კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა აკავშირებთ ერთმანეთთან სალომე წვერაიძესა და სალომე ცნობილაძეს და როგორ მიიღო მარიკა ვერულაშვილის ქალიშვილმა ოჯახის ახალი წევრი


სალომე ცნობილაძე და სალომე წვერაიძე ქართველთა იმ რიცხვს მიეკუთვნებიან, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ: სალომე ცნობილაძე ინგლისში, ხოლო სალომე წვერაიძე – შვეიცარიაში განაგრძობს სწავლას და ორივე ბიზნესის პროფესიას ეუფლება. მათ, ასევე, დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. ორივე სალომემ საზაფხულო არდადეგები თბილისში გაატარა და ამით ძალიან კმაყოფილები არიან, რადგან წელიწადის უმეტეს დროს უცხოეთში ატარებენ და, გამომდინარე აქედან, საქართველო ძალიან ენატრებათ.


– რამდენი ხანია, რაც ერთმანეთს იცნობთ და მეგობრობთ?

სალომე ცნობილაძე: ერთმანეთს ბავშვობიდან ვიცნობთ, რაც თავი მახსოვს.

სალომე წვერაიძე: ერთმანეთს სულ ვხვდებოდით საერთო მეგობრების გარემოცვაში, მაგრამ, ისეთი მეგობრული ურთიერთობა, როგორიც ბოლო წელია, გვაქვს, არ გვქონია. საერთო მეგობრის, ანი ფხაკაძის საშუალებით შედგა ჩვები ასე ახლო დამეგობრება. მას შემდეგ ძალიან ახლოს ვართ და, თუ საქართველოში არ ვხვდებით, სწავლის დროს უცხოეთში ვემესიჯებით მთელი ღამე ერთმანეთს.

სალომე ცნობილაძე: ორივეს ერთნაირი ცხოვრება გვაქვს და, ცოტა არ იყოს, გვიჭირს სამშობლოდან შორს ყოფნა. ამ დროს ნამდვილად უნდა გყავდეს გვერდით ადამიანი, რომელიც შეგიმსუბუქებს ყველაფერს.

სალომე წვერაიძე: 24 საათის განმავლობაში ვსწავლობთ და ძალიან რთულ რეჟიმში ვართ ორივე. ამიტომ მე და სალომე ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ერთმანეთს. ორივეს ერთნაირი ცხოვრება გვაქვს, რაც ერთმანეთთან კიდევ უფრო გვაახლოებს.

– სალომე, მახსოვს, პირველად რომ წახვედი სასწავლებლად, ამბობდი, აეროპორტიდანვე მინდოდა უკან წამოსვლაო. ახლა როგორ ხარ, შეეჩვიე?

– ეხლა უკვე შევეჩვიე, რა თქმა უნდა, რადგან, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ჩემი მომავლისთვის არის და, საერთოდ, ძალიან კარგია. უკვე მეორე კურსზე ვსწავლობ შვეიცარიაში, უნივერსიტეტში, პირველი კურსი კი ბარსელონაში გავიარე.

სალომე ცნობილაძე: მეტი რა გზა გვაქვს, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უცხოეთში ვართ ორივე გამწესებული (იცინის).

სალომე წვერაიძე: საკმაოდ საპასუხისმგებლოა, როცა ამხელა იმედი, თანხა და ინვესტიციაა ჩვენში ჩადებული. იმედი კი აუცილებლად უნდა გავამართლოთ და მაქსიმუმს ვაკეთებთ.

– რა პროფესიას ეუფლებით?

– ბიზნეს-ადმინისტრაციაზე ვსწავლობ, ანუ, ბიზნესვუმენი გამოვალ.

სალომე ცნობილაძე: მეც ასევე.

– რამდენ ხანში ასრულებთ სწავლას?

სალომე წვერაიძე: მე მხოლოდ ორი წელი დამრჩა, ბაკალავრიატი და, შემდეგ, ერთწლიანი, მაქსიმუმ – ორწლიანი – მაგისტრატურა. ანუ, მაქსიმუმ სამ-ოთხ წელიწადში სწავლა დამთავრებული მექნება.

სალომე ცნობილაძე: მე არ მკითხოთ... ჯერ მე-12 კლასში ვარ და, წარმოიდგინეთ, რამდენი მაქვს გასავლელი.

