კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ ამოწურა ნათია წიწილაშვილის ენერგია და რის გასაკეთებლად არ ეყოფა ძალა რატი დურგლიშვილს


ნათია წიწილაშვილისა და რატი დურგლიშვილის ზაფხული ერთმანეთისგან განსხვავდებოდა, თუმცა, აუტანელი სიცხეების გამო ორივეს მიაჩნია, რომ ეს ზაფხული გადასარევი არავისთვის ყოფილა.



ინტერვიუ 1. ჟურნალისტია რატი დურგლიშვილი

– სერიალში რა ხდება, კმაყოფილი იყავი იქ მუშაობით?

– მართლა კმაყოფილი ვიყავი და ვარ. მთელი ეს ოთხი წელიწადი ჩემთვის უდიდესი გამოცდილება იყო, ბევრი რაღაც შემემატა განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ სიახლე ყველაფერში საჭიროა. ოთხი წელი ცოტა არ არის იმისთვის, რომ ერთი და იგივე როლი ითამაშო ერთსა და იმავე სერიალში. ამიტომ, სერიალის დახურვა, ალბათ დროული იყო.

– მაგრამ, გჭირდებოდათ თუ არა სიახლე ეს გკითხეს?

– არა, არავის არაფერი უკითხავს. ერთ დღესაც გავიგეთ, რომ პროექტი დაიხურა და ჩვენ ჩვენს გზაზე წავედ-წამოვედით.

– კულისებს მიღმა როგორი ურთიერთობა გქონდათ ერთმანეთთან? ამბობენ, მსახიობებს არ აქვთ კარგი ურთიერთობაო. იგივე ჭორებია შოუ-ბიზნესზე, რომ იქ საშინელი სიბინძურეა. თქვენთან რა ხდებოდა?

– ძალიან ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა გვქონდა ყველას ერთმანეთთან, მაგრამ, რა თქმა უნდა, რაღაც-რაღაცეები ხდებოდა, პატარა უთანხმოებები, თუმცა, ოთხი წელი ცოტა არ არის და, ალბათ, ერთმანეთისგანაც დავიღალეთ. სერიოზული კონფლიქტები, ჩხუბი და წაკბენები არ ყოფილა, მაგრამ, მართლა დავიღალეთ და გარემოს შეცვლა იყო საჭირო.

– რატომ დაიხურა სერიალი და თუ გაქვთ რაიმე კონკრეტული გეგმები?

– არ ვიცით, მართლა. ყოველ შემთხვევაში მსახიობებმა არ ვიცით და, პროდიუსერებმა, ალბათ, იციან. ჯერ ისეთი კონკრეტული არაფერი ყოფილა. რადიოდან დაგვირეკეს ამას წინათ და საავტორო გადაცემის გაკეთება შემოგვთავაზეს. პლუს, ვცდილობთ, ახალი ფილმების ქასთინგებზე ვიაროთ. მთელი ეს წლები ისეთი ჩაკეტილები ვმუშაობდით, ამ მიმართულებით არ გვიფიქრია. არადა, ძალიან ბევრ ახალ ფილმს იღებენ. ხარისხიანს თუ უხარისხოს, ამას მნიშვნელობა აქვს, რა თქმა უნდა, მაგრამ, თვითონ ფაქტი, რაღაცას რომ იღებენ, უკვე კარგია.

– როგორც ვიცი, სულ რამდენიმე თვეა, რაც ოჯახი შექმენი. როგორ მიდის საქმეები, როგორი იყო პირველი ზაფხული ცოლის ამპლუაში?

