კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
აგვისტო 2020 (148)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)

როგორ უმასპინძლა ჰაჯი მახაჩელმა ქართველებს და რატომ იყვნენ პარლამენტში შეყრილი პათოლოგები, ჭკვიანები და სულელები


ყოფილი პარლამენტარი და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ბევრ ნომინაციაში გამარჯვების შემდეგ ქალაქის დარდიმანდადაც მონათლეს, რადგან ტრადიციულ ქართულ სუფრას თუ პარლამენტის სხდომაზე ყოფნის დროს, თავისი სიტყვაკაზმულობით იგი ხშირად ექცეოდა ყურადღების ცენტრში. ბატონი გერმანე ფაცაცია ჩვენი რუბრიკის სტუმარია და საინტერესო ისტორიების გახსენებას შეეცდება.


კვინტესენცირებული ტკივილი და ხათუნა გოგორიშვილის ყბაში ჩავარდნა

გამოვდივარ სიტყვით პარლამენტის სხდომაზე და აფხაზეთის თემატიკაზე ძალიან ტკივილიან სიტყვას ვამბობ. ამ დროს ამიხირდა „აღორძინების“ ერთ-ერთი დეპუტატი, რომლის არსებობა კაციშვილმა არ იცოდა. მაგრამ, ეტყობა, რაღაც დავალება მიიღო და კრიტიკა დამიწყო. მე ვუთხარი, შენი არსებობა არ გამიგია, მაგრამ ვალდებული ხარ, მომისმინო, როცა მე ჩემი კვინტესენცირებული ტკივილის პრეზენტაციას ვახდენ-მეთქი, აი, ეს დაიხვია ხელზე ხათუნა გოგორიშვილმა და მითხრა, საიდან მოიტანე ეგ ფრაზები, რამ გათქმევინაო. მე ვიუარე – გეშლება, მასე არ მითქვამს-მეთქი. ის აპარატის უფროსი იყო, მის ხელში იყო ყველაფერი, ამოჭრა ჩანაწერი და მანახვა. იმის მერე არ დაუტოვებია ღამისა თუ დღის შოუები, რომ ეს ამბავი არ მოეყოლა. მოკლედ, როგორც იტყვიან, ხათუნას ყბაში ჩემი მტერი ჩავარდა.

პლასტელინის კაცები და სამში ერთი პრეზიდენტი

მოგეხსენებათ, იმ საშინელი გადატრიალების მერე, რასაც სამხედრო პოლიტიკური გადატრიალება ერქვა, მოსკოვიდან შევარდნაძე ჩამოაბრძანეს. მას იმ პერიოდში ლეგიტიმაცია სჭირდებოდა. ჩემდა გასაკვირად, მოულოდნელად აღმოჩნდა, რომ თურმე, მხარდამჭერები მრავლად ჰყავდა. მერე კი, ისე მოხდა, რომ შევარდნაძისტების ქეიფში აღმოვჩნდი და ვისმენ ედუარდის ზეაღმატებულ აპოლოგიას, მაგრამ ამაში ვერ ვმონაწილეობ. ამიტომ, ყურს ეხამუშებოდა ის სიტყვები, რასაც მისი მისამართით წარმოთქვამდნენ. ეს უკმაყოფილება სახეზეც კი შემატყვეს და შენიშვნა მომცეს – რაღას ქეიფობ ჩვენთან, თუ არა ხარ ჩვენი თანაზიარიო. მე ვუპასუხე, როგორ არ ვარ, გაცილებით გადაგაჭარბებთ ახლა შევარდნაძის პიროვნების წარმოჩენაში-მეთქი. სუფრასთან მსხდომებს, რომლებიც შევარდნაძის ფანები იყვნენ, გაუბრწყინდათ სახეები – მაინც რა უნდა თქვა ამისთანაო. მე ვუპასუხე, შევარდნაძე, მართალია, აწ უკვე ყოფილი, მაგრამ, მაინც საქართველოს სამში ერთი პრეზიდენტია-მეთქი. ამაზე, რა თქმა უნდა, შევარდნაძე გამომესარჩლა – რას ბედავ შენ, პრეზიდენტი ვარ თუ ვინა ვარო. იყო ხარხარი, რადგან იქ რა საზოგადოებაც იჯდა, იყვნენ პლასტელინის კაცები, რომლებსაც ნებისმიერ დროს, როგორც გინდოდა, ისე გამოძერწავდი.

