კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გაღრმავებას აპირებს კრისტი და ვინ აჩუქა იბიცური ზღაპარი ბიჭოლას


მოდის სფეროში ისინი გვარების გარეშე დამკვიდრდნენ. კრისტი – ნომერ პირველი, გამოცდილი და სტაჟიანი მოდელი, ბიჭოლა – ყველაზე პროვოკაციული დიზაინერი, რომლის ბალიშებიც ყველა თინეიჯერს ბალიშზე თავის დადებისთანავე ესიზმრება. კრისტი ბიჭოლას კარიერის სათავეებთან იდგა და სწორედ ის იყო მისი პირველი კოლექციის პირველი სახე.


ინტერვიუ 1. ჟურნალისტია ბიჭოლა

– ცხელი ზაფხული გავიდა, როგორ დაისვენე?

– წელს ისე მოხდა, დასაწყისშივე არ მქონდა ზაფხულთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გეგმები, რადგან იცი, რომ მუშაობა დავიწყე. გაიხსნა გადასარევი სტუდია, რომლის არტდირექტორიც ვარ. შესანიშნავი გარემოა, სიგრილე. რაც მთავარია, პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული. ეს კი მუშაობას ნამდვილად გიადვილებს და გიხარია კიდეც.

– როგორია კრისტის „თითიელი”? რა არის შენთვის ეს?

– ჩემი მეორე სახლი გახდა უკვე, რადგან ძალიან დიდ დროს ვატარებ იქ. თან, ახლა ვიწყებთ ყველაფერს, გრანდიოზული გეგმები გვაქვს, რომელსაც სულ მალე ნახავთ და გაიგებთ. არტდირექტორთან ერთად ფიარმენეჯერიც ვარ. ერთი სიტყვით, სტუდიის დიასახლისი, რაც ძალიან მსიამოვნებს. ბევრი ფუნქცია შევითავსე, მაგრამ მომწონს. იმედი მაქვს, ჩემზე მინდობილ საქმეებს „ათიანზე“ გავართმევ თავს, ჯერჯერობით ასეა. სამწუხაროდ, სტუდია ზაფხულში გაიხსნა, როდესაც ქალაქი დაცლილი იყო და გრანდიოზულ პრეზენტაციას, „გრანდ ოუფენინგს” ვგეგმავდი, მაგრამ ამ ყველაფერმა შემოდგომისთვის გადაინაცვლა.

– ამ ბოლო დროს, ხშირად ჩნდები ფოტოაპარატით ხელში. შენი გატაცება რამე უფრო სერიოზულში ხომ არ გადაიზრდება?

– რადგან ფოტოსტუდიაში დავიწყე მუშაობა, რაღაცნაირად ბუნებრივად მოხდა, რომ აპარატიც ავიღე ხელში. ეს ამბავი ყოველთვის მაინტერესებდა, მაგრამ ისე მოხდა, ბავშვობიდან ყოველთვის ობიექტივის წინ ვიდექი. ამიტომ, ფოტოაპარატთან უკვე თექვსმეტი წელია, მშვენივრად ვმეგობრობ, ჯერ კონფლიქტი არ გვქონია. ერთხელაც დავიჭირე ხელში, დავაჩხაკუნე და ძალიან მომეწონა. სიმართლე გითხრა, ახლა სწავლის პროცესში ვარ. ჩემი მასწავლებელი, სტუდიის დამფუძნებელი დათო კალანდაძეა. არ ვიცი, სადამდე მივა ეს ყველაფერი, მხოლოდ გატაცების დონეზე დარჩება თუ გაღრმავდება, მაგრამ ჯერჯერობით მომწონს, მომწონს კარგი მომენტების დაჭერა. ამჟამად მხოლოდ დოკუმენტურ ფოტოებს ვიღებ, მერე რა იქნება, ვნახოთ. მეორე მომენტიცაა – სადაც მუშაობ და რასაც აფიარებ, ის ძალიან კარგად უნდა იცოდე. ამიტომ უფრო მოვკიდე ხელი ამ საქმეს.

