კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დააფასე თავისუფლება...


დამოუკიდებლობა საკმაოდ ძნელად მოიპოვება და ამიტომაც ის უნდა დააფასო. სერიოზული ურთიერთობა ქალსაც და კაცსაც რაღაც ვალდებულებებს აკისრებს. უპირველესად, ერთმანეთის წინაშე. მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თუკი გიყვართ, ყველაფერ „თქვენზე“ უარი უნდა თქვათ. თქვენგან ამას არ მოითხოვენ და ვერც მოითხოვენ, თუ სათანადო სიმაღლეზე იდგებით. რატომ არ უნდა აკეთოთ ის, რაც მართლა მოგწონთ და გიყვართ, რატომ უნდა თქვათ უარი ჰობიზე, ჩაცმის სტილზე, ცხოვრების წესზე? თქვენი ცხოვრება ისედაც შეიცვლება და არ არის საჭირო, ის, რაც აქამდე თქვენი იყო, დავიწყებას მისცეთ.

თქვენ არავის საკუთრება არ ხართ. მუდმივად მამაკაცის ყურადღების ქვეშ ყოფნა, რა თქმა უნდა, ქალს ძალიან მოსწონს. მაგრამ როცა ეს გადაჭარბებული ყურადღება დევნის მანიას ემსგავსება და პარტნიორი მამაკაცი არ ენდობა მას, ის იძაბება და აუტანელი ხდება. დააფასეთ საკუთარი, პიროვნული თავისუფლება. შეეცადეთ, მამაკაცის „პორტრეტს“ მოაშოროთ ის, რაც თვალს გიჭრით. თანაც, მაშინვე უთხარით თქვენს რჩეულს, რომ ზედმეტი კონტროლი გაღიზიანებთ. მით უმეტეს, როცა თვალსაჩინო მაგალითები, თუნდაც ოტელოს სინდრომისა, წინ გაქვთ. პასუხისმგებლობას რომ აცნობიერებთ, ეს კარგია, მაგრამ არავის საკუთრება არ ხართ და მან ეს უნდა იცოდეს. თავიდანვე თუ კონკრეტულად ეცოდინება, რომ თქვენი დაჩაგვრა ადვილად არ ჩაუვლის, აუცილებლად გაითვალისწინებს ამას. სხვა რამეა, პატივისცემის ნიშნად, რაღაც-რაღაცეებზე უარი თქვათ პარტნიორის სასარგებლოდ, მაგრამ ის ამან არ უნდა გაათამამოს.


скачать dle 11.3