კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რისი კოლექციით გამოირჩევა მილიარდერი ისკანდერ მაჰმუდოვი სხვა რუსი ოლიგარქებისგან და რას საქმიანობდა ის სადამ ჰუსეინის დროინდელ ერაყში



ცნება „რუსი ოლიგარქი“ დიდი ხანია ასოცირდება კონკრეტულ სახელებთან და გვარებთან, საფეხბურთო კლუბებთან და გახმაურებულ დაპატიმრებებთან. მიუხედავად ასეთი შედარებისა, რუსეთის ფედერაციაში მოღვაწეობენ არანაკლები ქონების მქონე მილიარდერები, რომლებიც თავიანთი ნაცნობობით და შესაძლებლობებით აღემატებიან კიდეც ცნობილ და „გაფიარებულ“ ოლიგარქებს. მათ უმეტესობას არ უყვარს საზოგადოების ინტერესის სფეროში მოხვედრა. მათ უფრო „ჩრდილში“ მყოფ მილიარდერებად იცნობენ რუსეთში. სწორედ ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება, პუტინის „ჯარისკაცად“ წოდებული, უზბეკური წარმოშობის მილიარდერი, ისკანდერ მაჰმუდოვი, რომელიც „ფორბსის“ 2009 წლის მილიარდერთა რეიტინგში 183-ე პოზიციაზე იმყოფება 3,3 მილიარდი ამერიკული დოლარით.

რუსული ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე საიდუმლო პერსონაჟი ისკანდერ მაჰმუდოვი 1963 წელს ბუხარაში დაიბადა, მაგრამ ბავშვობა ტაშკენტში გაატარა, სადაც მისი მშობლები ტაშკენტის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორებად მუშაობდნენ. უმაღლესი განათლება ისკანდერმა ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე მიიღო; ეს სასწავლებელი საბჭოთა დროს დაახლოებული იყო სამხედრო უწყებებთან და ამზადებდა კადრებს აღმოსავლეთის იმ ქვეყნებში სამუშაოდ, რომელთაც საბჭოთა კავშირი შეიარაღებით ამარაგებდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ისკანდერი ჯერ ლიბიაში, შემდეგ კი ერაყში მსახურობდა. ლიბიაში ის მუშაობდა ორგანიზაციაში სახელად „მთავარი საინჟინრო უწყება“, რომელიც საბჭოთა „როსვოორუჟენიის“ ანალოგი იყო. ერაყში კი ის საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ დეპარტამენტში მუშაობდა, რომელიც მშენებლობით იყო დაკავებული. რუსი პოლიტიკური ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ იმ პერიოდში მაჰმუდოვი უკვე როგორც საბჭოთა უშიშროების აგენტი ისე იყო მივლენილი ერაყში. მისი ძირითადი საქმიანობა სადამ ჰუსეინის რეჟიმთან კონსტრუქციული და მეგობრული ურთიერთობის განვითარება იყო. ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით კი, მაჰმუდოვი არაბულიდან რუსულ ენაზე მთარგმნელად მუშაობდა.