– ზაფხული ორივემ თბილისში გაატარეთ. ერთად ჩამოხვედით?

– როგორც ყოველთვის, სალომემ ჩამომასწრო საქართველოში. მე, როგორც წესი, ყოველთვის ყველაზე გვიან ჩამოვდივარ.

სალომე წვერაიძე: რაც ჩამოვედი, მას შემდეგ თბილისში ვართ, ერთადერთი, ბათუმში მოვახერხეთ წასვლა.

– უკან დაბრუნებას როდის გეგმავთ?

სალომე წვერაიძე: სალომე სექტემბრის დასაწყისში, მე – თვის ბოლოს.

– წელიწადის უმეტეს დროს უცხოეთში ატარებთ, სადაც ორივე სწავლობთ. იქ თუ ხვდებით ერთმანეთს?

– მე ყველა არდადეგებზე თბილისში ჩამოვდივარ, სალომეც – ანალოგიურად. ასე რომ, ერთმანეთს ძირითადად აქ ვხვდებით. მაგრამ წელს გეგმაში მაქვს და სალომესაც დავპირდი, რომ მის დაბადების დღეზე შვეიცარიიდან აუცილებლად ჩავფრინდები ლონდონში და მივულოცავ.

სალომე ცნობილაძე: კარგი იქნებოდა, ხშირად რომ ვხვდებოდეთ ერთმანეთს იქ, რადგან, ჩემი აზრით, შვეიცარიიდან ლონდონამდე ძალიან დიდი მანძილი სულაც არ არის – მაქსიმუმ ორი საათი უნდა ფრენა, მაგრამ, არ გამოგვდის, რადგან ვერ ვიცლით.

– როგორი იყო თქვენთვის ეს არდადეგები, რომელიც ამ ზაფხულს თბილისში გაატარეთ?

– მე პირადად წელს ძალიან ბედნიერი ზაფხული მქონდა. როგორც იცით, მალე, ოქტომბრის შუა რიცხვებში, პატარა ძმა გამიჩნდება. ამიტომ, ვარ მარიკუნას (მარიკა ვერულაშვილის, – ავტორი) მოვლაში და მარტო არ ვტოვებ. რაღაც ისეთი გრძნობაა, რომელიც არასდროს განმიცდია. ისეთ მოლოდინში ვარ, როგორც არასდროს არაფერს დავლოდებივარ. ძალიან ბედნიერი ვარ და ერთი სული მაქვს, პატარა როდის დაიბადება. ჯერ კიდევ არ იცის მაგან, რა და ეყოლება, თორემ, უკვე გამოჩნდებოდა.

– ალბათ, განსხვავებული შეგრძნებაა როცა მოზრდილ ასაკში პატარა დედმამიშვილს ელოდები.

– მე და მარიკა დებივით ვართ. ყოველთვის იმას ვეხვეწებოდი, ჩემთვის და ან ძმა გაეჩინა. ახლა ვხვდები, ცხრა თვე თურმე რა დიდი დრო ყოფილა.

– სახელი თუ შეურჩიეთ?

– სახელი ჯერჯერობით არ შეგვირჩევია, კოლექტიურად ვარჩევთ. საბოლოოდ, ალბათ, მე და სოსო გადავწყვეტთ.

– ჯვრისწერა თუ ჰქონდათ?

– ჯერჯერობით არა, მაგრამ, დაიწერენ ჯვარს. მარიკა, რაც ორსულად არის, თითქმის სულ სახლშია და იმ დღეს ამბობდა, ტყუილად ცდება ჩემი ვიზებიო. ფეხმძიმობის პერიოდში თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა. რაც შეეხება სოსოს, ხშირად უწევს აქეთ-იქით სიარული. მე რომ ჩამოვდივარ, მარიკასთან მე ვრჩები და სოსოს ვუშვებ თავის საქმეებზე. რომ მივდივარ, მერე სოსო იბარებს მარიკუნას. ასე ვენაცვლებით ერთმანეთს ეს პერიოდი.

– ოჯახის ახალი წევრი, ანუ მამობილი (სოსო ჩხაიძე), როგორ მიიღე?

