კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხელმოხვედრილი

თავისუფლების ლოკომოტივი

მას შემდეგ, რაც ტელეკომპანია „იმედს“ ბ-ნი არველაძის ეკონომიკურ განვითარებაში გამოცდილი ხელი მოხვდა, საინფორმაციო გამოშვებებმა სულ სხვა იერი შეიძინა. ამ მიმართულებით გამორჩეულია ის, რომ „ქრონიკისთვის“, ჩვეულებისამებრ, ისეთი ამბები ხდება ხოლმე ცნობილი, რომლებიც, მაგალითად, ქვეყნის პირველ პირს თავში ჯერ არც კი მომწიფებია. შესაბამისად, ამ თუ სხვა პირველწყაროს მეშვეობით, გასულ კვირას შევიტყვეთ, რომ პირველი პირი ქვეყნის ეკონომიკაში ისეთ ლიბერალიზაციას გეგმავს, მსოფლიო ლიბერალიზმის მამებს ყველაზე თამამ სიზმარშიც რომ არ ზმანებიათ. დიპლომატიიდან მოსული ეკონომიკური განვითარების მინისტრი (პოლოლიკაშვილი) გვაიმედებს, რომ ამ ინიციატივის შედეგად საქართველო ეკონომიკურად ევროპას კიდევ უფრო დასცილდება, მაგრამ, სამაგიეროდ, პოლიტიკურად გადაეჭდობაო. მეტიც, ცვლილებების შეტანა ამ ჩვენს მრავალჭირნახულ კონსტიტუციაშიც შევაო და, იცით, რატომ? იმიტომ, რომ ლიბერალიზაციის პროცესი შეუქცევადი გახდესო. მართალია, ჩვენთვის არავის დაუკონკრეტებია, როგორ აისახება კონსტიტუციით გასამყარებელი ლიბერალიზაცია იმ კერძო მესაკუთრეებზე, რომლებსაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ანუ პოსტრევოლუციურ საქართველოში კერძო საკუთრებაც აუტირეს და დედებიც მიუყოლეს, მაგრამ მინისტრ პოლოლიკაშვილის შეფასებით, საქართველომ ხელიდან არ უნდა გაუშვას ლიბერალიზაციის მეშვეობით გამდიდრების შანსიო (ამ შეფასებაზევე ეტყობა, რომ ბ-ნმა პოლოლიკაშვილმა ადაპტაცია წარმატებით გაიარა და ეკონომიკას ისე აუღო ალღო, თითქოს ბავშვობიდან ეკმინისტრის სავარძელში მჯდარიყოს). ერთი სიტყვით, რაკი „იმედისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი“, ლიბერალიზაცია, პატარძლისა არ იყოს, არც ქართულ ეკონომიკას ასცდება (რაც, თუ გამდიდრებულს ვერა, ნასიამოვნებს მაინც დატოვებს). მეორე მხრივ, მართალია, წინასწარვე შეგვაგუეს, რომ ლიბერალიზაცია ქართულ ეკონომიკას ევროპულს დააშორებსო, მაგრამ, რაკი ამის შემდეგ „საქართველო ევროპული ქვეყნებისთვის ეკონომიკური თავისუფლების ლოკომოტივად იქცევაო“ (საწყალსა და ეკონომიკურ კრიზისში ჩაფლულ დასავლეთს ეკონომიკის ლიბერალიზაციაც კი ვერ მოუფიქრებია, რომ სიდუხჭირისგან თავი დაიხსნას), საკითხავიც აი, ის არის: მივიბათ თუ ჩვენ მივებათ (ჩვენივე ლოკომოტივით)?!



ნინო ხაჩიძე


скачать dle 11.3