კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა ერთმანეთი 19 წლის წინ დაშორებულმა მამა-შვილმა


19 წლის ალბინა ასლანის ასული ამიროვა ეძებდა ასლან მუჰამედის ძე გორგაძეს.

ისტორია: ვეძებ ჩემს მამიკოს, სამწუხაროდ, მე ის არასდროს მინახავს. მისი პოვნა ჩემი ცხოვრების უმთავრესი ოცნება და მიზანია. ყოველთვის, როდესაც რაიმე წარმატებას ვაღწევდი, სულ ვფიქრობდი, რომ მამა, ალბათ, იამაყებდა ჩემით. მისი პოვნა ძალიან მინდა. სამწუხაროდ, მის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაცია მაქვს. თქვენი დიდი იმედი მაქვს, იქნებ დამეხმაროთ.

ჟურნალისტის შენიშვნა: ალბინას ისტორია სწორედ ასე დაიწყო, გოგონამ თავისი ისტორია განათავსა „ჟდი მენიას“ საერთაშორისო ძებნის საიტზე და იმედოვნებდა, რომ მის განაცხადსაც როდესმე ვინმე მიაქცევდა ყურადღებას. ჟურნალ „თბილისელების“ 14 ივნისის ნომერში, რუბრიკა „დაკარგულებში“ ალბინას ინტერვიუ დაიწერა. საბედნიეროდ, მამამისი ვიპოვეთ და დღესდღეობით მამა-შვილს ერთმანეთთან კონტაქტიც აქვს. ვიმედოვნებთ, რომ შეხვდებიან კიდეც ერთმანეთს.

ინტერვიუ ალბინასთან (შვილი, რომელიც მამას ეძებდა):

– ალბინა, მაინც, როგორ მოხდა, რომ შენ მშობელი მამა დაკარგე? მოგვიყევი, რა იყო თქვენი დაშორების მიზეზი.

– ზუსტად არც ვიცოდი, სად იყო მამაჩემი. საქართველოში მისი მოძებნა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ვიცოდი, სწორედ თავის სამშობლოში დაბრუნდა დედაჩემთან დაშორების შემდეგ. ცამეტი წლის ასაკიდან ვეძებდი მამას. თავიდან მე მას წერილებს ვწერდი იმ ძველ მისამართზე, რომელიც ვიცოდი, მაგრამ, არც ერთ წერილზე პასუხი არ მომსვლია. ამიტომ გადავწყვიტე, ინტერნეტით მომეძებნა და განცხადებაც გავაკეთე „ჟდი მენიას“ საიტზე. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი სასწავლებელში გაიცნეს, ორივე კვების წარმოების ტექნიკუმში მუშაობდა. მათი გაცნობა ქალაქ მიჩურინსკში მოხდა. რამდენიმე ხნის შემდეგ კი იქორწინეს დედას მშობიურ, ლიპეცკის მხარის ქალაქ უსმანში. დაახლოებით, 1-2 წელიწადში დავიბადე მეც. 1991 წელს, ჩემთვის უცნობი მიზეზის გამო, დედ-მამა ერთმანეთს დაშორდა. მის შემდეგ არაფერი ვიცოდი მამიკოს შესახებ. მათი დაშორებისას ორი წლის ვიყავი, დღემდე არ ვიცი, ამის მიზეზი. მამას არც ერთხელ არ დაურეკავს ჩვენთვის და არც მოუწერია.

– როგორი იყო შენი რეაქცია, როდესაც გაიგე, რომ მამაშენი ვიპოვეთ.

– როგორც კი თქვენი წერილი მივიღე და გავიგე, რომ მამას მიაგენით, ვერ ვიჯერებდი და ვტიროდი. ისეთი ბედნიერი ვარ, ვერც კი აღვწერ. სიხარულისა და გაოგნებისგან დიდხანს ვტიროდი. ვიცოდი, რომ „ჟდი მენიას“ თავისი პირობები აქვს და თუკი ადამიანს სურს, მის ისტორიაზე აქტიური ძებნა დაიწყოს, ისინი წყვეტენ კონტაქტების გაცვლა-გამოცვლის ვადებს და დაკავშირებას. თქვენ რომ არა, მე კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მომიწევდა ლოდინი. დიდი მადლობელი ვარ თქვენი. არ ვიცი, ჩემი მადლობა როგორ, ან რით გადაგიხადოთ (ტირის).

– ამჟამად შენ ლიპეცკში ცხოვრობ, მამაშენი კი საქართველოშია. როდისთვის გეგმავთ ერთმანეთის ნახვას და პირისპირ შეხვედრას?