ერაყში ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ ისკანდერი საბჭოთა უზბეკეთში დაბრუნდა, სადაც სრული სვლით „პერესტროიკის“ პერიოდი ქუხდა. ახლად დაბრუნებულმა მაჰმუდოვმა სახელმწიფო სავაჭრო ორგანიზაცია „უზბეკინტორგში“ დაიწყო მუშაობა, რომელიც გამოყოფილი ნაციონალური კვოტით რესპუბლიკისთვის საჭირო საქონელს ყიდულობდა. სწორედ იქ შეიძინა ისკანდერმა პირველი კომერციული გამოცდილება, რომელიც მოგვიანებით გაცილებით დიდი მასშტაბის ბიზნესის განვითარებაში დაეხმარა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მაჰმუდოვი მოსკოვში გადაბარგდა. რუსეთის დედაქალაქში ცხოვრების პირველი ორი თვე მან სასტუმრო „როსიას“ ყველაზე ძვირად ღირებულ ნომერში გაატარა და როგორც მოგვიანებით მაჰმუდოვი იხსენებდა, ის ვერ იტანდა იქაურ სამზარეულოს. მის განსაკუთრებულ ზიზღს სალათი „სტოლიჩნი“ და პოლონური რეცეპტით მომზადებული ქორჭილა იწვევდა. სწორედ მოსკოვში შეხვდა ისკანდერი თავის ძველ ნაცნობს და თანამემამულეს მიხაილ ჩერნის, რომელთან ერთადაც დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა რუსულ კერძო ბიზნესში. თავდაპირველად, ისინი „ტრანს უორლდ გრუპის“ ერთ-ერთ სტრუქტურაში მოეწყვნენ სამუშაოდ, მაგრამ, მოგვიანებით მაჰმუდოვს გარკვეული უთანხმოება მოუვიდა უფროსობასთან და მთლიანად სპილენძის ბიზნესზე გადაერთო. ამჟამად მაჰმუდოვი 20-მდე სპილენძის დამამუშავებელ საწარმოს ფლობს და მისი კუთვნილი ურალის სამთო-მეტალურგიული კომპანია აკონტროლებს რუსული სპილენძის მოპოვების 40 პროცენტს. დანარჩენი 60 პროცენტი მაჰმუდოვის ახლო პარტნიორის და მეგობრის ოლეგ დერიპასკას კუთვნილ კომპანიაზე – „ნორნიკელზე“ მოდის. საერთოდ, რუსეთში ბევრს საუბრობენ მაჰმუდოვის და დერიპასკას ურთიერთობაზე. რუსულ ჟურნალ „პროფილის“ მტკიცებით, მაჰმუდოვზე საშიში და გავლენიანი რუსეთში ბორის ბერეზოვსკი იყო, მაგრამ ამ უკანასკნელის ლონდონში გადაბარგების შემდეგ, ის უკონკურენტოდ დარჩა. ამბობენ რომ, მაჰმუდოვი აგვარებს დერიპასკას შავბნელ საქმეებს და ერთგვარი ჯალათის ფუნქციას ასრულებს. სწორედ დერიპასკას საშუალებით, რომელიც ბორის ელცინის ოჯახის ახლობელია, დაუახლოვდა მაჰმუდოვი რუსეთის ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს ვლადიმირ პუტინს. მისი უახლოესი გარემოცვის წევრია ერთ დროს რუსეთის ყველაზე მდიდარი ადამიანი, ოლეგ დერიპასკა. დერიპასკასა და მაჰმუდოვის პარტნირობასთან დაკავშირებით ახლახან საინტერესო ცნობა გავრცელდა – მეტალურგიული საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელმა მიხაილ ჟივილომ ამერიკულ სასამართლოში უჩივლა პუტინის „ჯარისკაცებს“ და ქრთამის მიცემაში, რეკეტსა და შეკვეთილი მკვლელობების ორგანიზებაში დაადანაშაულა. ჟივილო 90-იანი წლების დასაწყისში მაჰმუდოვთან ერთად იწყებდა ბიზნესსაქმიანობას, მაგრამ უცნობი მიზეზების გამო მათი პარტნიორობა არ შედგა.

მაჰმუდოვი რომ გავლენით სარგებლობს რუსულ და არა მარტო რუსულ პოლიტიკაში, ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ პუტინის დაკვეთით ის არაფორმალურად ცდილობდა მოლდოვაში დნესტრისპირეთის კონფლიქტის მოგვარებას. მოლდოვის პრეზიდენტს, ვლადიმირ ვორონინს მაჰმუდოვი არწმუნებდა, რომ მხოლოდ ის შეძლებდა დნესტრისპირეთის მოლდოვის იურისდიქციის ქვეშ დაბრუნებას. დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეჟიმის ლიდერს – იგორ სმირნოვს ის ეკონომიკური ბლოკადის მოხსნას ჰპირდებოდა და ტირასპოლური რეჟიმის საფასურად მაჰმუდოვი მოლდოვური ეკონომიკის საკვანძო ობიექტებს ითხოვდა. კერძოდ, მაჰმუდოვი მოლდოვა-რუმინეთის საზღვარზე მდებარე, მდინარე პრუტის სათავეში არსებული პორტის და მოლდავეთის მეტალურგიული ქარხნის დასაკუთრებას ცდილობდა. ფაქტობრივად, მაჰმუდოვი თავის თავზე იღებდა მისიას, რომლის შესრულებას ვერც მოლდოვის ლეგიტიმური მთავრობა, ვერც კრემლი და ვერც გაერო და ეუთო ახერხებდნენ.

რაც შეეხება ისკანდერ მაჰმუდოვის პირად ცხოვრებას, ცნობილია, რომ ის მეორედ არის დაქორწინებული. პირველი ცოლისგან მას ერთი შვილი ჰყავს. მისი მეუღლე მარგარიტა მაჰმუდოვა ხშირად ჩნდება რუსეთის მაღალი წრის თავშეყრის ადგილებში. მაჰმუდოვს ჰყავს საყვარელი ძაღლი, როტვეილერი სახელად ტროლი. გარდა ამისა, მილიარდერი დაივინგით არის გატაცებული და ასევე ის ერთადერთი რუსი ოლიგარქია, რომელიც ზვიგენების კოლექციას ფლობს. სხვადასხვა ჯიშის ზვიგენები სპეციალურად მოწყობილ უზარმაზარ აკვარიუმებში ცხოვრობენ და მაჰმუდოვი ნაკლებად საშიშ ზვიგენებთან დროდადრო აკვალანგით ჩადის და ხელიდან აჭმევს.



უშანგი რუხაძე


скачать dle 11.3