კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფრთხილად – არმიაში ქალია


სოფიის ცსკა-მ მორიგ წარმატებას მიაღწია და ევროპის ლიგის თასის გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს. თუმცა, ამ წარმატებას წინ საინტერესო ისტორია უძღოდა. არმიელთა გუნდს მეტოქედ უელსური „ნიუ სეინტსი” ჰყავდა და ყველა ამბობდა, რომ ბულგარელები ორივე მატჩს მოიგებდნენ. სოფიაში გამართულ შეხვედრაში ცსკა-მ მეტოქეს სამი უპასუხო ბურთი გაუტანა, მაგრამ უელსში ერთის შეგდებაც ვერ მოახერხა, თამაში უგოლოდ დასრულდა. როცა სოფიაში დაბრუნებული გუნდის თავკაცს, გიორგე იოვანოვსკის ამის მიზეზი ჰკითხეს, მან ქალი დაასახელა. ახლა სუსტი სქესის წარმომადგენლები კი ნუ აჯანყდებიან, ყველაფერი თუ არა, ძირითადად მაინც მათ რომ ბრალდებათ ეს.

„როცა აქედან გავფრინდით, გვითხრეს, რომ ბრიტანეთში გამგზავრებას ერთი მოდელიც აპირებდა და მას თვითმფრინავმა გაასწრო. ჩვენ მის დახმარებას შევეცადეთ და ჩარტერულ რეისზე ამოვიყვანეთ. ეს იყო უდიდესი შეცდომა, რადგან მოდელი ვიღაც უცნობი გოგონა კი არა, ნიკოლეტა ლოზანოვა აღმოჩნდა. მისმა დანახვამ ფეხბურთელები შოკში ჩააგდო. ისინი მას გვერდიდან არ შორდებოდნენ და ნიკოლეტამაც რამდენჯერმე სტრიპტიზისმაგვარი წაუცეკვა. უელსში სასტუმროში დავბინავდით და მთავარი თემა ნიკოლეტა. იყო, მერე ვარჯიშზეც მასზე საუბრობდნენ. მატჩზე გასული მოთამაშეები კი უბრალოდ იდგნენ და გარკვევით მესმოდა, რომ ისევ ნიკოლეტას განიხილავდნენ. მეორედ ასეთი რამ არ მოხდება, ჩემს არმიაში ქალი არ იქნება და შედეგსაც უკეთესს ვაჩვენებთ“, – განაცხადა იოვანოვსკიმ.

ნიკოლეტა ლოზანოვა კი ის ქალია, ვინც თავის დროზე ყველაზე ცნობილ ბულგარელ ფეხბურთელს, „მანჩესტერის” ფორვარდ დიმიტარ ბერბატოვს ჰყვარობდა, ახლა კი ჰოლანდიის ჩემპიონ „ტვენტეს” მეკარის გვერდითაა. ბულგარეთში ლოზანოვას ქვეყნის სექსსიმბოლოს სტატუსი აქვს.


скачать dle 11.3