კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რას გვთავაზობს „ნიუ ბროკერ გრუპი“ თხუთმეტ ოქტომბრამდე



შემოდგომაზე ეს ადგილები ალბათ ყველაზე ლამაზია. თუმცა, ძნელია თქვა, რომ საქართველოს მიწები წლის რომელიმე სეზონზე ნაკლებად ლამაზად გამოიყურება. წინ თეთრად დათოვლილი ზამთარი და აყვავებული გაზაფხული გველოდება. საინვესტიციო კომპანია „ნიუ ბროკერ გრუპი“ გვთავაზობს უნიკალურ სააგარაკე მიწის ნაკვეთებს, სადაც ჩვენი საოცნებო სახლი იქნება. როგორც მარკ ტვენმა თქვა – იყიდე მიწა, მას მეტად აღარ აწარმოებენ! ქალბატონი ნატა ბოგვერაძე, საჯარო რეესტრის ავტორიზებული მომხმარებელი, კომპანიის მენეჯერი „ნიუ ბროკერ გრუპის“ პროექტებზე გვესაუბრება.



ნატა ბოგვერაძე: უძრავი ქონების საინვესტიციო კომპანია „ნიუ ბროკერ გრუპი“ სულ ახალი კომპანიაა, რომელიც 2008 წლის გაზაფხულზე დაარსდა. ჩვენი მიზანია განსაკუთრებული და საკმაოდ დიდი წვლილი შევიტანოთ საქართველოს მიწის ბაზრის განვითარებაში, გავხადოთ მიწა ყველა იმ ადამიანისთვის ხელმისაწვდომი, ვისაც აქვს სტაბილური შემოსავალი და სურვილი შეიძინოს მიწა საცხოვრებლად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისთვის თუ საინვესტიციოდ. „ნიუ ბროკერ გრუპი“ ჩვენს მომხმარებელს სთავაზობს დაბალფასიან მიწის ნაკვეთებს, რომელთა მიმზიდველობაც მათ ადგილმდებარეობასა და ხელმისაწვდომ ფასშია. თუმცა, ეს არ არის მხოლოდ ყიდვა-გაყიდვის კომპანია. იმ ადამიანებს, რომლებიც სწორედ „ნიუ ბროკერ გრუპის“ დახმარებით შეიძენენ მიწის ნაკვეთს, ჩვენ მისი განვითარების კონცეფციებს ვთავაზობთ. როგორ შეიძლება ამ მიწის გამოყენება, რა დანიშნულებით და სხვა.

– ანუ, აქ ხდება ინფრასტრუქტურული მომზადებაც?

– რა თქმა უნდა. ჩვენ პირველად ამ ტერიტორიების დეველოპმენტს ვახორციელებთ, ვამზადებთ მათ ინფრასტრუქტურულად, რათა გავამარტივოთ მომხმარებლებისათვის ნაკვეთების შემდგომი განვითარების პროცესი და შევუქმნათ მაქსიმალური კომფორტი. ერთი რამ მინდა აუცილებლად აღვნიშნო, რომ „ნიუ ბროკერ გრუპი“ არ არის საშუამავლო ფირმა, რომელიც ყიდვა-გაყიდვას აადვილებს. კომპანია ახორციელებს საკუთარ პროექტებს და სწორედ ამ მიწებს სთავაზობს მომხმარებელს.

– რაც შეეხება უშუალოდ თქვენს პროექტებს, სად შეგვიძლია ნაკვეთის შეძენა და რა ფასად?

– „ნიუ ბროკერ გრუპი“ სააგარაკე პროექტებს ახორციელებს თბილისის შემოგარენში, ოცდაათკილომეტრიანი რადიუსით, რომელიც იდეალურია სააგარაკოდ და სამოსახლოდ. კონკრეტულად, ეს ადგილებია პანტიანში. ახალი სააგარაკე რეკრეაციული დასახლების პროექტი „პანტიანის მუხნარი“. ეს ტერიტორია თბილისიდან ზუსტად 28 კილომეტრში მდებარეობს, დაბა წყნეთის თავზე. პროექტის მიზანია 160 000 კვადრატული მეტრის ტერიტორიის ნაკვეთის აგრარულ-რეკრეაციულ ზონად განაშენიანებისთვის მომზადება და თანამედროვე დასახლების ჩამოყალიბება. მეორე პროექტი ეს არის „მწვანე სოფელი“, რომელიც ბულაჩაურის მოპირდაპირე მხარეს წითელსოფლის თავზე მდებარეობს. ეს ტერიტორია მთლიანად ტყის მასივშია ჩაფლული, უნიკალური ეკოსისტემის მქონე ადგილია.

– ... და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 15 ოქტომბრამდე განსაკუთრებულ ფასს სთავაზობთ მომხმარებელს.

– დიახ. 15 ოქტომბრამდე გვაქვს აქცია, რომელიც ვრცელდება „მწვანე სოფლის“ მყიდველებზე. ამ პროექტში აქციის ფარგლებში 1 კვადრატული მეტრი მიწის ფასი მხოლოდ 4.80 დოლარია. თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი სააგარაკე ნაკვეთის შესაძენად 2 300 დოლარამდე დაგჭირდებათ. ასე რომ, იჩქარეთ.

„ნიუ ბროკერ გრუპის“ ახალი პროექტია „ახალი აგროინიციატივა“, რომლის მიზანიცაა თბილისის შემოგარენში შეიქმნას და განვითარდეს აგრარული ტიპის მცირე ფერმერული მეურნეობანი, რაც ქალაქის მოსახლეობას საშუალებას მისცემს დაცულ ტერიტორიაზე დათესოს და მოიყვანოს ოჯახისთვის საჭირო და საკმარისი ეკოლოგიურად სუფთა მოსავალი. პირველ ეტაპზე გასაყიდად გამოტანილია სოფელ მისაქციელში მდებარე მიწის ნაკვეთები. ეს ადგილი თბილისი-სტეფანწმინდის ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარედ, ქალაქიდან ოც კილომეტრში მდებარეობს. კონკრეტულად, სოფელ ნატახტარსა და მისაქციელს შორის. ამ ტერიტორიას ძალიან ბევრი პლუსი აქვს – ეკოლოგიურად სუფთა გარემო, დედაქალაქთან სიახლოვე და მოსავლისთვის ნოყიერი ნიადაგი, მდინარე არაგვის ხეობაში.

ჩვენ კომპანიას ჰყავს მობილური ჯგუფი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მოგიმზადებთ საკადასტრო აზომვით ნახაზებს. და რაც მთავარია, თუ თქვენი სურვილი იქნება, მოახდენს უძრავი ქონების რეგისტრაციას.

– რაც ყველაზე დიდი თავსატეხია მათთვის, ვინც ქონებას იძენს. რიგით მოქალაქეებს ძალიან უჭირთ მოკლე დროში, მობილურად საბუთების მოწესრიგება.

– გეთანხმებით. სწორედ ამიტომაც ჩვენ ვახდენთ საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნებისმიერი საქმის წარმოებას. რაც მთავარია, ეს არა მარტო იმ ადამიანებისთვის, ვინც ჩვენთან იძენენ სააგარაკე ნაკვეთებს, არამედ ყველა იმ პიროვნებისთვის, ვინც ამ თხოვნით მოგვმართავს. ჩვენი მიზანია მთელი ეს სერვისი გავაადვილოთ.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 33-42-92; 18-40-83

info@newbg.ge www.newbg.ge



ანა სარალიძე


скачать dle 11.3