მოგებული ნიძლავი, სხდომის ჩაშლა და ფოიეში გარჩეული საქმე

მინდა, ის პერიოდი გავიხსენო, როცა პარლამენტის სხდომები „იმელის“ შენობაში იმართებოდა. ეს იყო მართლაც წარმოუდგენელი მრავალფეროვნება: თუ ვინმე არსებობდა საქართველოში – შტერი იქნებოდა, სულელი, მოაზროვნე თუ პათოლოგი – ყველა ერთად იყო შეყრილი ამ პარლამენტში. მაშინ მძიმე პერიოდი იყო – დენის დანახვაც კი ხალხში ოვაციებს იწვევდა. ერთხელ, სიცივეა, დენი არა არის, თვით „იმელის“ შენობაშიც კი, ჩართულია ეგრეთ წოდებული „დვიჟოკი“ და ამგვარად ვმუშაობთ. პარლამენტარებს ცხვირ-პირი ჩამოგვტირის, ისე ვსხედვართ და არავინ არაა მუშაობისა და, თუ გნებავთ, პოლემიკის ხასიათზე. ამ დროს მოვიდა ჩემთან ბეჟან ხურციძე და მეუბნება, რამე ვქნათ ისეთი, რომ სხდომა ჩავშალოთ. თუ ამას მოახერხებ, პურ-მარილს ვკისრულობო. მეც დავეთანხმე, რადგან იმავეს ვფიქრობდი. როცა შესვენება გამოაცხადეს, ფოიეში შევეჩეხე ედუარდს. მე, ცოტა არ იყოს, ნასვამი ვიყავი, და მან საყვედური მითხრა – არ უნდა იცოდე, ვისთან უნდა დალიოო? თურმე, ნუ იტყვით და, ვისაც მე დავალევინე, იმან შესვენებამდე შევარდნაძე უკანასკნელი სიტყვებით გამოლანძღა. თემურ მირიანაშვილმა კი მე „ჩამიშვა“ – იმას გერმანემ დაალევინაო. მეც არ დავუთმე – ამისთანა ამბებს მე არავის, მით უმეტეს, სახელმწიფო მეთაურს, არ ვუთანხმებ-მეთქი. თან, მიზეზს ვეძებ, რომ სხდომა ჩავშალო და ბეჟანმა პურ-მარილი იკისროს. მივადექი მიკროფონს. ცხონებულ ვახტანგ გოგუაძეს მიჰყავდა სხდომა და გვერდით უზის ედუარდი. ვთხოვე, მაგრამ ვახტანგმა არ მომცა სიტყვის თქმის უფლება. როცა სხდომაზე ვახტანგს ვუსაყვედურე შინაურს ასე არ ექცევიან-მეთქი, მიპასუხა მღვდელი არ შეიძლება, შინაური იყოსო, მე ვუთხარი, პროცედურაზე რომ არ მომცე სიტყვა, უფლება არ გაქვს-მეთქი. როგორც იქნა, მომცა სიტყვა და მაშინვე გამოვაცხადე: – ბატონო ედუარდ, რაც იქ ფოიეში, შესვენების დროს მოხდა, აქ უნდა გავუკეთო კომენტარი: თქვენ მე ყოველთვის მაძაგებდით, მე კი ყოველთვის გაქებდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თურმე, ორივენი მწარედ ვცდებოდით-მეთქი. ამის თქმა იყო და დარბაზში ისეთი ხარხარი ატყდა, რომ სხდომა ჩაიშალა. ბეჟანმა კი მართლაც შეასრულა სიტყვა და იკისრა პურ-მარილი.