– დიახ, უკვე ხუთი თვეა, რაც ერთად ვართ, მაგრამ, გამოვიდა, რომ ეს ზაფხული ჩვენი თაფლობის თვე იყო, ანუ, დასასვენებლად პირველად ახლა მოვახერხეთ გასვლა. ჩვენი ქორწილი რომ იყო, მაშინ გადაღებები გვქონდა და ვერსად წავედით სულ ცოტა ხნითაც კი. ამ ზაფხულს კი, ჯერ გონიოში წავედით, ძალიან ბევრ მეგობართან ერთად და, ყოველდღე და ყოველ საღამოს რა ხდებოდა, ხომ წარმოგიდგენია. გართობაში, ენერგიის დახარჯვში ამოვწურეთ ჩვენი ძალები, შემდეგ წავედით თურქეთში და იქ უკვე ყველანაირად დავისვენეთ – სულიერადაც, ფიზიკურადაც. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და ძალიან მიხაროდა, არავინ რომ არ მოდიოდა ჩვენთან ერთად – როგორც იქნა, განმარტოვების დრო მოვიდა. იქ მოხდა ის, რასაც დასვენება ჰქვია. საერთოდ არ გვინახავს ქართველები, სულ უცხოელები იყვნენ და ჩვენ ჩვენთვის ვიყავით.

– წელს ბევრი არ იყო თურქეთით კმაყოფილი.

– რომ გითხრა, თვითონ თურქეთზე გადავირიე-მეთქი – არა, მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების უმაღლესი დონე აქვთ. ამბობენ, თურქებს გადასარევი ტკბილეული აქვთო და არ მომეწონა. რაღაც არაფერს არ აქვს თავისი ბუნებრივი გემო, კარტოფილს კარტოფილის გემო არ აქვს, პომიდორს – პომიდვრის. არაფერი არ მეგემრიელა – არც ტკბილი და არც რომელიმე სხვა კერძი.

– კერძებზე ჩამოვარდა ლაპარაკი. ახლა უკვე დიასახლისი ხარ, თავად როგორ ართმევ თავს სამზარეულოს?

– სალომეს ემახსოვრება ჩემი პირველი ინტერვიუ, კერძების გონზე რომ არ ვიყავი და, რა საჭმელი, რა სისულელეა-მეთქი – ვამბობდი. მაცადეთ ახლა! იცით, რა იყო ჩემი პირველი კერძი? ვაზის ტოლმა (იცინიან). პირველად ცხოვრებაში, რაც ჩემი ხელით გავაკეთე, ვაზის ტოლმა იყო. უცებ გავგიჟდი და – უნდა გავაკეთო-მეთქი. წავედი, რაღაცეები ვიყიდე, დედაჩემს ტელეფონით რეცეპტი ვაკარნახებინე და და გავაკეთე. ოღონდ ისე ვნერვიულობდი და ისე მეშინოდა, არ იცი. მეგონა, ვერასდროს გავსინჯავდი. გიორგის დაც იყო მოსული და ერთად მივირთვით. და, როგორი შეფასება ჰქონდა ჩემს ვაზის ტოლმას?! მოხუცი ქალის გაკეთებულ ტოლმას ჰგავსო, ანუ კომპლიმენტი მითხრეს, მაგრამ, სანამ ამას გავიაზრებდი, დავიძაბე, ვერ მივხვდი, რაზე იყო ლაპარაკი, სახე შემეცვალა...

– არადა, რამხელა კომპლიმენტი გითხრეს! გამოცდილ და გემრიელ ხელზე მაგარი არაფერია. უდიდეს პატივს ვცემ კარგ დიასახლისებს, ხელი რომ კარგი აქვთ, იქ ვკვდები. თან, საშინელი გურმანი ვარ, ჩემთვის ჭამაზე დიდი სიამოვნება არ არსებობს. რამდენიმე რესტორანი მაქვს ამოჩემებული, სადაც საჭმელად დავდივარ და, რომ მივირთმევ ხოლმე, სულ მადლობებს ვამბობ, მზარეულს დიდი მადლობა გადაეცით ჩემგან-მეთქი, ვიბარებ და იქიდან ბედნიერი გამოვდივარ. სხვათა შორის, ლელა და მამულიჩა წავიდნენ გუშინ ბაყაყის საჭმელად და დამპატიჟეს. არ არსებობს წამოვიდე, ვერც გიყურებთ როგორ შეჭამთ-მეთქი.

