კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ ამჩნევდა გიორგი მეგრელიშვილი მასზე შეყვარებულ ქალს და დააჩოქებს თუ არა მას ცოლი


მსახიობი, გადაცემა „ექსტრასენსთა ბრძოლის“ წამყვანი გიორგი მეგრელიშვილი რვა წლის წინათ დაოჯახდა. ისევე როგორც ყველა მამაკაცს, მასაც თავისი შეხედულება აქვს ოჯახთან დაკავშირებით. თუმცა, რატომ უჭირთ მამაკაცებს თავიანთი ნაკლის აღიარება, როგორ ცდილობენ, დამალონ შემთხვევითი ურთიერთობები იმისთვის, რომ ოჯახი არ დაენგრეთ, მართლა ამოსდით თუ არა მზე და მთვარე თავიანთ ცოლებზე და რას განიცდიან სინამდვილეში, როცა მათაც ღალატობენ, მათგან მაინც ყოველთვის გაუგებარი რჩება.



– გაიხსენე, როცა შეყვარებული იყავი და ცოლი მოიყვანე.

– საკუთარ თავზე, როგორც მეუღლეზე ცოტა რთულია საუბარი. ყველა იმას ამბობს, რომ კარგია თავის მეორე ნახევრისთვის. ჩვენ რვა წელია, ერთად ვართ და არ მგონია, ცუდი ქმარი ვიყო. მახსოვს, მესამე შეხვედრაზე ვუთხარი, ცოლად გამომყევი-მეთქი. ისე შემომხედა და ისეთი სიცილი დაიწყო, ჯობდა, უარი ეთქვა. რა ვქნა, გურული ვარ და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება ვიცი. დღემდე იხსენებს ჩემი ცოლი მესამე შეხვედრაზე როგორ მითხარი, ცოლად გამომყევიო. საერთოდ, რომ იცოდეთ, ქართველი კაცებიც ვემზადებით რაღაც ლამაზისა და გამორჩეულის სათქმელად, როგორ ვუთხრათ ჩვენს საყვარელ ქალს – მიყვარხარ.

– მართლა? მე მეგონა, ესეც ისეთი ადვილი იყო თქვენთვის, როგორც ვიღაც-ვიღაცეებთან ლოგინში კოტრიალი.

– ჰო, სექსი – ეს ყველაზე მთავარია. ზოგს თავისი სატრფო ეიფელის კოშკზე აჰყავს ან სადმე, ლამაზ რესტორანში, ვახშმობის დროს ბრილიანტის ბეჭედს უძღვნის ან მუხლებზე უჩოქებს და უხსნის სიყვარულს. ჩვენ, ქართველი მამაკაცები, არც ერთ შემთხვევაში არ ვიჩოქებთ. ქართველი კაცები მართლა ვართ აზიატები, რაღაცეები არ მოგვწონს. სულსწრაფი ვარ, მინდა, რომ ყველაფერი მოვასწრო, მაგრამ ასე არ გამოდის. არადა, შენელებულად ცხოვრებაც რთულია. მე და ჩემს ცოლს გვაქვს ხოლმე დღეები, როცა კაფეში მივდივართ და ვიხსენებთ, როგორ ვიჯექით შეყვარებულობის დროს საათობით და ვსაუბრობდით. ჩვენ წინ ცოლ-ქმარი სადილობდა, მთელი იმ დროის განმავლობაში ერთმანეთისთვის ხმა არ გაუციათ. ჩვენ კიდევ იმდენს ვლაპარაკობდით, არ გავჩერებულვართ. ვიფიქრე, ალბათ, დიდი ხნის ცოლ-ქმარია და სალაპარაკო აღარაფერი აქვთ-მეთქი.

– ცოლი მოგყავთ და მერე ნანობთ. რატომ?

– ვერ წარმომიდგენია, ცოლი რომ არ მომეყვანა და ეს რვა წელი შვილი არ გვყოლოდა. თუ ნანობ, ეს სასიამოვნო სინანულია. ის შეიძლება, ისე თქვა, ცოლი რომ გვერდზე გიზის და იცი, არ სწყინს. თუმცა, ქალმა შეიძლება, ისეთი რამ ჩაგადენინოს, რომ სულ დაივიწყო ის ქალიც, მასთან ურთიერთობაც და სიყვარული სიძულვილში გადავიდეს. ყოფილა შემთხვევა, არც კი ვიცნობდი ქალს და გამიგია, თურმე ვუყვარდი. სულ ჩემ გვერდით ტრიალებდა და მე ვერ ვამჩნევდი. დღემდე ვერ ვხვდები, რის გამო დამალა. მეც ხშირად მითქვამს ქალისთვის, რომ მომწონს, ახლა არ ვამბობ, თორემ...

– ვითომ?

