კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ გაუგზავნა საიდუმლოდ რუზველტმა სტალინს 2 000 ტონა ვერცხლის ზოდები


გადის დრო და თანდათანობით საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი ხდება მორიგი საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის წინ მოხდა, და რომლის შესახებაც მოთხრობილია საერთაშორისო გაზეთის „სეკრეტნიე მატერიალის” ფურცლებზე (¹17. 2000 წლის სექტემბერი).

საზღვაო ხომალდი „ჯონ ბერი” შექმნილი იყო ამერიკელების მიერ სხვადასხვა დანიშნულების ტვირთის ევროპაში ტრანსპორტირებისა და მათი გადაზიდვისთვის. ხომალდი განსაკუთრებულად მაშინ გახდა გამორჩეული, როდესაც საბჭოეთის ლიდერისთვის, სტალინისთვის მიჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, რუზველტის საჩუქარი. ამას ხელი უნდა შეეწყო საბჭოთა-ამერიკული ურთიერთობების გაუმჯობერსებისთვის. მაგრამ, მოხდა გაუთვალისწინებელი, საგანგებო შემთხვევა, რის შედეგადაც ზღვის ფსკერზე დღემდე განისვენებს ვეებერთელა სიმდიდრე – 2 000 ტონა ვერცხლის ზოდები, რომლის ღირებულება 200 მილიონი ფუნტი სტერლინგით განისაზღვრებოდა. ძნელია შეაფასო ასეთი გულუხვი საჩუქრის მნიშვნელობა, რადგან ის განკუთვნილი იყო ჰიტლერის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. ასეთი დაუბრუნებელი კრედიტის გამოგზავნა სტალინისთვის პირადად ამერიკის პრეზიდენტმა ფრანკლინ რუზველტმა მოიწონა.

ამ გაბედულმა გეგმამ ტრაგიკული შემთხვევის გამო კრახი განიცადა. ხომალდი „ჯონ ბერი”, ასრულებდა რა ზესაიდუმლო მისიას, გერმანიის წყალქვეშა ნავიდან გასროლილმა ნაღმებმა ჩაძირა.

1944 წლის 4 ივლისს ნიუ-იორკის პორტში, ხომალდის ქიმზე განალაგეს 2 ათასი ტონა ვერცხლი. დატვირთვის პროცესი თავიდან ბოლომდე ამერიკის საგამოძიებო ფედერალური ბიუროს აგენტების ფარული მეთვალყურეობით მიმდინარეობდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ხომალდის ქიმზე დამატებით დატვირთეს 750 ხის ყუთი, რომლებშიც დაახლოებით 300 ათასი არაბული ვერცხლის მონეტები იყო მოთავსებული, მათი ღირებულება 1944 წლისთვის, დაახლოებით, 300 ათას ფუნტ სტერლინგს შეადგენდა, და განკუთვნილი იყო საუდის არაბეთისთვის, სადაც ჯერ კიდევ მაშინ ამერიკული მენავთობეები მოლაპარაკებას აწარმოებდნენ, ომის შემდეგ ნავთობის მოპოვებისთვის საჭირო უფლებების შესაძენად.

1944 წლის 19 ივლისს ხომალდმა კურსი აიღო ნორფოლკისკენ (ვირჯინიის შტატი), სადაც მას სხვა ხომალდების ქარავანი შეუერთდა, რომელიც ჰიბრალტარის სრუტითა და ხმელთაშუა ზღვით მიემართებოდა ეგვიპტისკენ. ზუსტად ერთი თვის შემდეგ, 19 აგვისტოს ქარავანმა პორტ-საიდს მიაღწია. მის შემდეგ „ჯონ ბერიმ” ნაოსნობა მარტო გააგრძელა და სუეცის არხის გავლით, 26 აგვისტოს ათენში შევიდა. იმავე დღეს, ხომალდმა აბადანის ბორტისკენ აიღო კურსი. დაგეგმილი იყო, რომ აბადანიდან სტალინისთვის განკუთვნილი ვერცხლი სატვირთო ავტომანქანებით წაეღოთ ჯერ ახლო აღმოსავლეთის, ხოლო შემდეგ ავღანეთის გავლით და საბჭოთა კავშირში ჩაეტანათ. იმ დროს, ასეთი მარშრუტით შეიძლებოდა თავი აერიდებინათ გერმანელებთან და იაპონელებთან შეხვედრისგან.