ქალაქელი დარდიმანდი, დაწერილი ნომინაცია და სასმელებით გამოტენილი მაცივარი

ჩემი სმა არავის უკვირდა, რადგან, თურმე, 3 წლის ვყოფილვარ, ღვინო რომ მომითხოვია. მას მერე მიყვარს ეს დალოცვილი სასმელი და ვეღარ გადავეჩვიე. სხვათა შორის, ადრე ჟურნალისტებმა დააწესეს ნომინაციები, პარლამენტარებისთვის: თუ ვინ იყო პარლამენტარებიდან „ყველაზე მსმელი“, „ყველაზე მწეველი“, „ყველაზე მექალთანე“ და „ყველაზე სიმპათიური“. თქვენ წარმოიდგინეთ, ისე მოხდა, რომ ლამის მე გავიმარჯვე ყველა ნომინაციაში. მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ყველაზე სიმპათიურად რომ დამასახელეს, მაინც გამიკვირდა, რადგან გიორგი კობახიძის დასახელებას ვვარაუდობდი, მაგრამ მოწევასა და სმაში რომ ვერავინ „გადამიჯოკრავდა“, ზუსტად ვიცოდი. თუმცა, მექალთანეც ვიყავი – ამას ვაღიარებ. მე, ეტყობა, დანარჩენ ნომინაციებში რომ ვლიდერობდი, მერე კობახიძეს ეს ნომინაციაც „დავაწერე“. სულ მუდამ ჟურნალისტების გვერდით ვტრიალებდი, სულ ბუფეტში ვიყავი გამოჯგიმული და ამიტომაც ვუყვარდი ბუფეტის თანამშრომლებს. მქონდა ფული თუ არა, იქიდან ვერ მაგდებდნენ და მერე ისე შემეჩვივნენ, რომ აღარ ვენახე იქაურ პერსონალს, მომისაკლისებდნენ ხოლმე. მეხვეწებოდნენ, ოღონდ მოდი და „პოსლეზეც“ თანახმა ვართო. იმ დროს გამოჩნდნენ ფულიანი პარლამენტარებიც და შევიძინე ისეთი მეგობარი, როგორიც ზურაბ ახმეტელია. მან თავისი სამუშაო ოთახის გასაღები მომცა და იმის ოთახში გამოტენილი მქონდა მაცივარი სასმელებით. ამის მერე ვიღაცას ეგონება, რომ ჩვენ არ ვმუშაობდით, მაგრამ ეს მომენტებიც იყო თანმდევი, რადგან ყველა ქართველში ვაზისა და ღვინის ღვთაება თანაბრად ზის. მით უმეტეს, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ადრე ჟურნალისტებმა მე თბილისელ დარდიმანდად მაღიარეს. ახლა კი, დარდიმანდი კი არა, საშინლად დადარდიანებული ვარ, რადგან მთელი ქართული ისტორია ეფუძნება იმას, რასაც ჰქვია ტრადიცია, რომელიც ამავდროულად ჭეშმარიტებაცაა. ქართველობა და მართლმადიდებლობა არის ერთმანეთის სრული თანხვედრა და, თუ დავრწმუნდი, რომ ამას გაქრობა ემუქრება, მაშინ აღარ მინდა სიცოცხლე და ესაა. არ მინდა მე ევროპიზაცია, რადგან ჩვენ ვართ გამორჩეული ერი, ეს მართალია.