– ახალი ჭორი აგორდა, რომ თითქოს შენს ცხოვრებაში საყვარელი მამაკაცი გამოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ შენი მეგობარი ვარ და ყველაფერი ვიცი შენს შესახებ, მოდი, გავფანტოთ ეს ჭორები.

– ამ ჭორებზე უკვე იმუნიტეტი მაქვს მგონი, გამომუშავებული. არ არსებობდა ჩემს ცხოვრებაში პერიოდი, რამე არ ეჭორავათ და არ ეთქვათ – ვისთან, ან სად ვარ. რეალურად კრისტი ისევ მარტოა, თავისუფალი. „სინგელ” წერია ყველა ჩემ პროფილზე. უი, იმ დღეს გავიხუმრე და „ფეისბუქზე“ დავწერე კრისტი „ვსტრიჩაეტსია”. ატყდა ამბავი, ვინ არის და აუ, კრისტი, გვითხარი და მთელი ამბები. ერთმა ჩემმა მეგობარმა გაიხუმრა, მე ვარო და ამაზე კიდევ თავიდან ატყდა ამბავი (იცინიან). მოკლედ, ხომ იცი, სალაპარაკო თემას რა გამოლევს, თან „ფეისბუქზე”.

– ის ბიჭი ვინ არის?

– მეგობარი, მართლა. ძალიან კარგი ბიჭია, უბრალოდ მანაც გაიხუმრა და დამთავრდა.

– მაგრამ მეგობრობიდან ხომ იწყება რაღაცეები?

– იწყება, რა თქმა უნდა, მაგრამ მგონია, ეს ის შემთხვევა არ არის. საერთოდ, როდესაც რაღაცას გადაჭრით ვამბობ, სულ მახსენდება გამოთქმა – არასდროს თქვა, არასდროს. არავინ იცის მომავალში რა და როგორ იქნება. შეიძლება ვთქვა და მერე პირიქით მოხდეს. ამიტომ, ყოველთვის იმ წუთის მდგომარეობას ვაფიქსირებ (იცინიან). ამჟამად, ვამბობ იმას რა გრძნობები და დამოკიდებულებაც მაქვს დღეს, ამაზე გიყვებით.

– იცი, რა მაინტერესებს? ამდენი ხნის განმავლობაში ასე მარტო ყოფნა არ გიჭირს?

– ყველა ადამიანი ინდივიდუალურია, ზოგს შეუძლია მარტო ყოფნა. თან, მგონია, მარტო ყოფნა არავის უჭირს, როდესაც გარშემო ისეთი არავინაა, ვინც მოგწონს. ხომ უნდა მოგხიბლოს, მოგეწონოს და ძალიან მოგინდეს ადამიანთან ყოფნა იმის გამო, რომ საკუთარმა მარტოობამ შეგაწუხოს?! ასეა. თან, ჩემ მდგომარეობას მარტო ყოფნას ვერ დავარქმევ. იმდენი მეგობარი მყავს, რომ უსინდისობა იქნება ამის თქმა. პირიქით, ძალიან კარგად ვარ, არავინ მაწუხებს.

– ერთი წელი გავიდა ჩემი პირველი ჩვენებიდან, რას მეტყვი კარგს და სასიამოვნოს.

– შენი პირველი ჩვენება ისე კარგად მახსოვს, როგორი მაგარი იყო. კარგად გავერთეთ, ვიხალისეთ, ჩვენებაც ძალიან მაგარი გამოვიდა. არ გეწყინოს, მაგრამ ის პირველი უფრო მომეწონა, ვიდრე კრუიზის მეორე ჩვენება. „ფეშენ-ვიქის” ბალიშებზე კი გავგიჟდი. დღემდე გულში ჩამრჩა ის მოკლე შორტი-კომბინეზონი, რომელიც ჩვენებაზე მეცვა. ძალიან მაგარი იყო. როგორ მიხდებოდა და როგორ მომწონდა.

