კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ეძახდნენ კახელები ახალი მთვარის პერიოდს „დამპლის კვირას“ და რა სიმძიმეებს უნდა ელოდებოდნენ სექტემბერში ქართველები



ქართველები ოდითგანვე იცავდნენ და ატარებდნენ მთვარისადმი მიძღვნილ რიტუალებს და მას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ეს რიტუალები საკმაოდ საინტერესო იყო და კარგად აისახებოდა ქართველი ერის ყოფიერებაზე.

ნოდარ მამისაშვილი: უძველესი მითებიდან მოყოლებული, თუნდაც ანდრომედას შესახებ წარმოდგენებიდან, 13 წელიწადში ერთხელ ხდებოდა ვარსკვლავთცვენა. ამ დროს, ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე გამოდიოდნენ ადამიანები და ცდილობდნენ ის ვარსკვლავი ჩაეფიქრებინათ, რომელიც გაფრინდებოდა და მას თავიანთ წარმოდგენაში თან გააყოლებდნენ საკუთარი სულის უკვდავებას. ამას გარდა, ძველ ეგვიპტურ პოეზიაში იყო ძალიან კარგი ლექსი. სამწუხაროდ, არ შემიძლია ძველ ეგვიპტურ ენაზე წავიკითხო ეს ლექსი, მაგრამ მისი შინაარსი უჩვეულოდ საინტერესოა: ვარსკვლავი, რომელიც წყდება და ეცემა დედამიწას, გაიყოფა ნაწილებად და გადაიქცევა ქალწულად და მამაკაცად. თუ მათ ერთმანეთი იპოვეს, ისინი კვლავ ერთიანდებიან, ვარსკვლავად ბრწყინდებიან და უკან, ზეცაში ბრუნდებიან. შემდეგ ეს უკვე ტრადიციულად მოდიოდა და ვარსკვლავთა განლაგებას ერთმანეთთან ხაზებით აერთებდნენ. რის შედეგადაც ზოგი დაემსგავსებოდა რაღაც ასოს, ან სამუშაო, სამეურნეო იარაღს, სწორედ აქედან წამოვიდა ზოდიაქოს სიმბოლოებიც. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესო ის არის, რომ შუა საუკუნეებში ამ ვარსკვლავთა განლაგება ბგერებად წარმოიდგინეს და ვარსკვლავთა მელოდია ააგეს. როდესაც მე ცნობილ ქართველ რეჟისორთან, მერაბ კოკოჩაშვილთან ერთად ვმუშაობდი, მუსიკას ვთხზავდი, ეროვნული ფილმისთვის „გზა“, საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ავიღე მთვარისადმი მიძღვნილი პატარა მელოდია, თავისი რიტუალებით. შემდეგ გამოვიყენე თანამედროვე ელექტრონული, კომპიუტერული მუსიკის ტექნოლოგია და პლასტებად ერთმანეთზე დავაშრევე. მივიღე ერთიანი, უჩვეულოდ საინტერესო მუსიკა. ისინი ერთმანეთს კი არ შეეწინააღმდეგნენ, ამ განსხვავებული მელოდიების დისონანსი კი არ მოხდა, არამედ მათ თითქოს შექმნეს ერთი მთლიანი ქართული მელოდია. მაშინ დავიწყე ძიება სად იდო ამის ძირი, საფუძველი, რამ გააერთიანა ისინი ასე ჰარმონიულად. ამ ძიებამ მიმიყვანა ასტრონომიასთან და სხვათა შორის, ბატონ ევგენი ხარაძესთანაც მქონდა საუბარი. ასტრონომიის სხვადასხვა