კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
იანვარი 2020 (99)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)

რას გრძნობს ხვადი ძაღლი 500 მეტრის მანძილზე და რისგან უნდა დავიცვათ ძუ ციკლის პერიოდში



თუ ძუ ძაღლის პატრონი ხართ ბევრი თავსატეხი გელით წინ და საკმაო დაკვირვება გმართებთ. განსაკუთრებით საფრთხილოა თქვენი ძუსთვის ციკლის პერიოდი, როცა სასურველ პარტნიორთან გინდათ მისი დართვა. ამ პერიოდში ძალიან ყურადღებით უნდა დაიცვათ თქვენი ძუ და მეთვალყურეობის გარეშე არ დატოვოთ, რადგან მას შეიძლება დაუპატიჟებელი სტუმარიც ეწვიოს და უკვე დართული ძუ, ხელმეორედ შეჯვარდეს. ბევრისთვის შეიძლება წარმოუდგენელიც იყოს, მაგრამ ასეთ დროს ლეკვს შესაძლოა ორი მამა ჰყავდეს, რაც დაბადებიდან, დროთა განმავლობაში გამოვლინდება. ამ საინტერესო თემაზე უფრო დაწვრილებით საქართველოს ცხოველთა დაცვის და ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა საზოგადოების თავმჯდომარე, კინოლოგი, ბექა მეტრეველი მოგითხრობთ:

– საორიენტაციოდ ძუ ძაღლებს ციკლი წელიწადში ორჯერ აქვთ, არის ისეთი შემთხვევა როცა 8 თვეში ერთხელაც ფიქსირდება.

– როგორ უნდა გავიგოთ ციკლის დასაწყისი?

– ციკლის დაწყებისთანავე ძუ ძაღლს სასქესო ორგანო ებერება.

– რაც შეეხება ციკლის ხანგრძლივობას, რამდენია?

– ციკლის ხანგრძლივობა დაახლოებით 22-26 დღე გრძელდება. თუმცა, გააჩნია ჯიშს. ზოგ ძაღლს მხოლოდ 16 დღე აქვს. ციკლის დაწყება არ ნიშნავს, რომ პირველივე დღიდან დაწყვილების პერიოდია. დაწყვილების პერიოდი, ციკლის დაწყებასთან ერთად ვითარდება.

– რომელ დღეებშია შესაძლებელი ძაღლის დართვა?

– ხშირ შემთხვევაში ძაღლის დართვა შესაძლებელია მე-8, მე-12, მე-14 დღეს. სასურველია დაწყვილება კინოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ მოხდეს. თუ გვსურს, რომ ძუ ძაღლი მაკედ დარჩეს ციკლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, აუცილებლად უნდა მივმართოთ კინოლოგს. კინოლოგი შეამოწმებს ძაღლს, მიგითითებთ გრაფიკს, რის მიხედვითაც მოხდება დაწყვილება.

– როგორ დავიცვათ დამაკებული ძაღლი, მასთან სხვა, დაუპატიჟებელი სტუმარი რომ არ მივიდეს?

– რაც შეეხება დამაკებული ძაღლის დაცვას, მასთან სხვა ხვადი რომ არ მივიდეს, მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ უნდა გყავდეთ. ყურადღება უნდა მიაქციოთ ტერიტორიას, სადაც ძაღლი გყავთ. თუ ეზოშია, კარგად დაათვალიერეთ ტერიტორია, არსად იყოს ხვრელი. ან შეიძლება ხშირად იღებოდეს კარი, საიდანაც სხვა ძაღლი შეიძლება შემოიპაროს, ან თუნდაც თქვენი ძაღლი გაიპაროს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ძუ ძაღლს ამ დროს (ციკლის პერიოდში) სპეციფიკური სუნი აქვს, რომელსაც ხვადი ძაღლები დაახლოებით 500 მეტრშიც კი გრძნობენ.

– ერთჯერადი დართვა საკმარისია განაყოფიერებისთვის?

– საკმარისია, მაგრამ ხდება საკონტროლო დართვაც.

