კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

უორენ ბაფეტთან ლანჩი 1,68 მილიონი ღირს

ნიუ-იორკის ერთ-ერთ რესტორანში მსოფლიოს ყველაზე ცნობილ ინვესტორსა და უმდიდრეს ადამიანთან, უორენ ბაფეტთან ლანჩი 1,68 მილიონ დოლარად გაიყიდა. ამ თანხამ ანალიტიკოსების ყველა პროგნოზს გადააჭარბა ეკონომიკური კრიზისის პირობებში. ინტერნეტ-აუქციონი „იბეიზე“ ბაფეტთან ლანჩის თაობაზე 22-დან 26 ივნისამდე გრძელდებოდა. თანხა, რომელიც ბაფეტთან ვახშმის სანაცვლოდ შემოვიდა, საქველმოქმედო ფონდ „გლაიდის“ ანგარიშზე ჩაირიცხება, რომელიც უსახლკაროებს უწევს დახმარებას. აღსანიშნავია, რომ ამგვარ საქველმოქმედო ლანჩებს ცნობილი მილიარდერი ყოველწლიურად მართავს. წლეულს მეტი ეფექტისთვის ვახშამს მისი საინვესტიციო ფონდის მაღალჩინოსნებიც დაესწრებიან. ლანჩის მსვლელობისას შესაძლებელი იქნება მათთვის კითხვების დასმა. აღსანიშნავია, რომ წელს უორენ ბაფეტი იმ მილიარდერ ბიზნესმენებს შორის მოხვდა, რომლებიც ფინანსურმა კრიზისმა დააზარალა. „ფორბსის“ რეიტინგის მიხედვით, გლობალური ეკონომიკური კრიზისის შედეგად ბაფეტმა ძალიან იზარალა და 25 მილიარდი დოლარი დაკარგა. მისი ამჟამინდელი ქონება 37 მილიარდს აღწევს.

скачать dle 11.3