სახელმძღვანელოებსაც გავეცანი. იმავდროულად ერთ-ერთ ძალიან საინტერესო რიტუალს მივაქციე ყურადღება. ეს არის გაზაფხულის, ბუნიობის პერიოდი, როდესაც 23 მარტიდან ერთი თვის განმავლობაში – 23 აპრილამდე, ძველად ხალხი ელოდებოდა სავსე მთვარეობას. ეს შეიძლება ყოფილიყო მარტის 23-ში, ან აპრილის, ანუ ამ ერთი თვის განმავლობაში, თუმცა ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, მთავარია, ყოფილიყო სავსე მთვარე. ისინი ამას აღიქვამდნენ, როგორც ახალი წლის დასაწყისს, გაზაფხულის „სიცოცხლის წელს“ უწოდებდნენ ამ პერიოდს. როდესაც ამ საკითხს ასტრონომიულად მივუდეგი, აღმოჩნდა, რომ სწორედ ამ პერიოდში საქართველოსთან ყველაზე უფრო კარგად, ინფორმაციულად, ხედვის კუთხის თვალსაზრისით, ახლოსაა „დიდი გველის“ თანავარსკვლავედი. ჯერ კიდევ უძველესი დროიდან „დიდ გველს“ ჰქონდა ძალიან საინტერესო ბიბლიური მნიშვნელობა. კიდევ უფრო ადრე, ეგვიპტეში ის იყო სიბრძნისა და უსასრულობის, მარადისობის სიმბოლო. თუ გველი პირში კუდს ჩაიდებდა, ესე იგი წრე გამოდიოდა და წრე იყო მარადისობა. როდესაც შუა საუკუნეების და კიდევ უფრო ადრინდელი საუკუნეების მეთოდით „დიდი გველის“ თანავარსკვლავედში შემავალი ვარსკვლავები ერთმანეთზე ავაწყე, მოხდა საოცარი მსგავსება ქართულ სამგალობლო კილოსთან. ამბობენ, რომ ძველად ტექსტუალურ მარცვალთა განაწილებაც ასე ხდებოდა. იოანე პეტრიწს გენიალურად აქვს ნათქვამი, სიტყვა სულის აღსარებააო. სიტყვა ისე უბრალოდ არ ითქმის. წარმოიდგინეთ, მუსიკალური სიტყვა, ისიც, ხომ სულის აღიარებაა, სამყაროს მთლიან ჰარმონიაში შემავალი ნაწილი. აქედან, ჩემთვის ნათელი გახდა, მთვარის ჰარმონიამ როგორ ჰპოვა რიტუალში საკუთარი თავი და მოხდა ისე, რომ სრულიად სხვადასხვა კუთხეების, სხვადასხვა არტიკულაციით მოსაუბრე ადამიანების სიმღერა ერთობაში მოვიდა – მოგვცა ერთობა საქართველოსი, რომელიც სწორედ ამ ჰარმონიაში ყოფილა გადაწყვეტილი. ამგვარად, სავსე მთვარის მცნებამ კიდევ უფრო სხვა მნიშვნელობა შეიძინა, ვიდრე ადამიანს აქვს ეს წარმოდგენილი. გარდა იმისა, რომ მთვარე უზარმაზარ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს ადამიანზე, ზღვის მიმოქცევებზეც მოქმედებს. მაგალითად, ახალი მთვარის დროს არ ღირს რამის დათესვა, იმიტომ, რომ შეიძლება დალპეს და კახურად მას „დამპლის კვირასაც“ ეძახდნენ. სავსე მთვარეს, რომელიც ემთხვევა „დიდი გველის“ თანავარსკვლავედს, ბუნებრივია, კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა და ზემოქმედება ექნებოდა.

– როგორი იყო საქართველოში მთვარის რიტუალი?