– არ შეიძლება, ერთი თქვა და მეორეს ფიქრობდე. შეცდომებს ყველა მამაკაცი უშვებს, ჯერ არ მინახავს ისეთი, შეცდომა არ დაეშვას, მაგრამ, ეს არ უნდა იქცეს შენი ცხოვრების წესად და არ უნდა იყოს აშკარა. რომანს არ გავაბამ, თორემ შეხედვით შევხედავ, რატომაც არა?! თუ ძალიან გადაირია ქალი ჩემზე, მაშინ არ ვიცი. ჯერ არ მქონია ასეთი შემთხვევა. აი, მარტო მე და შენ რომ ვიყოთ, გეტყოდი, მაგრამ მთელმა თბილისმა რომ ილაპარაკოს, ასე არ გამოვა.

– შენ ჩემთვის ყველა ვარიანტში რესპონდენტი ხარ და აბა, როგორ არ დავწერო ის, რაც ყველაზე მეტად მინდა შენგან.

– მაინც გინდა, ხომ, რომ რაღაც გითხრა? არ მქონია, ბატონო, არა. მოდი, მაშინ ასე ვთქვათ. როგორც ქალს სიამოვნებს ბევრი თაყვანისმცემელი, ასევე სიამოვნებს კაცსაც. შეიძლება, ვიღაც მოვიდა ჩემთან და თავისი გრძნობის შესახებ მითხრა, დაველაპარაკები, ავუხსნი, რატომ არ გამოვა არაფერი. მერე, არ ვიცი, რა მოხდება. ისეც ხომ ხდება, რომ დავატყვევო, მოვაჯადოო სიყვარულით, მაგრამ თუ იქიდან არ მოდის იმპულსი, ტყუილია ეგ ამბავი. ვერ წარმომიდგენია, ჩემი სანდროს დედა როგორ უნდა გავცვალო სხვაში, იმიტომ კი არა, რომ ჩემი შვილის დედაა.

– ძნელია, იყო ქმარი, თუნდაც მაშინ, როცა საქმე არ გაქვს და შინ ზიხარ. ქალებს ხომ გვაღიზიანებს, როცა გვერდით უსაქმური მამაკაცი გვყავს. ალბათ, გქონია ასეთი მომენტებიც?

– ჩვენ საკმარისად დიდხანს ვიყავით ერთად, სანამ დავქორწინდებოდით. ასაკთან ერთად გავიაზრე რა იყო ეს და ორი-სამი წლის შემდეგ მოვირგე ქმრის სტატუსი. ყველანაირად ვცდილობ, ის პასუხისმგებლობა შევასრულო, რაც მაკისრია. თუმცა, თუ რაღაც არ გამომდის, არ მყავს ისეთი ცოლი, რომ მიმითითოს – იცი, რა, შენ ეს არ გამოგდის, მაგრამ უნდა გააკეთო. ჩემი ცოლისგან ასეთი აგრესია არ მიგრძვნია. პირიქით, მაგ დროს ცოტა ისეთი ხდები, უხერხულადაც კი გრძნობ თავს და გინდა, გითხრას – ეს შენ უნდა გესმოდეს. ვიცი, ისეთი ცოლებიც, რომ ვერ ითმენენ და პირდაპირ ეუბნებიან ქმარს სათქმელს. ესეც ჩვეულებრივი, ჯანსაღი ურთიერთობაა და არაფერია ამაში გასაკვირი. ზოგჯერ ხდება, რომ შენი საქმის გამო ოჯახისთვის დრო არ გრჩება. იმას რომ მიხედო, მაშინ შენი საქმე უნდა დაივიწყო. თავისთავად, ამ ცხოვრებაში ყველაფერი მძიმეა. რას იზამ. ჩემი პროფესიაც ვიღაცისთვის შეიძლება აუტანელია. როცა არ გსიამოვნებს, მაშინ ყველანაირ სიმძიმეს გაურბიხარ. თუ მაქვს საშუალება, ვაკეთებ. ვისთვის მინდა ყველაფერი? ჩემი შვილისთვის, არა?! უამრავი ადამიანი არსებობს ისეთი, ვისაც შეუძლია დაგეხმაროს, არსებობს ბანკები. რაღაცნაირად ვცდილობთ, თავის გატანას. მინდა, ბევრი გადაღება მქონდეს. როცა დიდ და კარგ პროექტებში ხარ დაკავებული, თავისთავად, ანაზღაურებაც კარგი გაქვს. ყველაზე დიდი ბედნიერებაა, როცა შენი საქმით შოულობ ფულს. შეიძლება, კაპიტალი დააგროვო და ბიზნესიც წამოიწყო, მაგრამ, როდესაც ამ ყველაფერს შენი პროფესიით აკეთებ, სხვაა. მქონია გაჭირვების პერიოდებიც, ათი-თორმეტი წლის წინ, როცა მშობლებთან ვცხოვრობდი. გაჭირვებამ შეიძლება ბევრი საშინელებაც ჩაგადენინოს, მაგრამ ეს გაჭირვებაც იმიტომ მოდის, რომ შენ გამოგცადოს. ალბათ, ყველაზე კარგი იქნებოდა, პირადი აგენტი თუ პროდიუსერი მყოლოდა, რომელიც ჩემთვის იმუშავებდა.

