კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლიტიკური კალეიდოსკოპი


იანუკოვიჩს ოქროსა და სპილოს ძვლისგან დამზადებული

პისტოლეტი აღმოუჩინეს

უკრაინის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა იური ლუცენკომ განაცხადა, რომ მისმა შემცვლელმა, ანატოლი მოგილიოვმა, პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩს სამახსოვრო იარაღი – ოქროსა და სპილოს ძვლისგან დამზადებული პისტოლეტი აჩუქა. ლუცენკოს თქმით, უკრაინული კანონმდებლობით, აკრძალულია სამოქალაქო პირებისთვის სამახსოვრო იარაღის გადაცემა, რასაც უკრაინის „რადას“ 2007 წელს მიღებული, შინაგან საქმეთა სამინისტროს სადისციპლინო წესდება ადასტურებს, სადაც წერია, რომ იარაღით დაჯილდოება მხოლოდ მილიციის თანამშრომლებისთვის არის დაშვებული. ლუცენკომ არაერთხელ მიმართა პროკურატურას ამ საქმის გამოძიების დასაწყებად, თუმცა, უშედეგოდ. ასევე უცნობია, საიდან ფლობს ამ ინფორმაციას ლუცენკო, რადგან იანუკოვიჩის პისტოლეტი არსად არ არის დაფიქსირებული.

ამერიკულ უმაღლეს სასწავლებელს ალბერტ გორის სახელი ეწოდა

ამერიკელი პოლიტიკოსისა და საზოგადო მოღვაწის, ალბერტ გორის სახელი ეწოდა კალიფორნიაში მდებარე ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელს. აღსანიშნავია, რომ ალბერტ გორი პირველი ყოფილი ვიცე-პრეზიდენტია, ვისაც წილად ხვდა ასეთი პატივი. ალბერტ გორის სახელობის გარემოს დაცვის აკადემია 13 სექტემბერს გაიხსნება. საინტერესოა, რომ გარემოს დაცვის აკადემიის შენობა აშენდა ეკოლოგიურად დაბინძურებულ ადგილზე – ადრე ამ ტერიტორიაზე, მიწის ქვეშ, ბენზინის უზარმაზარი რეზერვუარი და ნავთობის ცისტერნები ინახებოდა.

რონალდ რეიგანი დიდ კინოს „უბრუნდება“

ამერიკის შეერთებულ შტატებში ემზადებიან ორი წიგნის ეკრანიზაციისთვის, რომლებშიც მოთხრობილია პოლიტიკოსის და მსახიობის, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის – რონალდ რეიგანის ბიოგრაფია. წიგნების ავტორი პოლ კენგორია, ხოლო სცენარს ჯონას მაკკორდი დაწერს, რომელიც რეიგანისადმი ანტიპათიით არის ცნობილი და ღიად აცხადებს, რომ რეიგანს „უკეთეს ვარიანტში ცუდ მსახიობად, ხოლო ცუდ ვარიანტში – უბრალო ჯამბაზად მიიჩნევს“. ფილმის სავარაუდო ბიუჯეტი 30 მილიონი ამერიკული დოლარი იქნება და მთავარი როლის შემსრულებლის ვაკანტური ადგილი ჯერჯერობით თავისუფალია.

ნიკოლა სარკოზი „გუგლის“

ხუმრობის მსხვერპლი გახდა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი, ეგრეთ წოდებული „გუგლბომბინგის“ მსხვერპლი გახდა. საქმე ისაა, რომ „გუგლის“ საძიებო სისტემაში ფრანგული „ტროუ დუ ცულის“ აკრეფის შემდეგ, რაც დაახლოებით „უკანალს“ ნიშნავს, „გუგლი“ ნიკოლა სარკოზის „ფეისბუქის“ ვებმისამართს აჩვენებს. საინტერესოა, რომ მსგავსი „ბომბი“ მსოფლიოს სხვა ლიდერებსაც დაუდეს ხუმრობის მოყვარულმა ჰაკერებმა. მაგალითად, სიტყვა „მატყუარას“ ინგლისურად აკრეფის შემდეგ, საძიებო სისტემა ტონი ბლერის ვებგვერდს ხსნიდა, ხოლო „საცოდავი უიღბლოს“ აკრეფისთანავე ჯორჯ ბუში-უმცროსის პირადი ვებგვერდის მისამართი იწერებოდა.

ფიდელ კასტრო ირანს ანტისემიტიზმში ადანაშაულებს

კუბური რევოლუციის ლიდერი, ფიდელ კასტრო, ირანის პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადს აკრიტიკებს. კასტროს თქმით, აჰმადინეჯადი ირანში ანტისემიტიზმს აღვივებს, რაც დაუშვებელია. ამერიკელი ჟურნალისტის, ჯეფრი გოლდბერგისთვის მიცემულ ხუთსაათიან ინტერვიუში, კასტრო ბირთვული ომის საფრთხეს შეეხო და განაცხადა, რომ მსოფლიო ლიდერებმა საერთო ენა უნდა გამონახონ ირანისა და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მეთაურებთან, რათა თავიდან აიცილონ მესამე მსოფლიო ომის დაწყება. ასევე, კასტრო შეეხო ეგრეთ წოდებულ „კარიბის კრიზისს“ და თქვა, რომ მისი მოწოდება საბჭოთა კავშირისადმი, რომ ამერიკაზე მიეტანათ სარაკეტო დარტყმა, მცდარი იყო.

მედვედევი პუტინის გზას ადგება

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი, პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინის მსგავსად, ავტომობილით გასეირნებას გეგმავს, ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ იგი „ლადა კალინას“ ნაცვლად „პობედის“ საჭეს მიუჯდება და მისი მგზავრი უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი იქნება. 17 სექტემბერს ორი ქვეყნის ორი პრეზიდენტი პირველი ავტოგარბენის (სანკტ-პეტერბურგი-კიევის) გამართვიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში მიიღებს მონაწილეობას და ტრასის გარკვეულ ნაწილს ავტომობილებით გაივლიან.


скачать dle 11.3