– მთვარის დღესასწაული ჩვენთან ძალიან საინტერესო იყო. სვანეთში ის უბრალოდ სავსე მთვარის დღესასწაული კი არ იყო, არამედ მთელი სარიტუალო ციკლი, საფერხულო კატეგორიაში წარმოჩენილი. ჯერ იყო მთვარის ერთი ფაზა, მერე მეორე და შემდეგ ამის მიხედვით უმატებდნენ მოცეკვავეებს. როდესაც სავსე მთვარე დგებოდა უკვე ერთმანეთს ადგებოდნენ მხრებზე და მისი ფინალი იყო მზის ამოსვლა და გადადიოდა „ლილეოში“. ეს იყო ერთიანი უზარმაზარი სცენა. ეს რომ დაიდგას, არ მგონია, მას რომელიმე შოუმ აჯობოს თავისი სიღრმითა და მნიშვნელობით.

– რატომ არის სექტემბერი ქართველებისთვის მძიმე?

– სამყაროში არის ძალიან საინტერესო კანონზომიერებები და სხვათა შორის, ეს ძველი ეგვიპტიდან, ძველი ინდოეთიდან მოდის. ისინი გადათვლიდნენ დაახლოებით, ექვს თვეს და ექვსი თვის წილად მოდიოდა ძალიან საინტერესო მომენტები. ის, ვინც სავსე მთვარის დროს ძალიან მგრძნობიარე იყო, თავისებურ ფსიქო-შეშფოთებას განიცდიდა ექვსი თვის შემდეგ. უფრო მგრძნობიარე ხდებოდა და უფრო მეტად შეიცნობდა იმას, რა ხდებოდა მის გარშემო. ანუ ისინი ვინც აპრილის პერიოდს განსაკუთრებულად განიცდიან, უფრო მგრძნობიარეები აღმოჩნდებიან ხოლმე სექტემბერში. სექტემბერში კი იწყება სხვა რიტუალი. ჩვენ ხშირად ვხმარობთ სიტყვა სტრესს და გვგონია, რომ სტრესი არის ძალიან ცუდი რაღაც. სტრესი არის სწორედ გაწონასწორება იმისა, რომ, როდესაც ადამიანმა რაღაც ტრავმა განიცადა, ცხოვრებაში უარყოფითი ემოციები დაუგროვდა და ის ამ დროს უნდა გათავისუფლდეს ამ ყველაფრისგან, რის შესანიშნავი ფუძეც არის რთველი და მისი რიტუალი. ბევრს დღეს ჰგონია, რომ „თხამ ვენახი შეჭამა“ საბავშვო ლექსია, არადა ეს იყო უჩვეულოდ საინტერესო და ძალიან ლამაზი რიტუალი, რომელიც მივიწყებას მიეცა. ამ რიტუალიდან იწყებოდა ყველაფერი, ვაზის ქება, ვაზთან დაკავშირებული სიმღერები. ასე რომ, სავსე მთვარის რიტუალი, რომელიც მარტ-აპრილში იწყებოდა, მთელი ქართული აზროვნების ერთ-ერთ სპეციფიკურ თვისებას ქმნიდა და ამტკიცებდა. სიმძიმე იმ წინააღმდეგობების გადალახვაშია, რომელიც ჩვენ გვხვდება. ნებისმიერი ერის წინაშე ყოველი საუკუნე აყენებს ახალ კითხვებს და ამ კითხვებს, როგორ ვუპასუხებთ, ეს ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე არანაკლები ერები ყოფილან და აღარ არიან ახლა. იმიტომ, რომ მათ ვერ უპასუხეს ამ კითხვებს. ასეთი ფსიქოლოგიური გამოცდების ხანაა სექტემბერი. შესაბამისად, ეს თვე მძიმეა ქართველებისთვის. ქართველებს საოცარი სიტყვა გვაქვს – „ჭირნახული“, ანუ, ბარაქა, რომელმაც ჭირი ნახა და ჩვენ ამ ჭირს უნდა გადავაბიჯოთ და ეს სწორედ სექტემბერში ხდება.