– ერთმანეთი აკადემიაში გავიცანით, არა?

– კი. დიპლომების დაცვაზე. იქიდანვე დავმეგობრდით. მერე ინტერნეტით სულ ვკონტაქტობდით და ბიჭოლა თავის ესკიზებს და სკეტჩებს სულ მიგზავნიდა (მე მომმართავს, – ავტორი). ისე მომწონდა ეს ყველაფერი, სულ ვეუბნებოდი, გააკეთე რაღაც-მეთქი.

– მახსოვს, სულ მეუბნებოდი, ძალიან მალე მოვა შენთან წარმატებაო.

– კი. ამ მხრივ კარგი ინტუიცია მაქვს და თან კარგი ფეხიც.

– კრისტი ვისაც აწყებინებს, მასთან წარმატება ძალიან მალე მოდის. ჩემი პირველი „ფერსტ ფეისი“ იყავი.

– მე გავხსენი და გადასარევად გავხსენი, იმის მერე წავიდა და წავიდა...

– ანუ, ამ ზაფხულს საერთოდ არ დაგისვენია?

– არა, რამდენიმე „უიქენდზე“ ბათუმში ჩავედი, მაგრამ ისე, სტაბილურად არაფერი ყოფილა. სექტემბერში სადღაც ვგეგმავ წასვლას, მაგრამ ჯერ ვერ ვიტყვი. არც სიცხე მაწუხებს დიდად, პირიქით, ძალიან მიყვარს და მთელი წელი ისე ველოდები, რომ არ არსებობს, სულ ორმოცდახუთი გრადუსი რომ იყოს, დავიწუწუნო. მაგრამ, აი, წუწუნი იწყება, როდესაც ამ სიცხეს კიდევ სიცხე დაემთხვევა. ამ ზაფხულს რამდენჯერმე გავცივდი ისე, რომ მაღალი სიცხეები მქონდა. ეს საშინელებაა.

– თუ გიყვარს საჩუქრებს რომ გიკეთებენ? ვის არ უყვარს, მაგრამ მაინც...

– სხვათა შორის, არ მიყვარს სიურპრიზები, ისეთი საჩუქრები მიყვარს, რაც იციან, რომ ძალიან მინდა. ძალიან ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ რაღაც მაჩუქეს და არ მომწონებია.

– თაყვანისმცემლები ხშირად გაწუხებენ?

– არ მაწუხებენ. საერთოდ არ მყავს. არ გჯერათ?! მართლა ასეა.

ინტერვიუ 2. ჟურნალისტია კრისტი

– რა თქმა უნდა შენი ბოლო „კრუიზით” უნდა დავიწყო. იბიცაზე იყავი?

– კი, შოკში ჩავვარდი ისეთ ამბავში აღმოვჩნდი უცებ. საოცარი საჩუქარი გამიკეთა ჩემმა პარტნიორმა „აი ემ გლობალმა”, რომელმაც თავიდან ბოლომდე უზრუნველყო ჩემი მაგარი დასვენება და გამამგზავრა ესპანეთის ულამაზეს ზღვისპირეთში, იბიცაზე. ეს არის ყველაზე გიჟი, გადარეული, ხმაურიანი და მხოლოდ გართობაზე ორიენტირებული ადგილი, მთელ მსოფლიოში.

– არ მოიწყინე მარტო?

– არა, რა სისულელეა, რა მომაწყენდა. იქ იყო ერთი ჩემი მეგობარი, რომელიც ვიცოდი რომ ზუსტად იმ პერიოდში იბიცაზე იქნებოდა და ერთად დავდიოდით. ისე გავერთე, რომ ვერ აგიწერ. ჯერ საოცარ სასტუმროში ვიყავი, ულამაზესი ხედით სანაპიროზე, სადაც კატერები და გემები იყო გაჩერებული. თავი ზღაპარში გეგონებოდა. რა კლუბებია, ამაზე რომ დავიწყო ლაპარაკი, თავხედი ვიქნები, ეს ყველამ იცის. იყო ბევრი თუხთუხი, ცეკვა, გართობა, ბევრი ალკოჰოლი და სხვა. ვიყავი ყველა მაგარ კლუბში, როგორებიცაა: „პაჩა”, „ამნეზია”... ყველგან მუსიკაა ჩართული, ქუჩებში. სხვათა შორის, „პაჩაში” ვიყავი დევიდ გუეტას ფართიზე, რომელიც ძალიან ცნობილი მუსიკოსია. გუეტას „ტუსოვკაზე” იყო, სხვათა შორის, არმანი, სამ „პადრუგასთან” ერთად.

