კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები


უტურაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი უთურა, რომელიც მოგვიანებით, რუსული გვარის დაბოლოებით უტურღვად ჩაუწერიათ, რამაც შემდგომში საფუძველი ჩაუყარა გვარ უტურაშვილს.

ისტორიულ დოკუმენტურ წყაროებში გვხვდება ასევე გვარი უთარაშვილი, რომელიც სავარაუდოდ იგივე ძირისაა.

საქართველოში 19 უტურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 10, გორში – 5, ახალგორში – 4.

ხათაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ხათა.

ამ გვართან დაკავშირებით, ისტორიულ წყაროში შემორჩენილია თქმულება, რომლის მიხედვითაც ყოფილა მათ გვარში ადამიანი, რომელიც ხშირად იყენებდა სიტყვა „ხათას”. ამის გამო მისთვის მეტსახელი ხათა შეურქმევიათ, შემდგომში კი გავრცელებულა გვარად.

საქართველოში 323 ხათაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 193, გორში – 69, თბილისში – 61.

კენჭაძე

საკმაოდ დიდი გვარია. ამ გვარის წარმომადგენლები რაჭიდან არიან, მაგრამ ბევრი ცხოვრობს გურიის ტერიტორიაზე. გურული კენჭაძეების ერთ-ერთ წინაპარს რაჭაში კაცი შემოჰკვდომია და მისი გაგურულება ამ ფაქტს უკავშირდება.

გვარის წინაპრებს კენჭების მოგროვება ჰქონიათ ჩვევად და გვარი კენჭაძე აქედან არის წარმოშობილი.

„ბაჯს მცხოვრები კენჭაძე, ბაგრატ მეფემ შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას” (1544 წელი).

„ხუვნიფუს მცხოვრები კენჭაძე, მკერვალი, გიორგი მეფემ შესწირა ნიკორწმინდის ეკლესიას” (1541 წელი).

ისტორიულ წყაროებში გვხვდება საკუთარი სახელები კენჭა და კენჭო.

კენჭაძეების გვარი გვხვდება როგორც იმერეთში, რაჭასა და გურიაში, ასევე, სამეგრელოშიც, და ეს დამოწმებულია მეთექვსმეტე-მეჩვიდმეტე საუკუნეების საბუთებში.

საქართველოში 1 158 კენჭაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 298, თბილისში – 238, ქობულეთში – 128. არიან სხვაგანაც.

ლომკაცი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ლომკაცი, ლომკაცია.

გვარი ლომკაცის ადრინდელი სახე იყო ლომკაცაშვილი.

„შერმადინიშვილის ბეჟანის ყმა ავაზანს 1721 წელს ლომკაციშვილი სეხნია”.

„თიანეთში მცხოვრებ სახაზინო გლეხს, მამუკა ლომკაციშვილს – გელაძეს და სჯულიერსა მისასა მელანია ბერის ასულს 1832 წელს დაებადათ ქალი, სახელად, სიდონია. მიმრქმელად იყო თანასოფლელი რამაზ კაციას ძე მაჩაიძე”.

საქართველოში 29 ლომკაცი ცხოვრობს: თბილისში – 18, თელავში – 8, რუსთავში – 3.

სარქისაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სარქისა.

1679 წელს ვახტანგაანთ ნასყიდას მიერ ქალაქის მოურავისთვის პაატა-ბეგ მანუჩარიშვილისადმი მიცემულ ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ვახტანგაანთ სარქისა.

1714 წელს ზაზა საგინაშვილის მიერ ასლამაზ ჩაჩიკასშვილისადმი მიცემულ ყმისა და მამულის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიებიან, გიგოლა და ზურაბა სარქისაშვილები.

სარქისაშვილები მოგვიანებით რუსული დაბოლოებით სარქისოვად ჩაუწერიათ. სარქისაშვილები იყვნენ გლეხებიც და აზნაურებიც.

საქართველოში 272 სარქისაშვილი ცხოვრობს: ახმეტაში – 157, გურჯაანში – 87, ლაგოდეხში – 7. არიან სხვაგანაც.

1 403 სარქისოვია.

ტეტიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ტეტია.

1738 წელს ოთარ ალექსიშვილის მიერ ფარსადან ციციშვილისადმი მიცემული ყმის და მამულის ნასყიდობის წიგნში პაპა ტეტიაშვილი მოიხსენიება.

საქართველოში 175 ტეტიაშვილი ცხოვრობს: თელავში – 63, საგარეჯოში – 62, თბილისში – 16. არიან სხვაგანაც.

სამნაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სამნა.

1661 წელს ელიზბარ სოლოღაშვილისადმი მიცემულ ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია სამნა გოგაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები სამნიაშვილი, სამნიასშვილი და სამნიძე.

საქართველოში 53 სამნაშვილი ცხოვრობს: გარდაბანში – 33, თბილისში – 17, საგარეჯოში – 3.

სოიტაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი სოსიტა.

1760 წელს გიორგი ნარიხაძის მიერ შალვა ფავნელისშვილისადმი მიცემული ყმის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ლეკვია სოიტაშვილი.

1817 წლის აღწერით, სოფელ ლოუმანში პრაპორშჩიკ, თავად ლუარსაბ ორბელიანის გლეხთა შორის მოიხსენიება გულია სოიტაშვილი.

საქართველოში 126 სოიტაშვილი ცხოვრობს: ქარელში – 66, თბილისში – 32, გორში – 14. არიან სხვაგანაც.

კოღუაშვილი

სავარაუდოდ, გვარი წარმოშობილია საკუთარი სახელიდან კოღუა. ამავე ძირისაა გვარები: კოღოშვილი, კოღოძე, კოღუა.

ბერუა კოღუაშვილი მოიხსენიება ენაგეთის ახალშენს 1713 წელს, კათოლიკოს დომენტის მიერ ამილბარ და სხვა მაღალაძეებისადმი გაცემულ გაყრილობის წიგნში.

საქართველოში 759 კოღუაშვილი ცხოვრობს: ქუთაისში – 349, წყალტუბოში – 271, თბილისში – 76. არიან სხვაგანაც.

მიქაბაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი მიქაბა.

„მიქაბაძე დავითს ჰყავს სახლიკაცი გიორგი. გოგატის თხოვნის საფუძველზე გიორგი მეფემ მას განუახლა ძველი „სასისხლო” სიგელი. დაუმტკიცა სისხლის ფასი 100 ათასი ძველი თეთრი და დაუდგინა სხვა სამართლებრივი ნორმები. ეს მოხდა 1325 წელს”.

„მიქაბაძე ივანია, მოწმე დავითს სამსონიშვილის მიერ შალვა შერაზადაშვილისათვის მიცემული ყანის ნასყიდობის წიგნისა” (მეთხუთმეტე-მეთექვსმეტე საუკუნეები).

საქართველოში 104 მიქაბაძე ცხოვრობს: თბილისში – 32, ქუთაისში – 24, წყალტუბოში – 20. არიან სხვაგანაც.

ჯამაგიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯამა. ასევე, გვხვდება მოფერებით-კნინობითი სახელები ჯამაია, ჯამაგა, ჯამათა, ჯამაკა და ასე შემდეგ.

ჯამა სულხან-საბა ორბელიანის წიგნში განმარტებულია, როგორც „ხრდალი აქლემი” ანუ ერთდროულად ჭაკი ცხენიც და ვირიც.

გვარი ჯამაგიძე გვხვდება თიანეთის რაიონის სოფელ ხევსურეთსოფელში, გარდაბნის რაიონში სოფელ სართიჭალაში, თიანეთში სოფელ ღულელებში.

საქართველოში 405 ჯამაგიძე ცხოვრობს: თბილისში – 181, თიანეთში – 162, გარდაბანში – 28. არიან სხვაგანაც.

ლაბაძე

ლაბა მამაკაცის საკუთარი სახელია. ის, ისტორიულ წყაროებში რამდენიმე ფორმით გვხვდება, მაგალითად, ლაბი, ლაბაზან, ლაბია, ლაბლა, ლაბო.

ფუძეთი ლაბა ნაწარმოებია ქართულ გვარში – ლაბარი, ლაბარიშვილი, ლაბაძე, ლაბრიძე, ლაბაშია, ლაბარაშვილი, ლაბაური.

ლაბაძეები იმერეთში ცხოვრობენ სოფლებში: მანდაეთი, ბოსლევი, კორბოული, რგანი, სარეკი, საზანო, ჭორველა, შროშა და საქარა.

სოფელ სარეკში მცხოვრები ლაბაძე დათუა მოიხსენიება 1680 წელს, ისტორიულ წყაროში.

საქართველოში 4 631 ლაბაძე ცხოვრობს: თბილისში – 756, ჭიათურაში – 741, ხაშურში – 618. არიან სხვაგანაც.

მომზადდა აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3