– ძალიან მინდა, გავსინჯო. არც ბაყაყი მიჭამია, არც გველი და არც ლოკოკინა. ტაილანდურში შემოიტანეს ახლა მენიუში. ლოკოკინაზე ეჭვი მეპარება, რომ გავრისკო, მაგრამ ბაყაყისა და გველის ხორცს სიამოვნებით მივირთმევდი.

– მეუღლეზე თუ ზრუნავ, უუთოებ, ურეცხავ...

– რა თქმა უნდა, ვუუთოებ კიდეც და ვურეცხავ კიდეც. სარეცხი მანქანა ხომ გვაქვს, მაგრამ შიგ თეთრ პერანგებს არ მაყრევინებს – ხელით უნდა გაირეცხოს, თორემ, გაფუჭდებაო. აი, სარეცხი მანქანა როგორი ახლო მეგობარია ყველა ქალისთვის ამაზე ლაპარაკი აღარ არის საჭირო, მე კიდევ ვდგავარ და ამ თეთრ პერანგებს ხელით ვრეცხავ. თან, მისი პერანგების ოთხმოცი პროცენტი თეთრია.

– აი, კაცების ეს ამოჩემება არ მესმის. მეც ერთი ოცდაათი თეთრი პერანგი მაქვს. მაკა მეჩხუბება ხოლმე, ამომიხვედი ყელში ამ თეთრი „საროჩკებითო“. სულ სხვადასხვას ვიცვამ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხალხისთვის ერთი და იგივეა. მითხარი, ის თუ არის შენ მიმართ მზრუნველი?

– მართლა არ ვაჭარბებ და ვიტყვი, რომ ძალიან კარგი ქმარია – თბილი, ყურადღებიანი, ესმის, რა არის ოჯახი და ამას დიდ პატივს სცემს. სულ ერთად ვართ, ერთად დავდივართ სტუმრად. ისე არ არის, რომ საღამოს ის თავის მეგობრებთან წავიდეს, მე – ჩემებთან და ცალ-ცალკე გავერთოთ.

– საჩუქრებით თუ განებივრებს?

– მანებივრებს-მეთქი, ვერ ვიტყვი. თუ რამე მნიშვნელოვანი დღეა, ყოველთვის მიკეთებს საჩუქრებს და, უბრალოდ, ისე, განებივრების ამბავშიც, ხშირად გაუკეთებია სიურპრიზი. ისე, ათჯერ მეტად მიხარია, მე რომ ვუკეთებ საჩუქარს ვინმეს და ვახარებ, ვიდრე, აქეთ რომ მიკეთებენ.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია ნათია წიწილაშვილი

– მომიყევი, შენ როგორ გაატარე ზაფხული?

– ძალიან უღიმღამოდ. საერთოდ, გეგმები არ მიყვარს და ეს ზაფხულიც, შესაბამისად, არ დამიგეგმავს. თურმე, ზაფხული უნდა დაგეგმო, რადგან, ისე გავა, აზრზეც ვერ მოხვალ. ამიტომ ის თბილისში, აუზებზე გავატარე. ერთდღიანი კონცერტი თუ იყო სადმე ზღვაზე, ორი სამი დღე გადავაბამდი – სულ ეს იყო ჩემი დასვენება. ახლა ისრაელში გვაქვს კონცერტი და იქიდან იქნებ მოვახერხო და საბერძნეთში გადავიდე, რომ ცოტა ხანს დავისვენო. სექტემბრის ბოლოს იქ ვიქნები. წელს ათი დღე მაინც მოვახერხე ბათუმში ჩასვლა, მაგრამ კლუბებში და თვითონ ქალაქშიც არ გამოვჩნდი – რაღაც, ხალისი არ მქონდა. არ ვიცი, რატომ.

– წელს, სხვათა შორის, ყველა ამბობს, რომ ცუდი ზაფხული ჰქონდათ.

