კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეცდომა და არა – კატასტროფა


შეცდომისგან დაზღვეული არავინაა. ადამიანი ვერასოდეს მიაღწევს სრულყოფილებას. თუმცა, ამბობენ, რომ სწორედ შეცდომების დაშვებასა და მათთან ჭიდილში ყალიბდება პიროვნებაო.

შეცდომებს ვუშვებთ ყველგან: სამსახურში, პირად ცხოვრებაში, ურთიერთობებში... საშიში არაფერია. მთავარია, ვისწავლოთ, როგორ ვაღიაროთ ისინი და კატასტროფამდე არ მივიყვანოთ. თუმცა, შეცდომა არც არის კატასტროფა. ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა, „შეცდომის კომპლექსი“ რომ არ გვაწუხებდეს და არ ვფიქრობდეთ, ამით საკუთარ „მეს“ ვაყენებთ ცუდ მდგომარეობაშიო. ისწავლეთ შეცდომის დანახვა დამოუკიდებლად. ის, რომ თქვენი შეცდომა ყველასთვის შეუმჩნეველი დარჩეს, ძალიან იშვიათად ხდება. არასოდეს სცადოთ, დამალოთ შეცდომა, გაცილებით უმჯობესია, მალევე აღიაროთ და თანაც, იუმორით.

კიდევ ერთხელ გაუმეორეთ საკუთარ თავს, რომ შეცდომას არაფერი აქვს საერთო კატასტროფასთან. გულწრფელად ნათქვამი „ვწუხვარ“ საუკეთესო „წამალია“. შემცდარია ის, ვინც ფიქრობს, რომ შეცდომას მხოლოდ სუსტები აღიარებენ. პირიქით, მხოლოდ პიროვნულად ძლიერ ადამიანს აქვს უნარი, დაინახოს და აღიაროს შეცდომა მაშინვე და მას მთელი ცხოვრება არ გააფუჭებინოს. შეცდომა არ არის კატასტროფა, მაგრამ ის ამად გადაიქცევა, თუკი თავად არ მიხვდებით, რომ ბუნებრივთან ბრძოლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია.

ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები საკმაოდ ხშირია, რადგან ურთიერთობა „ცოცხალი ორგანიზმია“. მას ვერ მოაქცევთ ჩარჩოში და ვერ დაუქვემდებარებთ დადგენილ ნორმებს, მაგრამ საშუალება არ უნდა მისცეთ, ავნოს ამ ურთიერთობებს, ისევ და ისევ, მისი დროულად აღიარებით.


скачать dle 11.3