კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა მოარიდოთ პირადი ჰიგიენის საშუალებები უცხო თვალს და როდის დგება ადამიანისთვის ფინანსური კრიზისის პერიოდები


რემონტის და სახლში დიზაინის შეცვლის სეზონია. ყველა ცდილობს, ბინა უკეთ მოაწყოს და ზამთარში, ჩაკეტილ სივრცეში, კომფორტულად, ბედნიერად და მშვიდად იგრძნოს თავი. როგორც ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნინო ამბობს, ბინის ინტერიერის სწორად შერჩევაა თქვენი ბედის, ფინანსური კეთილდღეობის და კარიერული წინსვლის საწინდარი. ასე რომ, თუ ბინის რემონტი ან ინტერიერის შეცვლა გადაწყვიტეთ, აუცილებლად გაითვალისწინეთ ქალბატონი ნინოს რჩევები.


– ბევრ ადამიანს სახლში შესვლისთანავე ეცვლება გუნება-განწყობა, დგება ცუდ ხასიათზე და მაშინვე ახსენდება პრობლემები. ეს რისი ბრალი შეიძლება იყოს?

– მართალია, ასეთი სიტუაცია ბევრი ადამიანისთვის არ არის უცხო. თუ სახლში შესვლისთანავე ცუდ განწყობაზე დგებით, უფულობა და უიღბლობა გახსენდებათ და ყოველ წვრილმანზე ნერვები გეშლებათ, ამის გამო სხვებს წუწუნითა და ბუზღუნით ნუ შეაწუხებთ, უმჯობესია, დაფიქრდეთ და გამოსავალი თავადვე მოძებნოთ საკუთარ ბინაში. როცა ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიით არის დამუხტული, ამას საცხოვრებელი სახლიც შეიგრძნობს. თუ სრული ჰარმონიის, ბარაქისა და იდილიის შექმნა გსურთ ოჯახში, სახლს მეტი ყურადღება მიაქციეთ და გაითვალისწინეთ ის, რასაც ქვემოთ გირჩევთ. მაგალითად, უიღბლობას, ცუდ განწყობას და უფულობას ადვილად დააღწევთ თავს, თუ ეზოთერიკაში აპრობირებულ საკმაოდ მარტივ რჩევებს გაითვალისწინებთ და საკუთარ თავს დააძალებთ, იყოთ მომთმენი და სწორი არჩევნის გაკეთებაც შეგეძლოთ. ასე რომ, საკუთარი ძალებითვე შეძლებთ, მატერიალური დოვლათის მიზიდვას, კეთილდღეობისა და ბინაში იდილიის შექმნას, თუ საცხოვრებელს სწორად მოაწყობთ.

– ეს როგორ უნდა შევძლოთ? ანუ რას გულისხმობთ, სახლის სწორად მოწყობაში?

– დამეთანხმებით, სახლი ის ადგილია, სადაც ადამიანები სულიერ განტვირთვასა და ძალების მობილიზებას, ახდენენ, ისვენებენ და სიმშვიდეს პოულობენ. თუმცა, ბევრისთვის საკმარისია, სახლის ზღურბლს გადააბიჯოს და მაშინვე ახსენდება უიღბლობა, უფულობა, საკუთარი წარუმატებელი ბედი, კარიერა თუ პრობლემები მეგობრებთან. როგორც ეზოთერიკოსი, შემიძლია თამამად განვაცხადო, რომ ეს მხოლოდ თქვენი არასწორი ცხოვრების ბრალია. დამიჯერეთ, სახლი თანამედროვე ადამიანისთვის არა მარტო საცხოვრებელი ადგილი, არამედ წინასწარმეტყველური მინიშნებების საშუალებაცაა. ამიტომ, ყველა ჩვენგანმა ისე უნდა მოაწყოს საცხოვრებელი ბინა, რომ თავი ენერგიულად, დაცულად და კომფორტულად იგრძნოს. მართალია, გემოვნებაზე არ დავობენ, მაგრამ მაინც გირჩევთ თქვენი გემოვნება, თქვენსავე სასარგებლოდ გადააწყოთ. თუ ადამიანის ემოციები და გუნება-განწყობა უარყოფითი ენერგიებით არის დამუხტული, ამას სახლიც გრძნობს და შესაბამისად, რეაგირებს. ამიტომ, დამიჯერეთ, გირჩევთ ცუდი განწყობა და უგუნებობა სახლის კარს იქით დატოვოთ და სახლში ხალისით და ღიმილით შეაბიჯოთ.

– ასევე, გამიგია, რომ არის ისეთი მინიშნებები, უბარაქობას რომ იწვევს. იქნებ ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება?

