კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თავიდან ბოლომდე რომ ბრწყინავდეთ


ცხელი ზაფხული იწურება. ისვენებდით მთაში, ზღვაზე. გაირუჯეთ, კარგ ფერზე ხართ, მაგრამ თავი იჩინა პატარ-პატარა პრობლემებმა. კანი ზედმეტად გამოშრა და ელასტიკურობა დაკარგა. თავში ქერტლი გაჩნდა და თმამაც სირბილე და ბზინვარება დაკარგა – უხეში და გახუნებულია. ამას შეიძლება, სხვები ვერც ამჩნევენ და კომპლიმენტებს არ იშურებენ – რა კარგად გამოიყურებიო, მაგრამ თქვენ საფიქრალი გაგიჩნდათ. არ ინერვიულოთ, ამას მოევლება თუ გაითვალისწინებთ ჩვენს რჩევას და კომპლექსურ პროცედურებს ჩაიტარებთ.

მაშ ასე, ვიწყებთ თმით. გამომშრალმა თმამ რომ კვლავ ძველებური ბრწყინვალება დაიბრუნოს მიმართეთ უბრალო შინაურ საშუალებას: ერთი კვერცხის გული ათქვიფეთ ერთ სირჩა კონიაკთან ერთად და წაისვით თმაზე. გაიჩერეთ 20 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.

ხელებისთვის – აღარ გამოგიშრებათ კანი ხელზე და შეგიძლიათ, თამამად გაუწოდოთ ის ჩამოსართმევად, თუ დროდადრო სპეციალური ნიღბით გაანებივრებთ. დღის, ღამის და თუნდაც მზისგან დამცავი კრემების ნარჩენები ერთმანეთში აურიეთ და სქლად წაისვით ხელებზე. გაიჩერეთ 10 წუთი და დაიბანეთ.

სახისთვის – ნორმალურ კანსაც კი მწველი მზე საკმაოდ აზიანებს. ყველაზე მეტად გიშველით მზისგან დამცავი ცხიმიანი საშუალებები. გირჩევთ ასევე, რომ ღამის კრემი გამოიყენოთ დღისითაც.

თვალებისთვის – მზისგან თვალები ჩაგიწითლდათ? – სინჯეთ გვირილის კომპრესები. გვირილის ნაყენით გაჟღენთილი ბამბის ტამპონები დაიფარეთ თვალებზე და, რა თქმა უნდა, ჩაიწვეთეთ სპეციალური თვალის ვიტამინები.

კანის დასატენიანებლად – გაიკეთეთ ორთქლის აბაზანა. საუკეთესოა გვირილის აბაზანა: ერთ სადილის კოვზ გამხმარ გვირილას დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი. გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და დაიხარეთ ისე, რომ ორთქლი არ გაიფანტოს. ასე იყავით 5 წუთს.

ტუჩებისთვის – ყოველთვის თან ატარეთ ჰიგიენური პომადა, მაგრამ თუ ამანაც არ გიშველათ და ტუჩები მაინც მშრალი გაქვთ, ღამით რამდენიმე წვეთი აბუსალათინის ზეთი წაისვით. ტუჩები კვლავ რბილი და ნაზი გაგიხდებათ.

ნიღაბი – შემოგთავაზებთ რეცეპტს, როგორ დაამზადოთ საუკეთესო ნიღაბი სახისთვის E ვიტამინით. აურიეთ ერთმანეთში ერთი კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი დაცეხვილი ხორბლის მარცვალი, 1 ჩაის კოვზი საფუარი და 2 სადილის კოვზი მცენარეული ზეთი. ნაზავი დაიდეთ სახესა და ყელზე. როგორც კი ნიღაბი შეგაშრებათ, მაშინვე ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობის წყლით. სცადეთ და შედეგით თვითონვე გაკვირვებული დარჩებით.

კრემ-პუდრი – ეს ყინვაშია კრემ-პუდრი საუკეთესო დამცველი, თორემ ზაფხულში მისი მქრქალი ფენაც სრულიად საკმარისია.

ასე რომ, მისდიეთ ჩვენს რჩევებს და ყველანაირ დისკომფორტს მოიხსნით!


скачать dle 11.3