კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღმოაჩინეს ნავთობის მჭამელი ახალი ბაქტერიები


მექსიკის ყურეში აღმოაჩინეს მიკროორგანიზმების ახალი სახეობა, რომლებიც წყლის ზედაპირზე ნავთობის ლაქას ჭამენ. ეს ლაქა კი, ნავთობმომპოვებელი პლატფორმის აფეთქების შედეგად წარმოიქმნა.

მიკრობები აღმოაჩინეს სწავლულებმა, რომლებიც ნავთობის გამოფრქვევის ეკოლოგიურ შედეგებს სწავლობდნენ. აღმოჩნდა, რომ მიკროორგანიზმების საქმიანობა არ იწვევს წყალში ჟანგბადის შემცველობის შემცირებას.

სწავლულთა განცხადებაში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ბაქტერიებს ნავთობის განადგურების უზარმაზარი პოტენციალი აქვთ. ნავთობის დაღვრამ დიდი გავლენა მოახდინა მიკროორგანიზმებზე, მათ შორის მეცნიერებისთვის ცნობილ სახეობებზე, რომლებიც ნავთობპროდუქტებს შთანთქავენ. ახალი ბაქტერიები კი, როგორც გაირკვა, უპირატესობას ანიჭებენ წყალს, რომლის ტემპერატურა ცელსიუსით 5 გრადუსია.

კომპანია „ბრითიშ პეტროლიუმმა“, რომელიც პასუხისმგებელია აფეთქებული პლატფორმის მუშაობაზე, სამეცნიერო კვლევებისთვის ათწლიანი გრანტი გამოყო 500 მილიონი დოლარის ოდენობით. მათ, ასევე, აფინანსებთ ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის სამინისტრო და ოკლაჰომას უნივერსიტეტის კვლევითი ორგანიზაცია.


скачать dle 11.3