– რასაკვირველია, ამაზეც ვისაუბრებ, რადგან ჩემთვის ყველა ადამიანი ძალიან ძვირფასია და რაც მეტი ადამიანი იქნება გარშემო ბედნიერი, ეს ჩვენზეც დადებითად აისახება. ხომ გაგიგიათ, ღარიბი მეზობელი შენც გაგაღარიბებსო (იცინის). ამიტომ, სულ ვამბობ, ნეტავ ყველა კარგად იყოს ირგვლივ, რომ მეც ბედნიერად ვიგრძნო თავი-მეთქი. მოინდომე სხვისთვის კარგი და იგივე მოგეცემა თავად. მოკლედ, თუ გსურთ, ფული არ გამოგელიოთ ჯიბეში, შარვლის უკანა ჯიბეში ნუ ჩაიყოფთ ხელებს და ასე ნუ დადგებით ქუჩაში. ასევე, მოაწესრიგეთ სახლში წყლის ონკანები და საკანალიზაციო მილები. თუ იქიდან წყალი ჟონავს, ამ გამდინარე წყალს, თქვენი ფინანსებიც ნელ-ნელა გაჰყვება. ნურც მაგიდაზე შემოჯდებით, ნურც ჭუჭყიან ფეხსაცმელს შეიტანთ შემოსასვლელში და ნურც სამზარეულოს ჭურჭელს დატოვებთ ღამით გასარეცხს. დაძინებამდე ყველაფერი მოაწესრიგეთ და იმაზე ფიქრით დაწექით მშვიდად, რომ ხვალინდელი დღე უფრო იღბლიანი და წარმატებული იქნება, ვიდრე გასული იყო. ხომ იცით, და დღეს საიდუმლო აღარაა, რომ სამყაროში კონკრეტულ ქცევას თავისი შედეგი მოჰყვება და ეს სავალდებულოა, ყველამ კარგად გავაცნობიეროთ.



– იმასაც ხომ ამბობენ, ადამიანს კარმული ჩავარდნების პერიოდში, უიღბლობა უფრო ემატებაო. ეს რაღას ნიშნავს და როგორ გავიაროთ ეს პერიოდი სერიოზული დანაკარგების გარეშე?

– მართალია, არსებობს ადამიანისთვის კარმული აღმავლობისა და ჩავარდნების პერიოდი. აქვე გეტყვით, რომ კარმული აღმავლობის დროს ადამიანი ადვილად აღწევს წარმატებებს, არ ექმნება პრობლემები და წინაღობები, ცხოვრება მშვიდად და ჰარმონიულად მიდის, მაგრამ, როგორც კი დაიწყება კარმული ჩავარდნების პერიოდი, ადამიანი უბარაქობის მსხვერპლი ხდება. ეს შეიძლება, გაგრძელდეს წლებიც კი, მაგრამ ამას ისევ მოსდევს აღმასვლა და ამიტომ, დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეთ. ხომ გაგიგიათ ძველი ხალხის ნათქვამი: აღმართს დაღმართი მოსდევს და დაღმართს აღმართიო. სწორედ ეს პრინციპი მოქმედებს ადამიანის კარმაზეც. ამას ვერც ერთი ჩვენგანი ვერ ასცდება ცხოვრების გზაზე. უბრალოდ, კარმული დაღმასვლის პერიოდში მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოთ, უნდა აკონტროლოთ საკუთარი ქცევა, სიტყვები, ურთიერთობები, ფინანსები და სურვილებიც კი.

– როგორ გავარკვიოთ როდის დგას ჩვენთვის ეს კარმული პერიოდები?

– მაგალითად, თუ ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ, ეს აღმასვლის კარმული პერიოდია და ის მაქსიმალურად უნდა გამოიყენოთ წინსვლისა და სიტუაციების დარეგულირებისთვის. არ იზარმაცოთ, აკეთეთ ბევრი საქმე და წინ წაიწიეთ წარმატების ადვილად მისაღწევად. ეს როგორც პირად ცხოვრებას, ასევე ფინანსურ სფეროსაც ეხება. ანუ, კარმული აღმასვლის პერიოდში, ადამიანი მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს და შეძლოს საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების დემონსტრირება. ფსიქოლოგიისა და ასტროლოგიის კურსები უცხოეთში, წლების წინ გავიარე და იქ შევიტყვე სწორედ რომ, კოსმოსში ადამიანი საკუთარი თავისა და ბედის პროგრამას კარმული დაღმასვლის პერიოდში გზავნის. სწორედ ამას ვგულისხმობდი, როცა ვამბობდი, ამ დროს მეტად ყურადღებით უნდა იყოთ და მეტი სიფრთხილე გამოიჩინოთ-მეთქი. რაც უფრო ფრთხილად გაივლით ამ პერიოდს, მით მეტი წინსვლის საშუალება მოგეცემათ მომავალში.

– საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, ბინის დიზაინი ადამიანის მატერიალურ კეთილდღეობაზეც აგებს პასუხსო. ამ მხრივ, რა გავითვალისწინოთ, რას გვირჩევთ?

– გეტყვით იმას, რომ ეზოთერიკაში არსებობს რჩევები და წესები, რომელიც ადამიანს წარმატების მიღწევაში ეხმარება და საქმეს ამ მხრივ უიოლებს. მთავარია მათი ცოდნა. კერძოდ, საცხოვრებელ ბინაში არსებობს ზონები, რომლებიც ფინანსებზეა პასუხისმგებელი. რემონტისა და ბინაში დიზაინის შეცვლის დროს, სწორედ ამ ადგილებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. მაგალითად, უნდა იცოდეთ რომ სახლში მისაღები ოთახის დასავლეთ მხარეს არ დადგათ ტექნიკა და არ ჩამოჰკიდოთ სარკე კედელზე. ამან უბარაქობა იცის, მაგრამ თუ ამ ადგილას დადგამთ ვაზას, ჩააწყობთ შიგ ყვავილებს და ჩაყრით ხურდა ფულს, აუცილებლად მოიმატებს ფინანსური წყარო და შემოსავლებიც გაიზრდება. ოღონდ, ეს ფული, წლიდან წლამდე არ უნდა დახარჯოთ და დროდადრო უნდა ჩაამატოთ. კარგი იქნება, თუ მისაღები ოთახის აღმოსავლეთ მხარეს დადგამთ დივანს, სკამს და მაგიდას. ეს ხელს შეუწყობს ახალ კონტაქტებს და წარმატებულ ნაცნობობას, რომელიც საქმეში დაგეხმარებათ. ასევე, ის უზრუნველყოფს პარტნიორების მოზიდვას საქმეში. დადეთ შესასვლელში ქოლგა, ოღონდ დაკეცილი, რომ კარიერაში წინსვლა გქონდეთ. ასევე, რემონტის დროს გაითვალისწინეთ, რომ ოქროსფერში გადაწყვეტილი მისაღები ოთახი მატერიალურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს, ვარდისფრად შეღებილი საძინებლის კედლები მშვიდ სასიყვარულო ურთიერთობებს, ხოლო ცისფრად ან სალათისფრად შეღებილი სამზარეულო ოჯახის წევრების ჯანმრთელობის საწინდარია. არ არის აუცილებელი სახლის ძვირად ღირებული ნივთებითა და ავეჯით გადატვირთვა, მთავარია, იცოდეთ, რა სად დადგათ და რა ფერებში შეღებოთ კედლები. მხოლოდ ლამაზი სახლი, კომფორტს და ფინანსურ დოვლათს ვერ მოგიტანთ, მისი რემონტი და ინტერიერი სწორად უნდა დაგეგმოთ. ის ნივთები და სამკაულებიც კი, რომლებსაც სახლში ინახავთ, მეტწილად ჩვენს ბედ-იღბალსა და კეთილდღეობას განსაზღვრავს ფინანსებსა თუ პირად ურთიერთობებში. მაგალითად, ის ზარდახშა, სადაც სამკაულებს ინახავთ, აუცილებლად უნდა შეინახოთ საძინებელი ოთახის ჩრდილოეთ მხარეს. ტანსაცმლის კარადა აღმოსავლეთით დადგით, ხოლო საწოლი კი ჩრდილო-აღმოსავლეთით, რომ მშვიდი ძილი და სასიყვარულო პარტნიორთან კარგი დამოკიდებულება გარანტირებული გქონდეთ. აბაზანა უნდა მოაწყოთ ისე, რომ იქ ზედმეტი ნივთები თვალშისაცემი არ იყოს. ბევრს უყვარს ამ ოთახში სუნამოების, შამპუნებისა და ტანის მოვლის სხვადასხვა საშუალებების გამომზეურება. პირადი ჰიგიენის საშუალებები არ არის სასურველი, სტუმარმა ან უცხო პირმა დაინახოს. ეს თქვენსავე ჯანმრთელობაზე იმოქმედებს უარყოფითად. გირჩევთ, აბაზანაში პატარა კარადა ჩამოჰკიდოთ და იქ შეინახოთ ისინი, რომ შემდგომ პრობლემა არ შეგექმნათ ცხოვრების თანამგზავრთან. ბევრი ასეთ რამეებს ყურადღებას, არ აქცევს მაგრამ, მერწმუნეთ, ეს თქვენსავე კეთილდღეობაზეა პასუხისმგებელი.


скачать dle 11.3