კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰიტლერი ებრაელების და აფრიკელების შთამომავალი ყოფილა


ადოლფ ჰიტლერის ნათესავების დნმ-ის კვლევამ დაადასტურა არა მარტო ის, რომ მის ძარღვებში ებრაელის სისხლი ჩქეფდა, არამედ აჩვენა, რომ მისი წინაპრები წარმოშობით აფრიკის კონტინენტიდან იყვნენ. ნიმუშები, რომლებიც ნაცისტების ლიდერის ნათესავებისგან იქნა აღებული, აჩვენებს, რომ იგი ბიოლოგიურად დაკავშირებულია იმ „არაადამიანების“ ჯგუფთან და რასასთან, რომელთაც ის ამოწყვეტას უპირებდა.

კვლევების ინიცირება ბელგიელმა ჟურნალისტმა ჟან-პოლ მალდერსმა და ისტორიკოსმა მარკ ვერმეერმა მოახდინეს. მათ აიღეს ნერწყვის ნიმუშები ფიურერის 39 ნათესავისგან, მათ შორის ბიძაშვილისგან – ავსტრიელი ფერმერისგან, რომელსაც ჟურნალისტები „ნორბერტ X-ს“ უწოდებენ.

გამოცემა განმარტავს, რომ ჰიტლერის ნათესავების ნერწყვში აღმოჩენილია სპეციფიკური ნივთიერებების კვალი, რომლებიც იშვიათად გვხვდება გერმანელ მოსახლეობასა და საერთოდ, ევროპელებში. „ის უფრო მაროკოს ბერბერებში, ალჟირში, ლივანსა და ტუნისშია გავრცელებული, აგრეთვე, ებრაელ-აშკენაზებსა და ებრაელ-სეფარიდებში“, – თქვა ისტორიკოსმა მარკ ვერმეერმა, რომელიც ჰიტლერის გვარტომობის გარკვევაში მონაწილეობდა. „ჰიტლერი ნათესაურად იყო დაკავშირებული ადამიანებთან, რომლებიც მას ეზიზღებოდა“, – განაცხადა მისმა თანაავტორმა ჟან-პოლ მადლერსმა.

ცნობილია, რომ ისტორიკოსები ადრეც აღნიშნავდნენ ჰიტლერის ებრაულ წარმოშობაზე. კერძოდ, იგულისხმებოდა, რომ მამამისი გაჩნდა 19 წლის ებრაელი ახალგაზრდის, ფრანკენბერგერისა და მარია შიკლგრუბერის არაკანონიერი კავშირის შედეგად.

უნდა გავიხსენოთ, რომ ადრე საფრანგეთში იპოვეს საიდუმლო „ჰიტლერის საქმე“, რომელშიც აგენტები მას ებრაული სახელით მოიხსენიებენ. ამას გარდა, ამას წინათ აღმოჩენილ ჰიტლერის მუსიკალურ არქივში ნაპოვნია მუსიკალური ნაწარმოებები, ჩაწერილი ებრაელ მუსიკოსთა შესრულებით.



არსებობს ვერსია, რომ ჰოლოკოსტის მიზეზი გახდა ჰიტლერის წუხილი დედამისის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ განკურნა ებრაელმა ექიმმა.

ნაცისტების შთამომავალთაგან ბევრმა, მათი ბაბუებისა და მამების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო, მიიღო იუდაიზმი. კერძოდ, შეგახსენებთ, რომ ჰიტლერის შვილთაშვილმა, რომელიც 1952 წელს ფრანკფურტში დაიბადა, მიიღო იუდაიზმი და ისრაელში ცხოვრობს.


скачать dle 11.3