია, ვიდრე, მაგალითად, თავისუფალი სასამართლოსა და მედიის შექმნა, რადგან ხელისუფლება არაფრით რისკავს), საქართველოში ნატოს საინფორმაციო ცენტრმა განგვიმარტა, რომ ეს (ანუ ავღანეთის) ჩვენი ომია! ხოლო, თუ შარშანდელი (ბუნებრივად, ჩვენი) ომის თავისებურებებს გავიხსენებთ, სასურველია, თუ ავღანეთს მაინცდამაინც ჩვენს ომად არ აღვიქვამთ. მაგრამ, მეორე მხრივ, თუ ავღანეთშიც ისე ვიომეთ, როგორც აგვისტოში, მეეჭვება, თალიბებმა ჩვენზე ტყვია გააფუჭონ!




скачать dle 11.3