კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მატა ჰარი მინისტრები


„ხიბლავს, მაგრამ ეშინია“

მართალია, გულს კვლავ ვიფხანთ, „მისტრალის“ გამო საფრანგეთსა და რფ-ს შორის შავი კატები მომრავლდაო და არც იმის გამო გვავიწყდება განგაშის ზარების დარისხება, რომ რუსეთმა აფხაზეთის ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „C-300“ ან უკვე განათავსა, ან აპირებს, მაგრამ, გასულ კვირას საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაგვამშვიდა, რომ „რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „C-300-ის“ განთავსება რეგიონში ძალთა წონასწორობას არ არღვევს და საფრთხეს არავისთვის წარმოადგენს“ (სხვათა შორის, ეს ის ბ-ნი კუშნერია, თბილისში ამას წინათ სტუმრობისას გულწრფელად რომ დაჰპირდა ციხეების ჩვენს მშვენიერ მინისტრ ქალბატონს, თუ თქვენ დამპატიჟებთ, საქართველოში დასასვენებლად აუცილებლად ჩამოვალო). ერთი ისაა, რომ ბ-ნმა კუშნერმა, მას შემდეგ, რაც გულგრილად შეაფასა „C-300-ის“ განლაგების ფაქტი, აღნიშნა, „ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ეს გვახარებსო“. ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ეს განცხადება საფრანგეთის პირველმა დიპლომატმა რუს კოლეგა ლავროვთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა, სავარაუდოა, რომ განცხადების რბილი ტონალობის მოტივი დროში გამოცდილი იყო: კიდევ ერთხელ მოერიდნენ არაწინასწარმეტყველებადი რფ-ის გაღიზიანებას.

ხოლო, რაკი ისინი (ანუ დასავლელები) კვლავაც ძველ სტრატეგიას მიჰყვებიან (დააფარე, დააფარე რფ-ს, არ გაცივდესო), ვფიქრობ, მათ ამ შიშის დაძლევაში აქედანაც უნდა წავეშველოთ და, რადგან არ ვუჩივით არც მშვენიერი მინისტრების და არც მშვენიერი მომღერლების ნაკლებობას, იქნებ მათთვის მატა ჰარის ფუნქციებიც შეგვეთავსებინა და მსოფლიო ლიდერების გადმობირებაზე წაგვემუშავებინა?!


скачать dle 11.3