როდესაც ვამბობთ, ხომ არ დაგვღუპავს გლობალიზაცია, რა გვეშველება, სულ მახსენდება ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი მამა, უდიდესი კომპოზიტორი სტოკჰაუსენი. ის არ ცნობდა ხალხური მუსიკის კატეგორიას, მას ატავიზმის გადმონაშთად მიიჩნევდა და როდესაც ჩვენი ქართული სიმღერები მოისმინა, უჩვეულოდ საინტერესო სიტყვები თქვა: არის ერი, რომლის სიღრმითი კულტურა იმდენად ღრმაა, რომ ის ნებისმიერ ტექნოლოგიურ პროცესებს უძლებსო. მას თუ დავუმატებთ სრტავინსკის ძალიან ცნობილ სიტყვებს ქართული სიმღერის შესახებ, ეს არ გამოვა ხოტბა სიმღერისა, არამედ ეს არის მუსიკალური საზრისის და მუსიკალური შეგრძნების უჩვეულოდ საინტერესო კატეგორიის აღიარება, რომელსაც უდიდესი საუკუნეები უძღვის წინ. აკუსტიკაში არის ერთი საოცრად საინტერესო მოვლენა. პითაგორამ ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს გაჭიმა სიმი და გამოთვალა, რა მანძილებით უნდა დაეცილებინა ისინი ერთმანეთისგან, რომ ბგერებს სიმაღლე შეეცვალა. შემდეგ მან ბგერათა შეცვლის სიმაღლე დააწესა და ამით უზარმაზარი აღმოჩენა გააკეთა. სხვათა შორის მან ვერ გაითვალისწინა ისტორიზმის საოცარი თვისება. მე ავიღე ერთი მეტრი სიგრძის სიმი, 50 სანტიმეტრი ჩავაბეტონე, შესაბამისად, აქედან ჟღერდა მხოლოდ 50 სანტიმეტრი, ისევე როგორც პითაგორასთან. ავიღე კიდევ 50 სანტიმეტრის სიგრძის სიმი, ისიც ისე ჟღერდა, როგორც პითაგორას სიმი და ორივე ერთი და იგივე სიმაღლის ბგერას მაძლევდა. მაგრამ რომ დავაკვირდი, მათ შორის უზარმაზარი განსხვავება იყო. როდესაც სიმი ვიბრაციაში მომყავდა, მოლეკულები ძვრებოდნენ ბეტონის სიღრმეში, ანუ ისტორიულ სიღრმეში და იქიდან უკან ბრუნდებოდნენ. ანუ, როცა სიმის ნახევარი დაბეტონებული იყო, ბგერა გაცილებით მდიდარი და ლამაზი გამოდიოდა, ვიდრე 50-სანტიმეტრიანი სიმის. ასე, რომ საუკუნეთა სიღრმეში დაიბადა „დიდი გველის“ თანავარსკვლავედი და სავსე მთვარის რიტუალი, ამიტომ მას სხვა თვისება აქვს, მხოლოდ ასტრონომიული განზომილებებით ვერ გავზომავთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ არსებობს, როგორც ღვთიური, ასევე მთვარის რიცხვი. ღვთიური რიცხვი ოთხია, რადგან ეს ოთხი რიცხვი ჯამში გვაძლევდა ათს და როგორც შემდეგში ამბობდნენ, ღვთიური რიცხვი არის ათიო. თუ ოთხივ კუთხივ ჯვარი გვწერია, ერთს მიუმატე ორი გამოვა სამი, სამს მიუმატე სამი არის ექვსი, ექვს მიუმატებ ოთხს გამოვა 10 და აი, მაშინ არის ის ღვთიური რიცხვი. ასე არის მთვარის რიცხვიც. თუ თქვენ, როგორც ღვთიური რიცხვის შემთხვევაში, ისე მიუმატებთ შვიდ რიცხვს, მიიღებთ 28-ს, რომელიც მთვარის რიცხვია. ანუ მთვარესაც ჰქონია მაგიური მნიშვნელი, ის თუ ღვთიური რიცხვია, ეს – ციური, ანუ ცის რიცხვია.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3