– რეალურად ხომ ვიცით, რომ ოჯახებში არ არის ასეთი ჰარმონიული ურთიერთობები? რატომ მატყუებ, მეგრელიშვილო?

– იმდენად არაჩვეულებრივი ადამიანი მყავს გვერდით, რომ სიბრაზესაც არ აღიქვამს სერიოზულად. შეიძლება, ეწყინოს და მითხრას, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება. ძალიან ბევრი ქალია, რომელიც წყენას ვერ ითმენს. თუ ნინოს რაღაც ჩემში არ მოსწონს, მეტყვის. ასე რომ, ჩვენთან ყველაფერი ჩვეულებრივად არის. ზოგჯერ, შეიძლება, რაღაცამ შემიშალოს ხელი, როცა სცენარს ვკითხულობ ან პირიქით, იმ მომენტში სწორედ ის მჭირდებოდეს. ზოგჯერ ეგეთი კაპრიზებიც მაქვს.

– იცი, როგორ მაინტერესებს, შენ როგორი ხარ?

– მიყვარს დისციპლინა, თუმცა, არც ძალიან პედანტი ვარ. სულით მაინც ხულიგანი ვარ, ოღონდ, კარგი გაგებით. თუ რაღაც გატყდა და ვიცი, რომ ძალიან კარგი წებო მაქვს, ხელოსანთან არ წავიღებ, თვითონ გავაკეთებ. არაჩვეულებრივ შვრიის ფაფას ვამზადებ რძით. სიგიჟემდე მიყვარს ხორცი, მაგრამ ვერ ვაკეთებ. შეიძლება შევწვა, ვიღაცამ შეხედოს და მითხრას – ასე არ იწვებაო. ამბობენ, მამაკაცს უფრო კარგი ხელი აქვსო, თუმცა ვერ ვხვდები, რატომ მიაჩნიათ ასე? ქალებს უფრო კარგი ხელიც გაქვთ და თვალიც. შეიძლება, ქალის გაკეთებული ისეთი კარგი იყოს, რომ თქვა, ასეთი მე ნამდვილად არ გამომივიდოდაო. საერთოდ, ქალია მთავარი ღერძი, ის აძლევს მამაკაცს სწორ მიმართულებას – საითკენ წავიდეს.

– რვა წლის შემდეგ როგორია თქვენი ურთიერთობა ლოგინში, რა გაღელვებთ, რა აღარ მოგწონთ?

– მანდ ყველაფერი კარგად არის. დეტალებში ვერ მოგიყვები ჩვენს ამბავს, მაგრამ მართლა რიგზეა. საშინაო დავალებებს ყოველთვის ვაკეთებთ. მგონი, ახლა უფრო მეტად მონდომებული ვართ, ვიდრე ვიყავით, იმიტომ რომ უფრო კარგად ვიცნობთ ერთმანეთს. ეს ამბავი საჭიროა, როცა იკარგება, ის ცოლქმრობა აღარ არის. ისეთი ოჯახებიც ვიცი, ქმარი მიდის ხუთი წლით სადღაც, რაღაც მატერიალურის გამო და ცოლთან არაფერი აქვს. მაგრამ, ესეც, თავისთავად, შეიძლება, მაგარი ცოლქმრობა იყოს. ოჯახი არ ინგრევა. თუ ადამიანთან ცხოვრობ, უნდა გინდოდეს, რომ მასთან სექსიც გქონდეს.

– ეგ რომ მარტო ცოლთან გინდოდეთ კაცებს, რა კარგი იქნებოდა...

– სხვებს მარტო ვუყურებთ, ბატონო... რა ვქნათ, არ ვუყუროთ? ისეთ ქალს გამოუვლია ქუჩაში, ჩემს ცოლს უთქვამს, ნუ იხედებიო. არ მინდა, ეჭვის საბაბი მივცე, მაგრამ გეუბნები, შეცდომა ყველა მამაკაცს მოსვლია. ვისაც არ ჰქონია ასეთი რამ, მინდა, მათ წინაშე თავი დავხარო და ვუთხრა – ყოჩაღ! ვერც იმას ვიტყვი დარწმუნებით, რომ ცოლს ჩემთვის არ უღალატია, როგორც მე – მისთვის-მეთქი. დარწმუნებით ვერაფერს იტყვი. ფლირტი მქონია, პროფესია მაქვს ასეთი. ბოლოს და ბოლოს, უამრავი ისეთი სექსის სცენა მქონია გადაღებებზე, რომ არ ვიცი... ამ დროს ჩემი ცოლი ხომ უყურებს ამას. ერთხელ მითხრა კიდეც, რა იყო, არა გრცხვენიაო?

– ახლა არ მითხრა, უბრალოდ სცენაა და არაფერს განვიცდიო.

– თუ კარგად მიხდიან, უფრო კარგად ვაკეთებ, სასიამოვნოდ განვიცდი, მაგრამ რომც გინდოდეს, იქ ნაკლებად არის შანსი, რაღაც გააკეთო. ათასი კამერა და ადამიანი გიყურებს.


скачать dle 11.3