– არმანიც იყო?

– კი. იქ ეს ძალიან ჩვეულებრივი მომენტია. ბევრი ცნობილი ადამიანი ჩამოდის და ისვენებს. სანაპიროზე გასვლას ძირითადად ვერ ვახერხებდი, მიუხედავად იმისა, როგორ ვგიჟდები გარუჯვაზე, ამაზე იქ ვერ ვიზრუნე. მთელი დღე მეძინა და ღამით კლუბებში ვიყავი. ასე რომ, ნარუჯის გარეშე ჩამოვედი. გიჟური ადგილებია, სადაც, ალბათ, მსოფლიოში ყველაზე კარგად შეიძლება, მოდუნდე და დაისვენო.

– კაფე „დელ მარიში“ იყავი?

– ყველგან ვიყავი. სხვათა შორის, კაფე „დელ მარის“ ქუჩაზე, სან-ანტონიოში ვცხოვრობდი. კაფე „დელ მარიში“ მზის ჩასვლის ფონზეა ფართები და ვერ წარმოიდგენთ, იქ იმდენი ხალხია. ერთი სიტყვით, რომ შევაჯამო ჩემი იბიცური ვოიაჟი – გადავყევი გართობას, იყო „სასწაული” (იცინიან).

– მაგრამ, იბიცას მერე კიდევ ბათუმში რომ წახვედი?

– კი, არ ვიღლები, ჩემო კარგო. სიონშიც ვიყავი, ჩემს აგარაკზე, მთელი აჭარაც მოვიარე. ძირითადად, ბათუმში ვიყავი უფრო აქტიურად და ახლა უკვე თბილისში ვარ. სექტემბერი მოვიდა, რაც ნიშნავს, რომ „ჯორჯიან” და „თბილისის ფეშენ-ვიქებისთვის” აქტიური სამზადისი დაიწყო.

– ორივეზე გამოდიხარ?

– კი, კვლავაც ორივე კვირეულზე გამოვდივარ და მგონი, ერთადერთი დიზაინერი ვრჩები, ვინც ახერხებს ორი კოლექციის გაკეთებას. გადანაწილდა ძალები, მაგრამ მე არ მეზარება, პირიქით, ძალიან მიხარია, რომ ორჯერ მექნება ასეთი მასშტაბური ჩვენება.

– მიხარია. ზუსტად ჩემნაირი ხარ. კარგი პოლიტიკაა, მით უმეტეს საქართველოში, რადგან ისედაც ძალიან ცოტა რაღაც ხდება და როგორც იქნა, დაიქოქა მოდის სფერო. ახლა რამეზე უარის თქმა და ვაიმე, არ შემიძლია, ვერ ვასწრებ, სისულელეა. როგორი იქნება შენი კოლექციები?

– კონცეფციურად ძალიან დატვირთული. ამ შემთხვევაში ორივე კოლექცია ქალის იქნება, რადგან მოთხოვნაა ასეთი. ეს ზაფხული ნამდვილად ისეთი იყო, რომ საკმარისი ინსპირაცია მივიღე, კარგად დავისვენე, აღვიდგინე ძალები და ახალი შემართებით შევუდგები კოლექციების კეთებას.

– რა კონცეფციები იქნება?

– ამაზე ჯერ არ მინდა საუბარი, მაგრამ ის ვიცი, რომ ამის შესახებ მკითხველი პირველად ისევ „თბილისელებისგან” გაიგებს. უბრალოდ, ჯერ ყველაფერი ჩამოყალიბებული არ მაქვს და არ მინდა, წინასწარ ვილაპარაკო.