1944 წლის 28 აგვისტოს ხომალდი ომანის სანაპიროდან 127 მილის დაშორებით მიდიოდა. ხომალდის კაპიტანმა არ იცოდა, რომ „ჯონ ბერიზე” გერმანიის წყალქვეშა ნავიდან უკვე წარმოებდა ფარული თვალთვალი. ღამის 10 საათზე გერმანიის წყალქვეშა ნავიდან გაშვებულმა ნაღმმა „ჯონ ბერის” ქიმი დააზიანა. წარმოქმნილ ნახვრეტში წყალი თქრიალით ჩადიოდა. გემის კაპიტანმა გასცა ბრძანება – გამოერთოთ ძრავები და ყველას დაეტოვებინა ხომალდი. 30 წუთში გემის ეკიპაჟის 43 კაცმა და 23 ამერიკელმა საზღვაო ქვეითმა ჯარისკაცმა მოასწრეს მაშველ კარპაჭებში გადასხდომა. იმწამსვე გერმანიის წყალქვეშა ნავიდან მეორე ნაღმი ისროლეს, რომლის შედეგად „ჯონ ბერი” ვერცხლის ზოდებითა და ვერცხლის მონეტებით ზღვის ფსკერზე ჩაიძირა. იმ დროს, გერმანელებისთვის საერთოდ უცნობი იყო, თუ რა ძვირფასი ტვირთი ჩაძირეს ამერიკულ ხომალდთან ერთად. მხოლოდ ნახევარი საუკუნის შემდეგ გახდა ცნობილი, რომ ზღვის ფსკერზე განისვენებს არა მარტო ხომალდი, არამედ უზარმაზარი ღირებულების ტვირთი.

რატომ იყო ხომალდის მისია დიდი საიდუმლოებით გარემოცული? საქმე ისაა, რომ ამერიკის პრეზიდენტ რუზველტს გულწრფელად სურდა, მატერიალურად დახმარებოდა საბჭოთა კავშირს გერმანელ ფაშისტებთან ბრძოლაში, მაგრამ, მას არ უნდოდა, ასეთი დახმარების აფიშირება თვით ამერიკელების წინაშე, რადგან ამერიკის ხალხს კომუნისტური „წითელი მუქარის” ეშინოდა.

ჯონ ბიზანტი თავის წიგნში – „ვერცხლი სტალინისთვის” ამტკიცებს, რომ 1943 წლის თეირანის კონფერენციაზე რუზველტი სტალინთან აწარმოებდა საიდუმლო მოლაპარაკებებს და წინასწარ ჰქონდა ჩაფიქრებული, რომ ამდაგვარი მატერიალური და ფინანსური დახმარებებით, ის, რაღაც კონტროლს დააწესებდა და შეანელებდა კომუნისტური დიქტატორის ტერიტორიულ პრეტენზიებს.

ძველი საიდუმლო საქმეების გარშემო აჟიოტაჟი დღემდე არსებობს. აი, რას წერს ჯონ ბიზანტი თავის წიგნში: „მსგავსი საიდუმლოება შეგაწუხებს, ინფორმაციის თავისუფლების ამერიკული არქივები ღიაა ყოველგვარი გამოკვლევისთვის, მაგრამ დოკუმენტების დიდი ნაწილი, რომლებიც „ჯონ ბერის” მისიასთანაა დაკავშირებული, არქივებიდან ამოღებულია. ასე რომ, ამ თავსატეხის მრავალი დეტალი განადგურებულია. ვაშინგტონს არ სურს, არც ამტკიცოს და არც უარყოს ამ ვერცხლის ზოდების არსებობა. სახელმწიფოში, სადაც დაწვრილებით, დეტალებში შეუძლიათ, აღადგინონ ჯარების განლაგება გასული წლების ბრძოლების დროს, მათ შორის მეცხრამეტე საუკუნეში წარმოებული ბრძოლებისა, აგრეთვე, ჩინებულად ახსოვთ, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში იტვირთებოდა თუ არა მისადმი დაქვემდებარებულ ერთ-ერთ „თავისუფლების ხომალდზე, სახელმწიფო ხაზინიდან გატანილი ვერცხლი, ხოლო თუ იტვირთებოდა, მაშინ ისიც ახსოვთ, საით იგზავნებოდა”.