– თუ მაინც მოხდა დაუგეგმავი დართვა პატრონის მეთვალყურეობის გარეშე და ამ დროს ძუ უკვე მაკედაა, რა ხდება ამ შემთხვევაში?

– დავუშვათ ძაღლი უკვე დაწყვილებულია სასურველ წყვილთან, ხოლო ჩვენგან ფარულად მეორე, მესამე დღეს გაგვეპარა მეზობლის ძაღლთან და მასთანაც მოხდა დართვა. შეიძლება, ლეკვები ან პირველი დართვის შედეგად დაიბადნონ, ან მეორე დართვის შედეგად.

– შეიძლება ორივე დართვის შედეგად ერთდროულად მოხდეს განაყოფიერება?

– ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, რომ მეორე დართვა გარკვეულ ასაკამდე თავს არ იჩენს. დავუშვათ მაგალითისთვის ავიღოთ კავკასიური ნაგაზი, რომელიც დართულია თავისსავე ჯიშის ძაღლთან, მაგრამ შემდეგ მას მიეპარა გერმანული ნაგაზიც. შედეგად დაიბადება კავკასიური ნაგაზის ლეკვები, მერე კი ნელ-ნელა გამოვლინდება გერმანული ნაგაზის ფერი, სიმაღლე და ასე შემდეგ.

– ასეთ დროს რა ხდება?

– ასეთ შემთხვევაში ლეკვი წუნდებულია და ის სელექციური წარმოებისთვის აღარ გამოდგება. მომშენებელი როგორც კი ასეთ ფაქტს შეესწრება, ვალდებულია ლეკვები რეალიზაციაში არ გაუშვას. შეიძლება, ისინი გააჩუქოს, ან დაარიგოს როგორც მეტისები, მაწანწალები. მაგალითად, ევროპაში თუ ძაღლი ერთხელ მაინც გაეპარათ სხვა ჯიშის ძაღლთან, იმ ძაღლს საერთოდ ხსნიან სელექციიდან.

– რატომ?

– თუ ძაღლის განაყოფიერება სხვა ჯიშის ძაღლისგან ერთხელ მაინც მოხდება, მისი ჰორმონები ორგანიზმში რჩება. რაც თავს აუცილებლად იჩენს მომდევნო დართვაში, თუნდაც მისი პარტნიორი იდეალური იყოს. სერიოზულ კინოლოგს სელექციური შერჩევისას, არავითარ შემთხვევაში არ აწყობს, ძაღლის სუფთა გენეალოგიაში თუნდაც მეათასედი ჰორმონი სხვა ჯიშის ძაღლის იყოს.

– საქართველოში თუ ექცევა ამას სერიოზული ყურადღება?

– საქართველოში აბსოლუტურად არაფერს ექცევა ყურადღება, რადგან ხშირ შემთხვევაში, კინოლოგებმა, კინოლოგია არ იციან. ძალიან ცუდი ვითარებაა ამ მხრივ. აქ სამწუხაროდ, ძაღლების დაწყვილება პატრონის სახელის მიხედვით ხდება. მაგალითად, ბევრს ძუ იმის გამო შეუჯვარებია ხვადთან, რომ ის ბადრი პატარკაციშვილის ძაღლია, ან ასლან აბაშიძის ძაღლის შვილია და ამიტომ მაგარია. მაგალითად, თემურ თათარაშვილს ძალიან კარგი ლაბრადორ რეტრივერი ჰყავს, მაგრამ ის შოუ ძაღლი არ არის, უბრალოდ კარგი, ლამაზი ლაბრადორია. თბილისში მცხოვრები ამ ჯიშის ლეკვებიდან 70 პროცენტი, თემურ თათარაშვილის ძაღლის შვილები არიან.

– ერთი ჯიშის ძაღლებში თუ არის მნიშვნელოვანი სხვაობა?

– საერთოდ, რა სხვაობაც არის მეტისსა და ჯიშიან ძაღლს შორის, ისეთივე სხვაობაა ჯიშიანებს შორისაც, ანუ მაღალ და დაბალ ხარისხიან ძაღლებს შორის. შესაბამისად, ძალიან დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ ამას. სელექციური წარმოება სწორად უნდა მოხდეს.


скачать dle 11.3