კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დინოზავრის ნაკვალევზე


„თუ გინდა, გჯეროდეს, უნდა დაიჯერო“

მაშინ, როდესაც დმანისის აღმოჩენით მოგვრილი სიხარული ჯერ კიდევ არ გაგვნელებია (ან კი როგორ გაგვინელდებოდა, როდესაც პირველი ევროპელები აღმოვჩნდით, თუნდაც, პრეისტორიული?!), მეორე დიდი სიხარულის წყარო მარტვილში ამოგვეფრქვა: გავრცელებული ინფორმაციით, იქ დინოზავრის ნაკვალევი აღმოჩნდა! მართალია, დინოზავრებით ადრეც ვიყავით განებივრებული (სათაფლიის დინოზავრის ნაკვალევი მაქვს მხედველობაში), მაგრამ მარტვილის აღმოჩენა მაინც სულ სხვაა, იმ მარტივი მიზეზით, რომ ნაკვალევის სიახლოვეს ჩონჩხის ნაწილებიცაა ნაპოვნი. ქართულმა ელმედიამ არ დაგვიმალა, რომ ეს ნაკვალევი და ჩონჩხი 110 მილიონი წლისაა. ჩვენ არ ვიცით (მხოლოდ იმიტომ, რომ არ უთქვამთ), თვალის ერთი შევლებით დადგინდა, რომ ნაკვალევი და ჩონჩხი დინოზავრს ეკუთვნის, თუ ამას წინ სამეცნიერო სამუშაოებიც უძღოდა, მაგრამ, რაკი ჩვენს მედიას ტყუილიც კი დაეჯერება, ვიხელმძღვანელოთ პრინციპით: „თუ გინდა, გჯეროდეს, უნდა დაიჯერო“.

მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ დმანისის სულ ბოლო აღმოჩენა (როდესაც ზეზვასა და მზიას ეპოქის მოზარდის ჩონჩხი გამოიტანეს მზის სინათლეზე) ლამის პირდაპირ ეთერში გვაჩვენეს და იქვე მოგვახსენეს ნაწილების ასაკიც (თვალის ერთი შევლებით), ზედაც დავამატებთ, რომ მარტვილშიც ანალოგიური რამ მოხდა, აშკარაა, რომ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები ხელისუფლებას მეტად დროულად გაუუქმებია, რადგან სამეცნიერო დასკვნების გასაკეთებლად ოცდამეერთე საუკუნის საქართველოში მახვილი მზერა (რა თქმა უნდა, სურვილიც) სავსებით საკმარისია.

რაც შეეხება დინოზავრის ჩონჩხ-ნაკვალევს: ვფიქრობ, ეს აღმოჩენა ფრიად წაადგება ჩვენს ტურისტულ პოტენციალს და არა, მხოლოდ იმიტომ, რომ დინოზავრები უთვალავი წლის წინათ გადაშენდნენ, თუ მხოლოდ მათი ნაკვალევით გაგვიჭირდება ტურისტთა ჯეროვანი რაოდენობის მოზიდვა, შეგვიძლია, თავი დინოზავრების პირდაპირ შთამომავლებადაც გავასაღოთ.


скачать dle 11.3