– სოსო იდეალური ადამიანია და მართლა ძალიან მიყვარს. ზუსტად ერთნაირი ხასიათი გვაქვს და ერთმანეთს ყველაფერში ხელს ვუწყობთ. ჩემ შესახებ ყველაფერი იცის, თუ რამე სათქმელი მაქვს, ყოველთვის ვეუბნები, ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ და ნებისმიერ თემაზე ვლაპარაკობთ. ძალიან მიხარია, რომ დედაჩემის გვერდით ასეთი კარგი ადამიანია, რითაც ძალიან ბედნიერი ვარ.

– მათი ურთიერთობის შესახებ რომ გაიგე, პირველი რეაქცია როგორი იყო?

– როგორც ყველა ნორმალურ ადამიანს შეიძლებოდა, ჰქონოდა, მეც ისეთი რეაქცია მქონდა. დედაჩემი მართლა ძალიან მიყვარს და, როცა ის ასეთი ბედნიერი და შეყვარებულია, მეც ძალიან მიხარია. ქაჯივით ნამდვილად ვერ მოვიქცეოდი. არანაირი ბავშვური გამოვლინება არ მქონია, პირიქით, ძალიან გამიხარდა. მე თვითონ ვეუბნებოდი, ბავშვი გააჩინე-მეთქი და, როგორც იქნა, ჩემი სურვილი ასრულდება.

– გავიგე, სალომე წვერაიძე შეყვარებულია, მართალია?

– სანამ სალომე გიპასუხებთ მე ვიტყვი, თუ შეიძლება. ის ადამიანი მე ძალიან მიყვარს, რადგან მართლა ძალიან კარგი ბიჭია. ძალიან ვამაყობ და მიხარია, რომ სალომეს გვერდით ასეთი ადამიანი ჰყავს. ჩემი აზრით, ის ბიჭის მაგალითია სხვა ბიჭებისთვის.

სალომე წვერაიძე: შეყვარებული მყავს, მაგრამ, ჯერჯერობით კიდევ დიდხანს არ ვგეგმავთ ქორწინებას, რადგან სწავლა მაქვს დასასრულებელი. ჭორები იყო, მაგრამ, გეტყვით, რომ ჯერ არ ვთხოვდები (იცინის).

– ანუ, იდეალური მამაკაცი იპოვე?

– დიახ.

– თქვენ ერთმანეთის ხასიათში ყველაზე მეტად რა მოგწონთ?

– სალომე ხასიათით ძალიან მაგარი ადამიანია. ერთნაირად ვაზროვნებთ და არც ერთხელ არ გვიკამათია არაფერზე.

სალომე ცნობილაძე: ძალიან მომწონს სალომეს ხასიათი, რომელსაც ყველაფერი დაბალანსებული აქვს. როცა ასეა, ჩემი აზრით, იდეალური ადამიანი ხარ.

– სწავლის პარალელურად, გართობისთვის თუ გრჩებათ დრო?

სალომე წვერაიძე: თავისუფალი დღე მხოლოდ შაბათი მაქვს ან კვირა. ამ დღეს ვისვენებ და გართობისთვის ვერ ვხარჯავ. სიმართლე გითხრათ, პირადად მე არც მიყვარს კლუბური ცხოვრება, უფრო წყნარ ადგილებში მიყვარს სიარული.

– სალომე, შენი პატარა ძამიკო რომ დაიბადება, აქ არ იქნები?

სალომე ცნობილაძე: მაგას ვერ გამოვტოვებ, ფეხით ჩამოვალ ლონდონიდან. ერთადერთი, რასაც ჩემებს ვეუბნები, ის არის, რომ მაშინ დამირეკონ, როცა ყველაფერი ჩაივლის, ანუ, ბავშვი რომ დაიბადება და დედაჩემიც კარგად იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, გავგიჟდე.

– მშობიარობაზე დასწრება არ გინდა?

– უი, არა. მარიკამ კი მითხრა, მინდა, ჩემ გვერდით იყოო, მაგრამ, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით უარს ვაცხადებ, რადგან, შეიძლება, ისე ცუდად გავხდე, მის მაგივრად მე ვიმშობიარო (იცინის). ასე რომ, ოქტომბერში, პატარა რომ დაიბადება, აუცილებლად ჩამოვალ, რადგან ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება.


скачать dle 11.3