კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ცხოვრებისეულ ეტაპზე უნდა ერიდოთ აზარტულ თამაშებს და როდის უნდა წამოიწყოთ ახალი საქმე


თითოეული ჩვენგანი, ყოველ წელიწადს გადის შვიდ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ეტაპს. ეს შვიდი ეტაპი ასტროლოგიურ დონეზე საგრძნობლად გაგიადვილებთ არსებობას. მათი ცოდნა ყველა ადამიანისთვის აუცილებელი და საჭიროა.

ცხოვრებისეული ეტაპები საკმაოდ ადვილად დასაანგარიშებელია. მათი გამოთვლა ხდება დაბადების დღიდან და 52 დღე გრძელდება. ეს იქნება თქვენი პირადი ცხოვრებისეული ეტაპი.

მორიგი ეტაპი იწყება განვლილი 52 დღის შემდეგ. კვლავ გადათვალეთ 52 დღე. ეს კი იქნება მეორე ცხოვრებისეული ეტაპი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში დაბადების წელს არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება. ბოლო მეშვიდე ეტაპი სრულდება დაბადების დღის წინ.

ასე რომ, გამოთვალეთ თქვენი ცხოვრებისეული ეტაპი და გაერკვიეთ, რას გიქადით ასტროლოგიური კუთხით ბედი.

პირველი ეტაპი – თვითგამოვლენის პერიოდი. საუკეთესოა ჩანაფიქრების განსახორციელებლად. გავლენიან ადამიანებს მიმართეთ დასახმარებლად. ადვილად წარიმართება ამ პერიოდში დაწყებული ახალი საქმე. კარგია ბიზნესში კაპიტალის დაბანდება და ავტორიტეტის ამაღლება.

მეორე ეტაპი – ცვლილებების დრო. კარგია საქმიანი მივლინება, დასვენება, მოგზაურობა, ავტომობილის ყიდვა ან გაყიდვა, საზოგადოების წინაშე გამოსვლა და აქტიური მოქმედება: ნუ დაიწყებთ ამ პერიოდში ახალ საქმეს, ან ნუ წამოიწყებთ ბიზნესს. ნურც აიღებთ და ნურც გასცემთ ვალს. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს.

მესამე ეტაპი – ენერგიის მოზღვავების დრო. აშკარად იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, რაც დაგეხმარებათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში. კარგია ბინის ან მანქანის ყიდვა-გაყიდვა. ერიდეთ ახალ სასიყვარულო კავშირებს, კონფლიქტებს, მაღალია ფარული მტრების გამოჩენის შესაძლებლობა, ამიტომ იყავით ფრთხილი და წინდახედული.

მეოთხე ეტაპი – შემოქმედებითი იღბლიანობის დრო. ეს პერიოდი იღბლიანია შემოქმედებითი საქმიანობისთვის და იმ ადამიანებისთვის, ამ სფეროში რომ არიან დაკავებულნი. ადვილად შეძლებთ იდეების განხორციელებას, რადგან ფორტუნა თქვენს მხარეს იქნება. მოიმატებს მომავლის რწმენა. ეს პერიოდი არ ვარგა ახალი სასიყვარულო კავშირებისა და მსხვილი შენაძენებისთვის.

მეხუთე ეტაპი – წარმატებების პიკი. თქვენს აზრს ბევრი გაითვალისწინებს, ისარგებლეთ გარშემო მყოფთა ნდობით. იყავით მეტად კომუნიკაბელური, ნუ იქნებით მორცხვი. დაამყარეთ ახალი კონტაქტები, გადაწყვიტეთ იურიდიული საკითხები, აწარმოეთ მოლაპარაკებები პარტნიორებთან. გააკეთეთ მნიშვნელოვანი შენაძენები, დააბანდეთ ფული საქმეში, მაგრამ, დაიცავით წესები და კანონები.

მეექვსე ეტაპი – დასვენების დრო. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას და გართობას. კარგია მეგობრებთან ურთიერთობა, რომანტიკული კონტაქტები. კარიერაშიც წარმატებები გელით. არ დაგენანოთ ფული დაახარჯოთ საყვარელ ადამიანებს. ადვილად შეძლებთ ნებისმიერი ადამიანის გულის მოგებას. თამამად დააბანდეთ ფული ნებისმიერ პერსპექტიულ პროექტში.

მეშვიდე ეტაპი – ანალიზის დრო. კარგად გააანალიზეთ ცხოვრებაში მიღებული გამოცდილება. ადვილად მიხვდებით, სად დაუშვით შეცდომა და რა გიშლით ხელს წარმატებების მიღწევაში. დასახეთ შემდგომი პერიოდის გეგმები, ნუ იჩქარებთ ძველი კავშირების დარღვევას. ნუ აჰყვებით ემოციებს, რადგან ეს დრო მალე გაივლის და თქვენ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვალთ.


скачать dle 11.3