კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გახსოვდეს ოკუპირებული ტერიტორიები!


„დიდი ლენინი მომკვდარა, არ მჯერა, არა, არაო!“

გასულ კვირას საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე ქართულმა დიპლომატიამ რამდენიმე გამარჯვება აღნიშნა: ჯერ ერთი, დიდი მოწონება დაიმსახურა გაეროს რეზოლუციამ, რომელმაც მხარეებს ქართველი დევნილების სახლებში დაბრუნებისკენ მოუწოდა (და მერე რა, რომ გაეროს, მას შემდეგ, რაც საქართველოს კონფლიქტების დარეგულირების საქმეში ჩაერთო, ამგვარი რეზოლუცია არაერთხელ მიუღია), თუმცა არც დაბრუნების მექანიზმი შეუმუშავებია (ეჭვი მაქვს, დევნილების დაბრუნების თეორიული გეგმა არც საქართველოს მთავრობას აქვს, მიუხედავად იმისა, რომ „ჩემი სახლი“ გვარიანი თანხა დაჯდა) და არც ის, თუ როგორ უნდა დაიცვან და დაიბრუნონ თავიანთი კერძო საკუთრება დევნილებმა (რომელთა ნაწილიც, ბოლო ერთი თვეა, ლტოლვილთა მინისტრმა, სადაც მიუსწრო, იქიდან გამოყარა). ასეა თუ სხვაგვარად, რაკი მაღალი ტრიბუნიდან მოუწოდეს ოკუპანტებსა და სეპარატისტებს, ჩვენი დაჩაგრული გულებისთვის ესეც წამალია.

მეორე მხრივ, გასულ კვირას აშშ-ის სახმდივანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ოკუპაცია რფ-სა და აშშ-ს შორის კვლავაც სადავო საკითხია. სახმდივნის ამ გამოსვლამ იმდენად აღაფრთოვანა ჩვენი ელჩი (ბ-ნი ქუთელია), რომ დაუფიქრებლად ამოათქმევინა: „აშშ არის სახელმწიფო, რომელიც თავის საგარეო პოლიტიკაში დაფუძნებულია იმ ფასეულობებზე, რასაც ჰქვია დემოკრატია. თავისუფალი სამყარო, ითავისებს რა ასეთ პასუხისმგებლობას, არ დაუშვებს, რომ სუვერენული ქვეყნები იყოს ოკუპირებული“. ადგილობრივი ექსპერტები უფრო შორსაც წავიდნენ და დაასკვნეს, რომ „ვაშინგტონი არასდროს შეეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას“!

ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით, კონკრეტულად როგორ არ შეეგუება აშშ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას (შესაძლოა, სწორედ ამ „არცოდნამ“ გადააწყვეტინათ რუსეთთან „გადატვირთვის“ ეტაპის წამოწყება) და არც იმას ველით, რომ საქართველოს დეოკუპაციამდე აშშ-ელი მაღალჩინოსნები შავი ლენტებით ივლიან („გახსოვდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები!“) ან, თუნდაც, იმას, რომ ქ-ნი ქლინთონი ძაძებით შეიმოსება (ისიცაა, თუ ჩვენ არ ვიმოსებით, ვითომ ის რატომ უნდა შეიმოსოს?!), მაგრამ, შექმნილ ვითარებას, ალბათ, უფრო საბჭოთა დროინდელი ლექსი ეხმიანება: „დიდი ლენინი მომკვდარა, ამ მჯერა, არა, არაო“!


скачать dle 11.3