– ეტყობა, ეს გაუსაძლისი სიცხის ბრალი იყო, ხალხი ვერ გაერთო, ზღვაში ვერ ჩადიოდა.

– ზღვა მართლა ბორშჩივით იყო, ცხელი ბორშჩივით, უბრალოდ, სხვა ფერის, ბინძური.

– ეტყობა, ამ სიცხისგან ბევრი ვირუსიც იყო. ორი დღე ისე ცუდად ვიყავი, ვერ ვდგებოდი, მეგონა, ვიღაცამ მუცელი გამომაგლიჯა. ეგეთი ტკივილი ჯერ არ მქონია. მეზობლებმა რაღაც წამლები მასვეს, დიდი მადლობა მათ. მაგრამ, მიუხედავად ცუდად ყოფნისა, ბევრი აჭარული ხაჭაპური ვჭამე. საერთოდ, სადაც ჩავდივარ, სულ ვცდილობ იქაური დამახასიათებელი კერძები ვჭამო.

– როგორც გავიგე, დისკს უშვებთ. როდის უნდა ველოდოთ მას?

– სულ სამი სიმღერა დაგვრჩა ჩასაწერი, რომელსაც სექტემბერში უკვე დავასრულებთ და, გვინდა, გრანდიოზული აქცია მოვაწყოთ, რომლის შესახებაც ჩვენი მსმენელი აუცილებლად შეიტყობს. გვინდა ერთი ვიდეორგოლის გაკეთებაც. სიახლე კიდევ ისაა, რომ მე და მაკა რადიო „აფხაზეთის ხმაში“ დავიწყებთ მუშაობას, ოღონდ რა გადაცემას წავიყვანთ, ჯერ არ ვიცით. რაღაც-რაღაცეები ხდება. გამოჩნდნენ მსურველები, ვისაც ჩვენი სოლო კონცერტის ჩატარება უნდათ. როდესაც ალბომი ხელში გიჭირავს, სოლო კონცერტის ჩატარება პრობლემა აღარ არის, მთავარი უკვე ფინანსები და მისი ორგანიზებაა.

– „თუ საიდი“ დაიხურა?

– არ დახურულა, უბრალოდ, ჩვენ აღარ ვმღერით. ძალიან ახლო მეგობარი, ილურიძის ბენდის წევრი, ვისთან ერთადაც ამდენ ხანს ვიყავით, სანდრო დოლიძე დაიღუპა. უსიმპათიურესი, უნიჭიერესი ბიჭი, რომელმაც საშინელი ტკივილი მოგვაყენა. „თუ საიდთან“ გავლაც კი ძალიან ცუდად მხდის. ამას წინათ მე და მაკაც ვლაპარაკობდით, რომ იქ სიმღერისთვის ძალა არ გვეყოფა. ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ იქ მუშაობა და ყველა მოგონება მასთან გვაკავშირებს. შეიძლება, ვიღაცამ შეძლოს ეს, მაგრამ ჩვენ როგორ მოვერევით, არ ვიცი, პასუხი არ მაქვს. შეიძლება, სხვა კლუბში დავიწყოთ სიმღერა – შემოთავაზება გვაქვს „სითიდან“, ვნახოთ, ჯერ ჩამოყალიბების პროცესში ვართ.

– პირად ცხოვრებაში რა ხდება, ხომ არ არის რამე სიახლე?

– პირად ცხოვრებაში, არ დაგიმალავ და, სულ არის რაღაც მცირეხნიანი გატაცებები, მუდმივი ფლირტი... მაგრამ ეს ურთიერთობები მხოლოდ ფლირტის დონეზე რჩება. სერიოზულ ურთიერთობებს თავს ვარიდებ, ვცდილობ, ჩემი ეს ურთიერთობები არ გავაღრმავო, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ეს ძალიან მინდა. მიზეზი ის არის, რომ რაღაც პერიოდით მაინც ვაპირებ საქართველოდან წასვლას, იქნება ეს ერთი, ორი თუ სამი წელი და, არ მინდა, ვინმე გულგატეხილი დავტოვო ან მე თვითონ ჩავვარდე ისეთ დღეში, რომ სიყვარულის გამო ვეღარ წავიდე. როდესაც ყველაფერს აკეთებ იმისთვის, რომ საქართველოდან წახვიდე, პარალელურად სიყვარულის ძებნა არ მგონია სწორი. თუ წავალ, პირად ცხოვრებასაც იქ ავიწყობ.

