კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვეს ერთმანეთი სტუდენტობის დროინდელმა მეგობრებმა და რის გამო გაწყდა კონტაქტი წლების წინ დამეგობრებულ გოგონებს შორის


38 წლის ხათუნა მახათაძე-პატაშური ეძებდა 38 წლის სესილი აბრამიშვილს და 38 წლის ირმა ირემაძეს.

ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია დაბეჭდილი იყო ჟურნალ „თბილისელების“ N29 (499)-ში, რუბრიკა „დაკარგულებში“, მას მალევე მოჰყვა გამოხმაურება. დღესდღეობით სესილი და ირმა ნაპოვნები არიან. აღმოჩნდა, რომ მათი ხათუნასთან (იმ ადამიანთან, ვინც მათ ეძებდა) კონტაქტის გაწყვეტის მიზეზი მეტად პრიმიტიული იყო. ჩვენი რუბრიკის სტუმრები თვითონ გვიამბობენ, თუ როგორ დაშორდნენ და რა სიხარული მოუტანა მათ კვლავ ერთმანეთის პოვნამ.

ინტერვიუ ხათუნასთან:

– ხათუნა, როგორც შენი წინა ინტერვიუდან ვიცოდი მეგობრებს დიდი ხანი უშედეგოდ ეძებდი და სწორედ ამან განაპირობა ის, რომ ჩვენ დაგვიკავშირდი. მოგვიყევი, რა რეაქცია გქონდა, როცა გაიგე, რომ შენი მეგობრები ვიპოვეთ.

– პირველად, როცა განვაცხადე, რომ ვეძებ მეგობრებს-მეთქი, ვერ ვისვენებდი. ხომ გახსოვთ, გირეკავდით კიდეც. შემდეგ დასასვენებლად წავედი და იქიდანაც კი დაგირეკეთ, ჩემი ნომერი ჩაგაწერინეთ, რომ მათი პოვნის შემთხვევაში, მაშინვე შეგძლებოდათ დაკავშირება. სულ ველოდი ამბავს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, რაღაცნაირად, ვერც კი წარმომედგინა, რომ ისინი შეიძლება, მართლა ბათუმში ყოფილიყვნენ და მე, არ დამკავშირებოდნენ. როგორც კი გავიგე, რომ სესო და ირმა იპოვეთ, მაშინვე დავურეკე მათ. ყველას ძალიან გაგვიხარდა ერთმანეთის ხმის გაგონება, მოგვენატრა ერთმანეთი. აღმოჩნდა, რომ სესილი სულაც არ გადასულა სხვაგან საცხოვრებლად და მე, უბრალოდ, მისი მისამართი შემეშალა. იმ მისამართზე, მივედი, იქ მცხოვრებმა ქალბატონმა ისე მიამსგავსა სესო თავის სახლის პატრონს, რომ სულ სხვა კორპუსისკენ მიმითითა (იცინის). ასე ხდება გზის აბნევა. დიდი გამოცდილება უნდა გქონდეს ადამიანს, რომ ერთმანეთი არ დაკარგო.

– თქვენი მეორე მეგობარი, ირმაც იპოვეთ. სამივე ერთ ქვეყანაში ცხოვრობთ და ვიმედოვნებ, მალე ნახავთ ერთმანეთს.

– როგორც კი მოვახერხებთ, აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს. ჯერჯერობით კი სატელეფონო კავშირი გვექნება. სასწაული ის არის, რომ მე უკვე ვიფიქრე, რომ სესილი, შეიძლება უცხოეთშიც კი იყო წასული და იქ უნდა მომეძებნა, ის კი თურმე, ბათუმშია.

ინტერვიუ სესილი აბრამიშვილთან:

– მოგვიყევი, როგორ დაკარგეთ მეგობრებმა ერთმანეთი და რა მიზეზით ვეღარ უკავშირდებოდით ერთმანეთს.

– ხათუნამ იცოდა, რომ მე ბათუმში ვაპირებდი წასვლას, წასვლამდე მასთან სტუმრადაც კი ვიყავი მისული. ქობულეთში სათამაშო კლუბი მქონდა და ამის გამო სამი წელი ძალიან დაკავებული ვიყავი. ბოლო დროს გადავწყვიტე, ბათუმშიც გამეხსნა რაიმე სახის კლუბი და ბედი მეცადა. მეგობრის ტელეფონის ნომერი, რა თქმა უნდა, ჩაწერილი მქონდა, მაგრამ მერე ნომერი გამოვცვალე. ამასობაში ხათუნას ნომერიც წამეშალა, მისი დაკარგვა, რა თქმა უნდა, არ მინდოდა, მაგრამ ასე მოხდა. რა ვიცოდი, თუ ასე დამიწყებდა ძებნას (იცინის). ისე კი, ჩვენ მართლაც სხვაგვარი მეგობრობა გვქონდა. ხშირად ვიყავით ერთად და ვკითხულობდით ერთმანეთის ამბავს. ამიტომაც აღიქვა ხათუნამ ჩემი გაუჩინარება ასე მწვავედ (იღიმება).

ნამდვილად იმის გამო დავკარგეთ ერთმანეთი, რომ დრო არ მქონდა. თავის დროზე დამერეკა და უბრალოდ, ჩემი ახალი ტელეფონის ნომერი მაინც ჩამეწერინებინა. საერთოდ, ადამიანი ისეთი თავდაჯერებული არსებაა, სანამ პირისპირ არ გადააწყდება პრობლემას, არ იჯერებს. მე კი ცოტა გამიკვირდა, როცა გავიგე, ვინც მეძებდა, მით უმეტე, „ოდნოებში“ სრულიად უცხო ადამიანმა მომწერა, გეძებენო შემდეგ ჩემიანებმაც დამირეკეს და მითხრეს, რომ მე მეძებენ. თქვენ კი ძალიან კარგ საქმეს აკეთებთ და ბევრ ჩვენნაირს ეხმარებით. მინდა, წარმატება და ღვთის მფარველობა გისურვოთ თქვენს საქმიანობაში. აწი, თუკი ვინმე დამეკარგა, ვიცი, ვისაც უნდა მივმართო.

თუ ვინმეს გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ, ან თუ გსურთ თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 33-42-24; 893 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

ნატალია მახარაშვილი


скачать dle 11.3