– ბალიშები რჩება?

– ბალიშები, ასე პირდაპირ, არ რჩება. უბრალოდ, ფაქტურა, რომელიც ბალიშების ერთმანეთთან გადაწყობით მივიღე, ძალიან საინტერესოა და მას აუცილებლად გამოვიყენებ. მაგრამ, „აბადოკები“ და ასეთი ტიპის ბალიშები აღარ იქნება. სხვათა შორის, ქართველი დიზაინერების მაღაზია, „ფლეიბოიში” გაიყიდა უკვე ჩემი ბოლო ბალიშები, კოლექციის დარჩენილი სამოსი და „აბადოკები“.

– „ფეშენ-ვიქმა“ კარგი სტარტი მოგცათ ხომ?

– კი. მართლა ძალიან მიხარია, რომ დიზაინერებს მოგვეცა საშუალება, ჩვენი საქმით, ჩვენი პროფესიით ვიცხოვროთ. უკვე ორი მაღაზია გაიხსნა ქართველი დიზაინერებისა და ვისაც აინტერესებს, შეუძლია, სხვადასხვა დიზაინერის შემოქმედება ერთად თავმოყრილი ნახოს.

– შენი – ბიჭოლას სახელოსნო როდის გვექნება?

– სავარაუდოდ, ოქტომბერში გაიხსნება პატარა, საყვარელი სახელოსნო, სადაც კერძო დამკვეთს შეეძლება, მოვიდეს და ექსკლუზიურად, მის ტანზე დამზადებული „ბიჭოლა” შეიძინოს. ისე კი, ახალი კოლექციები ისევ მაღაზიებში გადაინაცვლებს. მინდა, ჩემ მომხმარებელს, უფრო ხარისხიანი სამოსი შევთავაზო, ვიდრე აქამდე ჰქონდა. განვითარებასთან ერთად, ხარისხიც იზრდება.

– „ბიჭოლა” რატომ არ გაცვია?

– მიმაჩნია, რომ სხვა უკეთესად ატარებს ჩემს სამოსს. არ მგონია, ეს საჭირო იყოს. ცოტა „მეგოიმება” ბევრი „ბიჭოლები” რომ მეცვას. არადა, ისეთი სასიამოვნოა, როდესაც ვიღაცაზე შენს ტანსაცმელს ხედავ. კარგი შეგრძნებაა, როდესაც გადიხარ და ბევრ „გადაბალიშებულ” გოგოს ხედავ. მაგრამ, ჩემს თავზე უფრო ბრიტანელი დიზაინერები მომწონს.

– რა მოგცა შენ ბრიტანეთმა?

– ლონდონმა დამანახვა, თუ რა არის მოდა და საერთოდ, სად ვართ ამ მხრივ. რამდენი რამ უნდა გავიაროთ და ვნახოთ, რომ იქამდე მივიდეთ. ლონდონმა მომცა თავისუფლება, კოსტიუმში იდეების გაშლა, რაც თბილისმა ვერ მომცა. სამაგიეროდ, თბილისის აკადემიამ მომცა ხატვის მაღალტექნიკურ დონეზე შესრულების საშუალება, მაგრამ კოსტიუმის საინტერესოობას, თანამედროვეობას, მოდურობას და ტენდენციებს აბსოლუტურად არ ექცევა ყურადღება. ლონდონში კი პირიქით. სექტემბრისთვის აუცილებლად მინდა, ერთი კვირით წავიდე, სანამ კოლექციას შევქმნი, რომ იდეების თვალსაზრისით, რაღაცეები ავკრიფო. დავიტენები, რომ ახალი შთაგონებებით დავბრუნდე და კარგი კოლექციები გავაკეთო. ამიტომ, ჩემ საყვარელ ქალაქს სულ ცოტა ხანში აუცილებლად ვეწვევი.


скачать dle 11.3