კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თარსი პუშკინი, ვიდეოკასეტა და პენსიაზე გასული მილიციელი


თარსი ვიდეოოპერატორი

„მურში“ ერთი ვიდეოოპერატორი გვყავდა, გვარად პუშკინი, რომელიც ფარული ვიდეოგადაღების უბადლო ოსტატი იყო. თუმცა, ერთი კურიოზული შემთხვევის შემდეგ მას ყველა ჭირივით ერიდებოდა, რადგან ფიქრობდნენ, რომ თარსი იყო და უბედურება მოჰქონდა.

ერთი საპენსიო ასაკის უფროსი გვყავდა, რომლის გვარსაც შეგნებულად არ ვასახელებ. კარგი კაცი იყო და ჩვენთან საკმაოდ თბილი, შეიძლება ითქვას, მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა. მას განსაკუთრებით პუშკინი გაუშინაურდა და საველიჩს (ასე ვეძახდით ჩვენს უფროსს) ლამის შენობით მიმართავდა.

ერთხელ პუშკინი ერთ საქმოსანს უთვალთვალებდა. უფროსობის დავალებით მას მისი ყველა შეხვედრა ვიდეოფირზე უნდა გადაეღო და შემდეგ პირდაპირ საგამოძიებო სამმართველოსთვის გადაეცა საველიჩის გვერდის ავლით, რასაც ჩვენი შინაგანაწესი არ კრძალავდა.

ერთ მშვენიერ დღეს საველიჩის კაბინეტში ვსხედვართ და ვთათბირობთ. ამ დროს პუშკინი შემოვიდა და თქვა:

– ძმებო, მასალა გადავიღე?! – ჭკუაზე შეიშლებით! ერთი ნახეთ, რა დღეშია ჩვენი საქმოსანი!

– პუშკინ, – უთხრა საველიჩმა, – რა ხანია, ამ კასეტას საგამოძიებოში ელოდებიან. ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს, ზემოთ აიტანე.

– მოიცა, საველიჩ, მე შენ აქ კადრებს გიჩვენებ, თვალს ვერ მოსწყვეტ, – თქვა პუშკინმა. შემდეგ კასეტა ვიდეომაგნიტოფონში ჩადო, ჩართო და თქვა: საველიჩ, ერთი, ორი, ჰოპ...

ამ დროს ტელეეკრანზე ნაცნობი საქმოსანი და ახალგაზრდა ქალი გამოჩნდნენ, რომლებიც სექსით იყვნენ დაკავებული. ჩვენ ყველანი მართლაც ვერ ვწყვეტდით ამ კადრებს თვალს. პუშკინი კი გაჭიმული იდგა და საველიჩს ეუბნებოდა:

– როგორია, ჰა, საველიჩ, ხომ კარგი იქნებოდა ამ ქალის „კრუგში“ გაშვება?

საველიჩი კი ჯერ მდუმარედ უყურებდა ამ კადრებს, ბოლოს გული წაუვიდა და ძირს დაეცა.

საუბედუროდ, ის ქალი საველიჩის ახალგაზრდა ცოლი აღმოჩნდა. ჩვენი უფროსი საავადმყოფოში წაიყვანეს და იქიდან გავიდა პენსიაზე, პუშკინი კი სხვა განყოფილებაში გადაიყვანეს.

პოლკოვნიკ ოთარ მელიას

ნაამბობის მიხედვით მოამზადა


скачать dle 11.3