კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„პიკაპი ტოიოტა“, ნამდვილი ბანკომატი... – დიდების სათამაშო გიგანტური ამწე-ავტომატიდან


ავსტრალიაში აშენებენ მსოფლიოში პირველ გიგანტურ ამწე-მანქანას – მექანიკურ გამრთობ ავტომატს, რომლის მსგავსიც ძალიან პოპულარულია მთელი მსოფლიოს ბავშვებში. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ იაფი სათამაშოების ნაცვლად, იღბლიანებს, გარკვეული ჩვევების არსებობის შემთხვევაში, შეეძლებათ, იქიდან ამოიღონ ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და ნამდვილი ბანკომატი 5 ათასი დოლარით. მაგრამ მთავარი, და ალბათ, ყველაზე სასურველი პრიზი, მოთამაშეებისთვის იქნება „პიკაპი ტოიოტა“, რომლის წონა ტონა-ნახევარია.

ყველა ეს საკმაოდ ძვირიანი ნივთი განთავსებული იქნება გამჭვირვალე კონსტრუქციაში, რომლის სიმაღლე ათსართულიანი სახლის ტოლია. მოთამაშეებს მათ ამოღებაში 30-მეტრიანი ამწე დაეხმარება, რომელიც დიდი მაგნიტითაა აღჭურვილი. მისი წონა 750 კილოგრამს უდრის.

ამ მონსტრის მსგავს „სათამაშოს“, რომელსაც „მაგნატრონი“ ეწოდება, დადგამენ „მელბურნ კრიკეტ გრაუნდზე“ – ავსტრალიის ყველაზე თავსებად, მსოფლიოში კი ერთ-ერთ უდიდეს სტადიონზე. ჩანაფიქრის მიხედვით, ის სტადიონზე სექტემბრის ბოლოს გამოჩნდება, ავსტრალიის საფეხბურთო ლიგის დიდი ფინალის დროს.

ამ უშველებელი ამწის მართვა შესაძლებელი იქნება ისევე, როგორც მინი-ამწის ჩვეულებრივი ვერსიის შემთხვევაში – ესე იგი ბერკეტების მოძრაობით – მარჯვნივ-მარცხნივ, წინ-უკან და ზევით-ქვევით. ერთადერთი განსხვავებით – პროცესი განხორციელდება უმკაცრესი კონტროლის ქვეშ. მოთამაშეთა შორის მოხვედრა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სპეციალური გათამაშების შედეგების მიხედვით.


скачать dle 11.3