– შეიძლება, რომ უცხოელი ქალი მოიყვანო ცოლად?

– არა. დაბეჯითებით, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვიტყვი, წინასწარ თქმა არ მიყვარს, მაგრამ, მგონია, რომ უცხოელს ვერ შევეგუები. ჯერ ერთი, ქართულ ჯიშსა და გენს არ დავკარგავ, ვგიჟდები ჩემს ქვეყანაზე; მეორეც, აზროვნებით, მენტალურად სრულიად განსხვავებულები ვართ. მყავს მეგობრები, რომლებიც დაქორწინებულან უცხოელებზე, თან, ისე ხდება, რომ ყველას ერთი კი არა, ორი და სამი ცოლი ჰყავს და მერე, გაყრის შემდეგ, უკვე იწყება პრობლემები: სასამართლომ გადაწყვიტა შვილი კვირაში ერთხელ უნდა ნახო... ზაფხულში ამდენი დღით წაიყვან... რაც უნდა კარგი გოგო იყოს, ისეთი აზროვნება და აღზრდა აქვთ, რომ გაშორების მერე შვილს, პრაქტიკულად, გართმევენ. ქართველი კაცი კი ამას მიჩვეული არ არის. ვიღაცამ რომ შვილი არ მანახვოს, ხომ ჩავიდინე რამე სასწაული! თან, შენიანთან უფრო შეგიძლია საერთო ენის გამონახვა. მაინცდამაინც ცუდზე კი არ ფიქრობ – ცოლს რომ მოიყვან აუცილებლად უნდა გაშორდე, მაგრამ, საერთო ჯამში, არ მომწონს ეს. ძალიან მიყვარს უცხოელებთან ურთიერთობა რვა-ათი დღე, მაგრამ შემდეგ, ეს არაბუნებრივი ღიმილი სახეზე უკვე მაგიჟებს. მეც სულ ვიღიმი, მაგრამ ხანდახან მაინც ხომ ვდგები ცუდ ხასიათზე? ისინი კი რაღაც ფლეგმა, უემოციო ტიპები მგონია, ღიმილით სახეზე (იცინიან).

– იცი რა მომწონს? დისკომფორტს რომ არ გიქმნიან. ვთქვათ, სადღაც ზიხარ, დაგინახა და მოეწონო, დისკომფორტს არ შეგიქმნის, არ მოგაშტერდება, არ მოვა და რაღაც უაზრობებს არ დაგიწყებს. აქ კიდევ, მოეწონები თუ არა, გოგოა თუ ბიჭი, ყველა გათვალიერებს ვაიმე, რა აცვია, როგორ გამოიყურება...

– მაგრამ, მგონია, ასე რომ არ იყოს, დისკომფორტი გექნება.

– შეიძლება. იმაზე კი არ ვამბობ, მცნობენ-მეთქი, უბრალოდ, ჩვეულებრივ ადამიანსაც კი ყველა ათვალიერებს ქუჩაში. მაგრამ, ესეც არის, რომ, ალბათ, ყველა ერთმანეთისთვის ვიცვამთ და ვიპრანჭებით.

– ჩაცმით, შეგიძლია, ადამიანი შეისწავლო. რა დასკვნაც გამომიტანია ადამიანზე – როგორც იცვამს, ისეთია-მეთქი – ყოველთვის გამართლებულა. არა იმიტომ, რა და რომელი ბრენდის აცვია, უბრალოდ, როგორ იცვამს. პირადად მეც ძალიან მიყვარს ჩაცმა, ვაღიარებ (იცინიან).


скачать dle 11.3