კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ პლასტიკურ ოპერაციებზე თანხმდებიან ადამიანები ოცნების გამო


პლასტიკური ქირურგია დღესდღეობით ერთ-ერთ ყველაზე საჭირო და ამავე დროს, მომგებიან პროფესიად იქცა, თანამედროვე პლასტიკურ ქირურგებს, თითქმის ყველაფერი ძალუძთ და ამაზე არავინ დავობს. მთავარია, კლიენტის სურვილი და საჭირო თანხა, დანარჩენზე კი, უკვე ქირურგის მაგიური ხელები აგებს პასუხს. გავრცელებული ვერსიით, პლასტიკურ ქირურგებს ძირითადად მკერდის გადიდების, სხეულის კორექციის, ცხვირის, ყურის, ტუჩებისა და სხვა ორგანოების გადიდება-დაპატარავების ან ფორმის შეცვლის ოპერაციების ჩატარება უწევთ. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც საკმაოდ თამამ და უცნაურ ოპერაციებზეც თანხმდებიან. ამ ნომერში სწორედ უცნაური ოპერაციების შესახებ მოგითხრობთ.

ნეფერტიტი

ინგლისელმა ნაილინ ნალიტმა, 49 წლის მსახიობმა და სამი შვილის დედამ, 51 პლასტიკური ოპერაცია გადაიტანა სანუკვარი ოცნების ასახდენად: დამსგავსებოდა ეგვიპტის დედოფალს. ნაილინი დარწმუნებულია, რომ წინა ცხოვრებაში ეგვიპტის ფარაონის ამენჰოტეპის მეუღლე, მშვენიერი ნეფერტიტი იყო. უკანასკნელი 20 წელია, ნაილინიმ 51 ოპერაცია გადაიტანა, რაც მას 200 ათასამდე გირვანქა სტერლინგი დაუჯდა. ყველა ოპერაცია მან სახეზე (რვაჯერ გაიკეთა ცხვირის კორექცია და სამჯერ დაიჭიმა კანი) გაიკეთა და ახლო მომავალში ისევ გეგმავს ცხვირის და ტუჩების ფორმის შეცვლას.

ჯესიკა რებიტის ბებია

57 წლის ანეტ ედვარდსმა 10 ათასი გირვანქა სტერლინგი დახარჯა, რათა ცნობილი ფილმის „ვინ გაყიდა როჯერ რებიტის“ მთავარ გმირს, ჯესიკა რებიტს დამსგავსებოდა. ანეტმა 2 კვირა ლონდონის კლინიკაში გაატარა, სადაც ის მკერდის გადიდების, წარბების კორექციისა და ბოტოქსის ინიექციების პროცედურებს იტარებდა. ანეტის თქმით, იგი ოცნებობდა, კინოგმირს დამსგავსებოდა და ეს ოცნება მას აუხდა. საინტერესოა, რომ ანეტ ედვარდს უკვე დაუკავშირდნენ ჟურნალ „ფლეიბოიდან“ და პიკანტური ფოტოსესიისთვის სოლიდური თანხაც შესთავაზეს.

დედა და შვილი

ფოტოს შემხედვარე იფიქრებთ, რომ ჯანეტ და ჯეინ კანლიფები ტყუპები არიან. სინამდვილეში კი, ისინი დედა და შვილი არიან. ჯანეტმა 13 ათასი დოლარი დახარჯა ოპერაციებზე, რათა დამსგავსებოდა შვილს და აღმოეფხვრა 22-წლიანი სხვაობა შვილთან. დედა-შვილს, ორივეს ერთნაირი ვარცხნილობა, ფიგურა და წონა აქვს. ერთადერთი, შვილი ოდნავ მაღალია დედაზე.

მიცვალებულს რომ დამსგავსებოდა

32 წლის ჩინელმა ჟაო განგმა მეორე ცოლი ოპერაციაზე დაიყოლია, იმ მიზნით, რომ ის დაემსგავსება მის გარდაცვლილ პირველ ცოლს. განგის პირველი მეუღლე სამი წლის წინ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. განგი არ მალავს, რომ მეორედ იმიტომ დაქორწინდა, ამჟამინდელი მეუღლე ყოფილს აგონებდა. განგის თქმით, ცხოვრებამ მას ხელმეორე შანსი მისცა და ამჯერად იგივე შეცდომებს არ დაუშვებს და მეუღლეს გაუფრთხილდება.