ხომალდ „ჯონ ბერის” ზღვის ფსკერიდან ამოტანის პროექტი მას შემდეგ წარმოიშვა, როცა კალიფორნიის რესტორნის მფლობელმა ჯეი ფიონდელმა ამ ისტორიის შესახებ გაიგო, ამერიკის საზღვაო მფრინავის კაპიტან ბრაიან შემეიკენისგან. კაპიტანი ავარიის შედეგად ჩამოვარდნილი თვითმფრინავების ექსპერტია.

საბოლოო ანგარიშით, მათ შეძლეს ამერიკის მთავრობისგან გემის ზღვის ფსკერიდან ამოღების უფლების შეძენა, რაც მანამდე შეუძლებლად ითვლებოდა. მაგრამ, შემდგომში ვერ მოახერხეს სამუშაოების ჩატარებისთვის საჭირო თანხების შეგროვება და ამის გამო ეს უფლება „ოკეანური კვლევის კონსორციუმს” მიჰყიდეს, რომელსაც იემენის შეიხი ახმედ ფარადი ხელმძღვანელობდა. შეიხმა ექსპერტად მიიწვია ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გადამდგარი ოფიცერი ბობი ჰადსონი, რომელმაც საკუთარი გამოგონილი ოკეანური ტვირთამწე დააყენა კვლევით გემზე. მას შეუერთდნენ გადამდგარი მაიორი დიკ სიმონსი და ექსპერტი-მაშველი კეიტ დესოპი. სხვათა შორის, ყველანი ინგლისელები არიან. მათ იცოდნენ „ჯონ ბერის” გადაადგილების კოორდინატები იმ მომენტისთვის, როდესაც გერმანული წყალქვეშა ნავიდან პირველი ნაღმი გაუშვეს.

ხომალდი აღმოაჩინეს ჰიდროლოკატორის მეშვეობით. შემდეგ ზღვის ფსკერზე ჩაუშვეს დისტანციური მართვის 50-ტონიანი ჰიდრავლიკური სატაცი-დანადგარი, რომელიც აღჭურვილი იყო ვიდეოკამერებით. დანადგარმა თავისი ფოლადის „ეშვებით” გაარღვია ხომალდის შემოღობვა და შეიჭრა ერთ-ერთ ტრიუმში. შემდეგ ამწე დანადგარმა გემბანზე ამოალაგა ვერცხლის მონეტებიანი ტვირთი, რომელიც საუდის არაბეთისთვის იყო განკუთვნილი. ამოიღეს ნახევარზე მეტი ჩაძირული მონეტები, რომელთა ღირებულება წინასწარი შეფასებით, 2 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენდა. მთავარი ალაფი – სტალინისთვის განკუთვნილი ვერცხლის ზოდები კი ხელიდან დაუსხლტდათ. აქედან გამომდინარე, საჭიროდ მიიჩნევენ ძებნის შემდგომ გაგრძელებას. ასე რომ, შეიხი ახმედი მეორე ცდისთვის ემზადება, რომ სტალინისთვის განკუთვნილი ვერცხლის ზოდები ამოიღოს. ჯერჯერობით ცნობილია, რომ ხომალდის ყველა ნაწილი არ არის შესწავლილი და მოკვლეული, რომ ყოველივე ამისთვის საჭიროა იდეალური ამინდის პირობები და ასე შემდეგ.

სტალინისთვის განკუთვნილი საჩუქრის ზღვის ფსკერიდან ამოღებისთვის დაიხარჯა 7 მილიონი ფუნტი სტერლინგი. ამასთან ერთად, დამატებით საჭირო გახდა სამუშაოდ გამოეყენებინათ 60 კაცი და ურთულესი კვლევითი მოწყობილობა. მუშაობას ფუჭად არ ჩაუვლია და ვარაუდობენ, რომ განძს ზღვის ზედაპირზე ამოიტანენ. არადა, ამის გაკეთება ყველას არ უნდა, სახელდობრ კი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტს, რომელიც ამჯობინებს სამუდამოდ დაასამაროს გემის დაღუპვასთან დაკავშირებული ჭეშმარიტი ფაქტები.

ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ხომალდთან დაკავშირებული მონაცემები მეორე მსოფლიო ომის მონაწილე მოკავშირეთა შორის დამოკიდებულების სრულიად ახალ რაკურსს წარმოადგენს. პრინციპული თვალსაზრისით, ლაპარაკია პოლიტიკურ სამკუთხედზე: ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი დ საბჭოთა კავშირი.

ბუნებრივია, ისმის კითხვა, რამ წააქეზა რუზველტი, თანაც უაღრესად საიდუმლო ვითარებაში, გაეგზავნა სტალინისთვის საჩუქრად ვერცხლის ზოდების ასეთი დიდი პარტია?

ტრადიციული ისტორიული განხილვის შემდეგ, მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ იმჟამინდელი ამერიკა და პირადად პრეზიდენტი ფრანკლინ დელანო რუზველტი მიისწრაფოდა განემტკიცებინა განსაკუთრებული დამოკიდებულება ბრიტანელ მოკავშირეებთან და ხაზი გაესვა საბჭოთა-ამერიკულ ურთიერთობებში არსებული, თითქოსდა, დაძაბულობის შესახებ. მაგრამ ამავე დროს, სცენაზე გამოჩნდა ვერცხლის გროვა, რომელიც საბჭოთა კავშირისთვის იყო განკუთვნილი.

ისტორიკოსი, დოქტორი ჩარმლი მიიჩნევს, რომ რუზველტი ომის იმ პერიოდში „მოსკოვის მოჯადოების” კურსს ატარებდა და მასზე იდეოლოგიურ შეტევას აწარმოებდა. „ის ფიქრობდა – თვლის, ჯონ ჩარმლი – რომ სტალინი აიძულოს მას ენდოს. ანდა, უკიდურეს შემთხვევაში, მიაღწიოს იმას, სტალინმა ირწმუნოს, რომ რუზველტთან შეუძლია საქმე იქონიოს”, ამერიკა ისედაც ბევრს ეხმარებოდა მატერიალურად რუსეთს, მაგრამ უკეთუ ხომალდი „ჯონ ბერი” მშვიდობიანად მიაღწევდა დანიშნულების ადგილამდე, მაშინ ვერცხლის ზოდები ხელს შეუწყობდა საბჭოთა-ამერიკული ურთიერთობების უფრო მეტად გაუმჯობესებას. ამასთან ერთად, იმ დროს ჩერჩილსა და რუზველტს შორის დაძაბული დამოკიდებულება იყო, რადგან ამერიკის პრეზიდენტ რუზველტს აშკარად ნეგატიური შეხედულება ჰქონდა თვით ბრიტანული იმპერიის დამკვიდრების იდეასთან დაკავშირებით. ამის დასტურია ის, რომ 1943 წლის 28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე თეირანის კონფერენციაზე შეხვედრის დროს, თეთრი სახლის მაშინდელმა პატრონმა უინსტონ ჩერჩილს იმპერიალისტი უწოდა.

იგივე ჯონ ჩარმლი ამბობს: „ამჟამად გაგვაჩნია კონკრეტული მტკიცებულებანი, რომ რუზველტი ფიქრობდა განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზე არა ინგლისთან, არამედ საბჭოთა კავშირთან”. აქ შეიძლება დავუმატოთ, რომ იმ დროს, საბჭოთა კავშირს ვერცხლით დახმარება ძალზე გამოადგებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მოვლენები სხვაგვარად წარიმართა. არადა, უტყუარი წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ ხომალდ „ჯონ ბერის” განსაკუთრებული როლი უნდა ეთამაშა არა მარტო ევროპის ოკუპირებული ქვეყნების ნაცისტებისგან გასათავისუფლებლად, არამედ სამი დიდი სახელმწიფოს – საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკური ურთიერთობის ნორმალიზების საქმეში.


скачать dle 11.3