დაღესტანში მოგზაურობა, ჰაჯი მახაჩელის მასპინძლობა და ვიღაც კრეტინის ლანძღვა

დაღესტანში ვართ მე, ჩემი მეგობარი თორნიკე ფიფია და ბორის კაკუბავა. იქ გვიმასპინძლა დაღესტნის უგვირგვინო მეფემ, ჰაჯი მახაჩელმა, რომელიც იმავდროულად შამილის საზოგადოების პრეზიდენტიც იყო. მან თავის სასახლეში მიგვიპატიჟა, უზარმაზარ ეკრანზე ჩართო კადრები, თავისი გამოსვლები გვანახვა. მაგრამ, მე არ ვიცი, რომ ისაა, რადგან ჩვენთან შეხვედრისას ბოხოხივით ქუდი ედო თავზე და ხეირიანად არც უჩანდა სახე, ამიტომ არ ჰგავდა ეკრანზე გამოსახულ მთავარ პერსონაჟს. ამეშალა ნერვები უაზრო კადრების ყურებით, თან, გვერდით გადასარევი სუფრაა გაშლილი, ნერწყვს ვყლაპავ, ისე ვარ. გაცხარებულ გულზე ბორისს ვეუბნები რუსულად – ვინაა ეს კრეტინი, რომ გვაყურებინებს ამ ტელევიზორს-მეთქი? ბორისმა თვალები დამიბრიალა – ვინც ჩვენ წინ ზის, ის კაცია და კრინტი არ გავიგო შენიო. ჰაჯიმ გაიგო, თურმე, რაც ვთქვი, მაგრამ არ დავიბენი, მაშინვე სიტყვა გადავთქვი – აუ, ამაზე გენიალური კაცი ჯერ არ მინახავს, რა მაგარი ვინმეა-მეთქი. ჰაჯის გაეცინა ჩემს რეაქციაზე და სიცილი აუტყდა. მეც, ვუთხარი, ნუ მიწყენ და, ამისთანა სუფრის გვერდით რა დროს ისლამური ცერემონიების ნახვაა-მეთქი. მერე კი გადავინაცვლეთ სუფრასთან და კარგად მოვილხინეთ.

კომუნიკაბელური კაცი, ერთდღიანი კონტაქტი და რუსეთის აგრესიის მსხვერპლი

ჩავედი ვლადიკავკაზში, სასტუმროში ვარ გაჩერებული. იქიდან გამომდინარე, რომ კომუნიკაბელური კაცი ვარ, ლამის მთელი სასტუმრო გავიცანი. მერე მითხრა სასტუმროს ადმინისტრატორმა, აქ ჩვენ საინტერესო სიტუაციები გვაქვსო. რომ დავინტერესდი, რაზე იყო საუბარი, გამანდო, აქ ერთი კარგი, წესიერი გოგოა, ერთდღიანი კონტაქტისთვის სერიოზულ მამაკაცს ეძებს და ასეთს ხომ არავის იცნობო? მეც ჩავიქირქილე: რაღა შორს მიდიხარ, მასეთი მე ვარ-მეთქი. შემოიყვანეს ის გოგო ნომერში ჩემთან, როგორც სერიოზულ კაცთან, თან, ოთახში არიან ჟურნალისტი, ოპერატორი და ბორის კაკუბავა. მათ ეს შეხვედრა დააფიქსირეს, მერე კი ყველა გავუშვი და ამ გოგოს ვეკითხები, რა თანხას ითხოვდა, თან, ვაძლევ ფურცელსა და კალამს და ვეუბნები, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე უნდა დაწერო განცხადება, უნდა აღნიშნო, რა ანაზღაურებაც გინდა. ამას გადავუგზავნით მას ფაქსით და მერე მოგვახსენებს, გადმოგვირიცხავს თუ არა აღნიშნულ თანხას-მეთქი. იმ გოგოს არ გაუკვირდა და დიდი სერიოზულობით წერდა, რასაც ვკარნახობდი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ტექსტის შინაარსი ასეთი გამოვიდა: რუსეთის იმპერიამ საქართველოში მრავალნაირი აგრესია ჩაიდინა, მათ შორის, სექსუალურიც – წაგვართვა მამაკაცები. მან რუსი ქალების მეშვეობით წამართვა მე ქმარი და, ამდენად, ვარ რუსეთის სექსუალური აგრესიის მსხვერპლი. ამდენად, გთხოვთ, მომცეთ ნება, ამა და ამ თანხის საფასურად, საქართველოს პარლამენტის წევრთან ერთი ღამე გავატაროო.

გოგონამ ეს განცხადება ისე დაწერა, რომ მის ძალის კანონიერებაში ეჭვიც არ შეჰპარვია. მერე ვუთხარი, მოდი, გადავცემ ამ განცხადებას ჩვენს უხუცესს-მეთქი. ბორის კაკუბავამ მთელი სერიოზულობით წაიკითხა ეს განცხადება და პასუხს მალე გეტყვითო – დაგვამშვიდა. თხუთმეტ წუთში თანხმობა მივიღეთ. იმ გოგოს, რა თქმა უნდა, ფული სჭირდებოდა, რაც მთელი ამ პოლიტიკური პრეისტორიის შემდეგ მივეცი.


скачать dle 11.3