კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამდენ ხანში უარესდება ცხოველის მდგომარეობა დაკბენის შემდეგ და რა უნდა გავაკეთოთ მის გადასარჩენად


ყველა, ვისაც ჰყავს შინაური ცხოველი, ვალდებულია დაიცვას მისი ჯანმრთელობა. არც ერთ პატრონს არ სურს, ოთხფეხა მეგობარს ზიანი მიაყენოს და არც ის უნდა, მისმა ცხოველმა სხვას ავნოს რამით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძაღლი მტაცებელი და ხორცის მჭამელი ცხოველია. ამიტომ, რამე გამღიზიანებელზე მათი პირველი რეაქცია აგრესიული თავდასხმაა, ხოლო ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი – კბილები. აქედან გამომდინარე, ცხოველიც თავდაცვის მიზნით იჩენს აგრესიას და ცდილობს უკბინოს და მიაყენოს ტრავმა როგორც თავისი სახეობის წარმომადგენელს, ასევე სხვა ბიოლოგიურ არსებას. მიუხედავად მისი ასაკისა, სქესისა, ზომისა და ჯიშისა, ყოველთვის არსებობს ალბათობა გამოავლინოს აგრესია ან თავდაცვის მიზნით მოახდინოს თავდასხმა. შედეგად ან სხვას დააზიანებს ან თავად ხდება მსხვერპლი. არ არის გამორიცხული, თავდასხმისას მიიღოს ტრავმა ან თავად დააზიანოს სხვა. ტრავმები კი, როგორც, წესი არის ნაკბენი ჭრილობები. ამასთან დაკავშირებით, ვეტერინარი ზაქრო ბაჯიაშვილი მოგვითხრობს.



ზაქრო ბაჯიაშვილი: ნაკბენი ჭრილობები ძაღლებში ძირითადად სახის, ყურების, ყელისა და ფეხების მიდამოში გვხვდება. ნაკბენმა ჭრილობებმა შეიძლება, დიდი ზიანი მიაყენოს ცხოველის ჯანმრთელობას და გახდეს სიცოცხლისთვის საშიშიც კი. განსაკუთრებით საშიშია ნაკბენი ჭრილობები, რომლებიც აზიანებს თავისა და ზურგის ტვინს, მუცლისა და გულმკერდის ღრუს, ასევე მსხვილ სისხლძარღვებსა და ნერვებს.

– რა შეიძლება გამოიწვიოს დაკბენამ?

– ცხოველის დაკბენილ ცხოველს შეიძლება დაუზიანდეს მუცლის ღრუ, განუვითარდეს ძვლებისა და ხერხემლის მოტეხილობები, ასევე თავის ქალის ძვლების დაზიანება. ცხოველის დაკბენა შეიძლება, ძალზე საშიში იყოს ადამიანისთვისაც, ამ დროს შესაძლებელია ისეთი საშიში დაავადების გადაცემა, როგორიცაა ცოფი. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისიცაა, რომ შეიძლება, ყველაზე ზერელე ნაკბენიც კი სერიოზულად გართულდეს და გამოიწვიოს ადგილობრივი და ზოგადსეპტიკური პათოლოგიური პროცესები.

– რატომ?

– კბილებსა და პირის ღრუში არსებობს ძალიან დიდი რაოდენობით მიკროორგანიზმები, რომლებიც კბენისას ქსოვილებში ხვდება და აქტიურად მრავლდება. ასე რომ, კბენისას ცხოველზე მოქმედებს მატრავმირებელი მთელი რიგი ფაქტორისა, მაგალითად, როგორებიცაა: მექანიკური, ქიმიური, ბიოლოგიური და სტრესის ფაქტორები. კბენა ეს არის კომბინირებული ტრავმა და ხშირად მრავლობითი. კბენისას მატრავმირებელი ფაქტორები იწვევს ქსოვილების სტრუქტურის მთლიანობის დარღვევას, სისხლძარღვებისა და ლიმფური ძარღვების, ასევე ნერვების დაზიანებას. ორგანიზმის პასუხი აღნიშნულ გამღიზიანებელზე გამომჟღავნდება როგორც ადგილობრივი, ისე ზოგადი დაცვითი რეაქციებით, რაც დამოკიდებულია დაზიანებული ქსოვილის ანატომიურ თავისებურებაზე, ქსოვილში მოხვედრილი მიკროფლორის რაოდენობასა და პათოგენებზე. აქედან გამომდინარე, შეიძლება განვითარდეს აბსცესი, ფლეგმონა, სეფსისი და გაზოვანი განგრენა. ბაქტერიებისთვის მშვენიერი საკვებია ჰემატომებსა და ლიმფოექსტავაზატებში არსებული ქსოვილოვანი სითხეები, ასევე, მკვდარი და დაჟეჟილი ქსოვილები. კბენის შედეგად თუ დაზიანდა სახსრები და ძვლოვანი ქსოვილი, ვითარდება ართრიტები და ოსტეომიელიტებიც კი.

– უპირველესად, რა უნდა გავაკეთოთ თუ ძაღლი დაკბინეს?

– როგორც წესი, ცხოველის დაკბენის შემთხვევაში მეპატრონემ სასწრაფოდ უნდა მიიყვანოს ის ვეტერინართან, რადგან ერთი დღე-ღამის შემდეგ, ჩირქოვანი პროცესი უკვე ძალიან ღრმად მიდის და ცხოველის მდგომარეობა უარესდება. იწყება ჩირქოვან-რეზორბციული ცხელება, რაც რთულდება სეფსისით და შეიძლება, ეს ცხოველის სიკვდილით დამთავრდეს ან მიიღოს ქრონიკული სახე. პატრონის მხრიდან სწორი საქციელია, რაც შეიძლება, სწრაფად მიიყვანოს დაკბენილი ცხოველი ვეტერინართან და დაუყოვნებლივ აღმოუჩინოს დახმარება. ეს უზრუნველყოფს გართულებების მინიმალიზაციას და ცხოველის გამოჯანმრთელების პროცესის ხანგრძლივობის შემცირებას. მიიყვანთ რა თქვენს ცხოველს ვეტერინართან, ის შეაფასებს მის ზოგად მდგომარეობას, ტრავმის ხარისხს და ნაკბენების რაოდენობას. ნაკბენ ჭრილობებს ქირურგიულად დაამუშავებს, შეაჩერებს სისხლდენას და სიცოცხლისთვის საშიში ორგანოების დაზიანების შემთხვევაში ქირურგიულ ოპერაციას დანიშნავს. შემდეგ კი ჩაუტარებს პოსტოპერაციულ მკურნალობას.

ყოველივე აღნიშნულის თავიდან ასაცილებლად, უნდა მოვარიდოთ ჩვენი ცხოველი აგრესიულ ურთიერთობას – ყოვლად დაუშვებელია ქუჩაში ძაღლების ჩხუბი. განსაკუთრებით, უნდა მოვარიდოთ ჩვენი ოთხფეხა მეგობარი ქუჩის ძაღლებთან კონტაქტს და კონფლიქტს. უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ-ერთი ყველაზე საშიში ინფექციური დაავადება – ცოფი სწორედ ნაკბენითა და ნაკაწრით გადადის. აუცილებლად უნდა ჩაუტაროთ ცხოველებს ყოველწლიური ვაქცინაცია ცოფის საწინააღმდეგოდ. ამით დაიცავთ როგორთ მათ, ასევე საკუთარ თავს და საზოგადოებას ამ მეტად საშიში ინფექციისგან.


скачать dle 11.3