კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დედუქციის მეთოდი


რათა ერთი? მაშ რამდენი? სამი!

ჩვენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ზაფხულის სეზონით მეტად კმაყოფილია. მით უფრო, რომ ზურგს მესაზღვრეების ინფორმაციაც უმაგრებს (მისხალ-მისხალ დაუთვლიათ, რამდენ ადამიანს გადმოუკვეთავს საქართველოს საზღვარი!). ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ირკვევა, რომ საქართველოს საკურორტო ზონებით მილიონ ორასი ათას ტურისტს უსარგებლია (რაკი არ გვაქვს მონაცემთა გადამოწმების საშუალება, ამ შემთხვევაშიც უნდა ვიმოქმედოთ პრინციპით: „თუ გინდა, გჯეროდეს, უნდა დაიჯერო“). მართალია, ქ-ნი ქობალია გაუგებარ ენაზე ლაპარაკობს, მაგრამ, რადგან, ჯერ ერთი, მინისტრის მეტყველება არც მრავალფეროვნებით გამოირჩევა და არც აზრის სიღრმით; მეორეც, მის საუბარში ხანდახან ნაცნობი სიტყვებიც გვხვდება ხოლმე, საბოლო ჯამში, რთული არ არის იმის მიხვედრა, რისი თქმა უნდა. შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის საუბრიდან (ზემომოყვანილი მეთოდით) დავასკვენით, რომ ის მომავალ წელს სამ მილიონ ტურისტს ელის. ამ დასკვნის გასაკეთებლად კი ახალგაზრდა ჩინოვნიკმა, სავარაუდოდ, შერლოკ ჰოლმსის დედუქციის მეთოდი გამოიყენა. კერძოდ, რაკი წელს საქართველო მილიონ ორასი ათასმა ტურისტმა მოინახულა, როდესაც ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან, თავიანთ შთაბეჭდილებებს სხვებსაც მოუყვებიან. ერთი ტურისტის მონაყოლი კი მომავალ წელს სამ ტურისტს მოიზიდავს (შერლოკ ჰოლმსი რომ ცოცხალი იყოს, დოქტორ უოტსონის ნაცვლად დამხმარედ აუცილებლად ქ-ნ ვერას აიყვანდა). მანამდე კი, ქ-ნი ქობალია მოგვიწოდებს (იმიტომ რომ, დარწმუნებულია საკუთარი დედუქციის მეთოდის უტყუარობაში), ინფრასტრუქტურა სამი მილიონი ტურისტისთვის მოვამზადოთ. მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ ტურისტთა უმეტესობა სომხეთიდან იყო, იქ კი, დედაწულიანად, სულ რაღაც, 2 მილიონი მოსახლეა, ვეჭვობ, ქ-ნი ქობალიას დედუქციამ გაამართლოს, მაგრამ, რაც მთავარია, არც თავად ქ-ნ ქობალიას ეპარება ეჭვი თავის დასკვნებში და არც მის დამნიშნავებს, ასე რომ, ჩემი ეჭვები ვის დაჰკარგვია.

ამის პარალელურად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს არც ინვესტორთა მოზიდვის თემა დავიწყებია. ახალი ვარცხნილობით გალამაზებულმა გვაცნობა, რომ აპირებს „კონკრეტული ბიზნესმენებისა და პოტენციალური ინვესტორების დაკონტაქტებას, შეხვედრები ჩემთან და პრეზიდენტთან“ (ალბათ, იგულისხმა, რომ პოტენციალურ ინვესტორებს მეც შევხვდები და პრეზიდენტიცო). ბუნებრივია, იბადება კითხვა: ვითომ ჩამოვლენ ინვესტორები მხოლოდ ქ-ნ ქობალიასთან შესახვედრად? რასაც ნამდვილად არ აქვს ცალსახა პასუხი: იქნებ, ჩამოვიდნენ კიდეც?!


скачать dle 11.3