– ფრთები რომ მქონდეს, დღესვე გადმოვფრინდებოდი საქართველოში. მხოლოდ ახლა ვგრძნობ, თუ რა შვებაა ეს. ასე მეგონა, გულზე ლოდი მედო და გადავაგდე. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, მე დღესვე გავვარდებოდი ბილეთის საყიდლად და ჩამოვფრინდებოდი, მაგრამ სამწუხაროდ, ტერიტორიულად ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან და ეს მატერიალურ ხარჯებთანაც არის დაკავშირებული. მამიკოსთან შეხვედრა ძალიან მინდა და ვიცი, რომ მასაც ძალიან უნდა ჩემი ნახვა, ამიტომ ვფიქრობ, ეს მალე მოხდება, ამდენი წელია, ველოდებოდი, ვეძებდი და ახლა რამდენიმე თვესაც მოვიცდი. იმის გამო, რომ არ ვიცი, როდის შევხვდებით პირადად მე და მამიკო, მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და სიურპრიზი გავუკეთო. სწორედ თქვენი რუბრიკის საშუალებით მინდა, ვუთხრა, რომ მას უკვე შვილიშვილი ჰყავს. მე მყავს გოგონა. თქვენი დამსახურებით, ჩემი შვილი არ დაკარგავს თავის ფესვებს და ეცოდინება ბაბუის ვინაობა.

ინტერვიუ ასლანთან (ნაპოვნი მამა):

– რამდენადაც ვიცი, შვილთან კონტაქტი იმიტომ დაკარგეთ, რომ 1991 წელს მეუღლეს დაშორდით და ფიზიკურად არც გინახავთ ალბინა. რა რეაქცია გქონდათ, როდესაც გაიგეთ, რომ ლიპეცკიდან ქალიშვილი გეძებდათ.

– თქვენ წარმოიდგინეთ, ალბინას პოვნა და ნახვა მეც ძალიან მინდოდა, მაგრამ ვერანაირად ვახერხებდით. არც მეგონა, თუკი ამას ვინმე აკეთებდა საქართველოში, ანუ აკავშირებდა ერთმანეთს წლების წინ დაკარგულ ახლობელ ადამიანებს. თქვენ მართლაც სასწაული შეძელით. როდესაც გავიგე, რომ შვილი მეძებს, ძალიან ავფორიაქდი. კაცს არ უხდება ცრემლები, თორემ მეც ალბინასავით ვიტირებდი. გაოგნებული ვიყავი და ძალიან გამიხარდა, რომ მან არ დამივიწყა, სურდა ჩემი ნახვა. მთელი ეს წლები ვიცოდი, რომ სადღაც შორს მყავს შვილი, რომელიც მე არ მინახავს. გამიხარდა უსაზღვროდ და ერთი სული მქონდა, როდის დამაკავშირებდით შვილთან.

– როდესაც გიპოვეთ, გითხარით, რომ ალბინას განაცხადი, თავდაპირველად, „ჟდი მენიაში“ იყო და მხოლოდ ამის შემდეგ გადმომეცა მე. მათი წესებით კი, თუკი თქვენ მოცდას შეძლებდით, ისინი თქვენ ერთმანეთთან რუსეთში, გადაცემაზე შეგახვედრებდნენ, მაგრამ თქვენ მე მთხოვეთ დაგვეჩქარებინა პროცესი და, ხომ არ ნანობთ?

– პირიქით, მე თქვენი დიდი მადლობელი ვარ. ნუ მიწყენთ, მაგრამ მე „ჟდი მენიას“ გამოგზავნილი ბილეთები არ მინდა. მირჩევნია, თვითონ ჩამოვიყვანო ჩემი გოგონა ჩემთან და ხარჯი მე გავიღო. უბრალოდ, ძალიან რთულია, ამდენი ემოცია შეიკავო და ელოდო მათ გადაწყვეტილებას. დარწმუნებული ვარ, თქვენ რომ არა, მე დიდხანს მომიწევდა ლოდინი. მეც და ჩემი შვილიც ძალიან დიდ მადლობას გიხდით ამ ყველაფრისთვის, გულთან ასე ახლოს რომ მიიტანეთ თქვენთვის სრულიად უცხო ადამიანების ისტორია – დააჩქარეთ ჩვენი დაკავშირება.

– როდისთვის ან როგორ აპირებთ ერთმანეთთან შეხვედრას?

– ვფიქრობ, ამ წელს საახალწლოდ დავპატიჟო ალბინა ჩემთან და ბოლოს და ბოლოს, შევხვდებით ერთმანეთს. ამჟამად კი ჩემი გოგონა მხოლოდ ფოტოზე მყავს ნანახი, ისიც თქვენი წყალობით. ბედნიერი ვარ, შვილიშვილიც ვნახე. სასწაულია, მეგონა, მხოლოდ გოგონა მყავდა და თურმე, შვილიშვილიც მყოლია უკვე. ერთმანეთს არასდროს აღარ დავკარგავთ.


скачать dle 11.3