კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იუსუფ ალეკპეროვი – ყველაზე მდიდარი რუსი მემკვიდრე


რუსულმა ჟურნალმა „ფინანსმა“ 2010 წლის ყველაზე მდიდარი რუსების მემკვიდრეების რეიტინგი წარმოადგინა. წელს სიის პირველ ათეულში მოხვედრილი რუსი მემკვიდრეების ქონება ორჯერ გაიზარდა და 66 მილიარდი დოლარი შეადგინა. რუსეთში ასევე გაიზარდა მილიარდერი ბავშვების რაოდენობაც. თუ შარშან მილიარდერი ბავშვების რიცხვი 54 იყო, წელს ისინი 85-ნი არიან. სიის პირველ ნომრად დასახელებულია იუსუფ ალეკპეროვი. ის გავლენიანი სანავთობო კომპანია „ლუკოილის“ აქციების უმსხვილესი მფლობელისა და პრეზიდენტის, ვაგიფ ალეკპეროვის ერთადერთი ვაჟია. იუსუფი 1990 წელს დაიბადა. 20 წლის ბიჭის ქონება ამ ეტაპზე 10,65 მილიარდი დოლარია. მეორე ადგილზეა ჰოლდინგ „ალფა გრუპის“ თანამფლობელის, ალექსეი კუზმიჩევის ერთადერთი ვაჟი, რომლის ქონებაც 7,1 მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლის განმავლობაში „ალფა გრუპის“ მფლობელის ქონება გაორმაგდა. ყველაზე მდიდარი მემკვიდრეების სამეულს ხურავს ოლეგ დერიპასკას ვაჟი პიოტრი, რომელიც მხოლოდ 9 წლისაა. ჰოლდინგ „ბაზოვი ელემენტის“ მფლობელის ვაჟის ქონება 6,9 მილიარდი დოლარია. ზუსტად ამდენივეს – 6,9 მილიარდი დოლარის მფლობელია ოლეგის და მარინაც, რომელიც 7 წლისაა. მეხუთედან მეშვიდე ადგილამდე რუსი მილიარდერი მემკვიდრეების სიაში ვლადიმირ ლისინის სამი შვილია. თითოეული მათგანის ქონება 6,27 მილიარდი დოლარია. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მდიდარ რუსად კვლავ რჩება ნორილსკის მეტალურგიული კომბინატის დირექტორი ვლადიმირ ლისინი, რომლის ქონებაც 18,8 მილიარდი დოლარია. გაზის კომპანიის „ნოვატეკის“ მფლობელის ლეონიდ მიხელსონის ქალიშვილი ვიქტორია 5,9 მილიარდი დოლარით მერვე ადგილზეა. ვიქტორია მიხელსონი 18 წლისაა და რუსეთში ყველაზე მდიდარ საპატარძლოდ მიიჩნევა.


скачать dle 11.3