მიკაელა ჯეკსონი

ინგლისელმა, სამი შვილის დედამ, 39 წლის მიკაელა ჯეიმ დაამტკიცა, რომ სულაც არ არის საჭირო შავკანიანი და თანაც მამაკაცი იყო, რომ მაიკლ ჯეკსონის ორეული გახდე. მიკაელამ 8 ათასი გირვანქა სტერლინგი დახარჯა გარეგნობის შესაცვლელად. მას თითქმის მთლიანად შეუცვალეს სახის ნაკვთები და მაქსიმალურად დაამსგავსეს პოპის მეფეს. ჯეკსონის ორეული თავისი გარეგნობით წელიწადში 120 ათასამდე გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს. იგი ცეკვავს და მღერის ჯეკსონის სტილში სხვადასხვა წვეულებებზე.

ბარბი

„ფლეიბოის“ ყოფილმა მოდელმა, 49 წლის სარა ბერჯიმ 539 ათასი გირვანქა სტერლინგი დახარჯა იმისთვის, რომ თოჯინა ბარბის დამსგავსებოდა. მას, საერთო ჯამში, ასამდე ოპერაცია აქვს გადატანილი, რომელთაგან აღნიშვნის ღირსია:

კანის ლაზერული კორექცია, გაახალგაზრდავების მიზნით – 32 ათასი გირვანქა სტერლინგი;

მკერდის დაპატარავება და ძუძუს თავების ადგილის შეცვლა – 26 ათასი გირვანქა სტერლინგი;

ყბის ფორმის გასწორება – 30 ათასი გირვანქა სტერლინგი;

მუცლის კორექცია – 15 ათასი გირვანქა სტერლინგი;

უკანალის კორექცია – 14 ათასი გირვანქა სტერლინგი;

მომაკვდავი დემი მური

ლიზა კონელიმ 40 ათასი გირვანქა სტერლინგის დახარჯვა განიზრახა, რათა ჰოლივუდის ვარსკვლავ დემი მურს დაემსგავსოს. ამ ისტორიაში ერთი მომენტია აღსანიშნავი. ლიზას ტვინის სიმსივნე აქვს, რომელიც ოპერაციას არ ექვემდებარება და მას რამდენიმე თვის სიცოცხლე აქვს დარჩენილი. სიკვდილის წინ კი, ლიზამ თავისი ოცნების ასრულება მოინდომა, ქორწილისთვის გადანახული თანხით რამდენიმე პლასტიკურ ოპერაციას გაიკეთებს. დარჩენილ დროში ლიზამ ლიპოსაქციის, მკერდის და წარბების კორექცია, კბილების გასწორება უნდა მოასწროს. შემდეგ კი დემი მურის იერით უფალს მიებაროს.

ეშმაკი

გევინ პესლოუმ, 39 წლის ყოფილმა დარაჯმა და სატანის მიმდევარმა, 3 552 გირვანქა სტერლინგი გადაიხადა, რათა გაეკეთებინა ეშვები, გველისებური ენა და რქები. გევინმა იერის შესაბამისი სახელიც დაირქვა – დიაბლო დელენფერი, რაც თარგმანში ჯოჯოხეთის მოციქულს ნიშნავს. რქებს (ტეფლონის ორ ინპლანტანტს) გევინს ანესთეზიის გარეშე უნერგავდნენ თავში, ასევე ანესთეზიის გარეშე გაუჭრეს მას ენა და ყურები წაუწვეტეს. ასეთი ოპერაციების შემდეგ, ეშვების გაზრდა ელემენტალური იყო. უნდა ითქვას, რომ გევინი ყველაფერთან ერთად მწვანე, ხვლიკისებურ ლინზებს ატარებს, რაც მის გარეგნობას უფრო საშიშს ხდის.


скачать dle 11.3