კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)
ნოემბერი 2019 (207)
ოქტომბერი 2019 (245)

რას აკეთებს მეუღლის სიამოვნებისთვის ლალი ტოტიკაშვილი



მიუხედავად იმისა, რომ მოდელი და სააგენტო „შარმის“ ხელმძღვანელი ლალი ტოტიკაშვილი ორი შვილის დედაა და აქტიური მოდელობითაც აღარ არის დაკავებული, მშვენივრად გამოიყურება, კარგ ფორმაშია და თავს ყოველთვის უვლის.



ლალი: თავის მოვლას დიდ დროს ვუთმობ, მიყვარს როდესაც ქალი ფორმაშია, კარგად გამოიყურება. ყოველთვის ვაქცევ ყურადღებას, როგორ მაქვს თმა, სახის კანი. შესაბამისად, თავის მოვლისთვის ბოლომდე ვიხარჯები. ეს არის ის, რაშიც ფულის დახარჯვაც არ მენანება. ზოგს შოპინგომანია სჭირს. ეს ძალიან კარგია, მაგრამ თუ კარგად არ გამოიყურები, წესრიგში არ გაქვს თმა, სახე, სხეული, მაშინ არაფრის ყიდვას არ აქვს აზრი.

– როგორ უვლი სახის კანს?

– კოსმეტოლოგთან დავდივარ და მაქსიმალურად ვცდილობ, მისი მითითებები გავითვალისწინო. სახლის პირობებში დამზადებულ ნიღბებს არ ვხმარობ. ძირითადად გამზადებულ კრემებს ვიყენებ, ძალიან მომწონს „ივ სენ ლორანის“ კრემები, მომიხდა.

– როგორ უვლი თმას?

– თმა ბევჯერ შემიჭრია, მაგრამ ძირითადად გრძელ თმას ვატარებ. ჩემი თმა არ არის პრეტენზიული მოსავლელი, ალბათ, ამიტომ ნიღბებს მაინცდამაინც ვერ ვხმარობ. თუმცა, ვცდილობ ისეთი ტიპის შამპუნები, ბალზამი შევარჩიო, რომელიც ჩემს თმას უხდება. რამდენიმე წლის წინ შავადაც ვიღებავდი, მაგრამ უკვე ხუთი წელია, რაც არ შემიღებავს.

– გიყვარს ექსპერიმენტები?

– კი, მიყვარს, მაგრამ ვცდილობ რადიკალური ექსპერიმენტები არ ჩავატარო. მახსოვს, გრძელი თმა მქონდა და ძალიან მოკლედ შევიჭერი, თან ისე ვნერვიულობდი, ვკვდებოდი. საბედნიეროდ, მომიხდა, მეც მომეწონა და სხვებსაც. როდესაც კარე შემოვიდა მოდაში, მაშინაც ძალიან მოკლედ შევიჭერი და გაამართლა ამანაც. შესაბამისად, ახლა უკვე აღარ მეშინია ექსპერიმენტების და ცვლილებების.

– როგორ მაკიაჟს ხმარობ ყოველდღიურად?

– მსუბუქ მაკიაჟს ვხმარობ, ტუჩის საცხს, რუჟს და ტუშს, ხოლო როცა სადმე მივდივარ, მაშინ ვისვამ ტონალურ კრემს, ჩრდილებს და ასე შემდეგ.

– იოლად ირუჯები?

– ძალიან მიყვარს გარუჯვა და იოლადაც ვირუჯები. თან გარუჯვა ყველას უხდება და ყველანაირი ფერის სამოსსაც იხდენ. დამცავ კრემებს ყოველთვის ვხმარობ, ეს აუცილებელია იმისთვის, რომ თანაბარი რუჯი მიიღო და თან კანს იცავს ათასნაირი დაავადებისგან. ძალიან არასდროს დავმწვარვარ, უფრო მსუბუქად, ზღვაზე, როდესაც დროს ვერ ვგრძნობ ხოლმე.

– როგორ უვლი სხეულს?

– როგორც სახის კანს, ასევე სხეულსაც აუცილებლად უნდა მოუაროს ქალმა. ჯერჯერობით არ ვვარჯიშობ. მშობიარობიდან ექვსი თვე უნდა გავიდეს, მანამდე აკრძალული მაქვს ვარჯიში და მასაჟებიც. თავისით დავიკელი წონაში. ყოველთვის ვხმარობ დუშ-გელებს, კანის დამატენიანებელ კრემებს.

– მასაჟს იკეთებ?

– მასაჟების გაკეთება მიყვარს. ძირითადად ვიკეთებ სხეულის გასამკვრივებელ და სარელაქსაციო მასაჟებს. ერთი ადგილი მაქვს, სადაც დავდივარ და მიკეთებენ ისეთ მასაჟს, როგორიც მე მომწონს. მასაჟი განტვირთვის ძალიან კარგი საშუალებაა და თანაც აუცილებელია. სხეულისთვის ძალიან კარგია ცურვა, აქვა-აერობიკა. როდესაც საშუალება მქონდა ყოველთვის დავდიოდი, ზამთარშიც კი.

– როგორი სურნელის სუნამო გიყვარს?

– გრილი სურნელი მიყვარს. პერიოდები მაქვს, როდესაც მომწონს ერთი სუნამო, მერე მბეზრდება და უკვე სხვა მომწონს. სიახლეები მიყვარს და ყოველთვის ვარჩევ ჩემთვის მისაღებ სუნამოს. ძალიან მომწონს როდესაც მამაკაცს კარგი სუნამო ასხია. მას უფრო გრილი სურნელი უნდა ჰქონდეს. როდესაც მეუღლისთვის სუნამოს ვყიდულობ, ყოველთვის ვითვალისწინებ მის გემოვნებას, მაგრამ ვარჩევ იმას, რაც მეც მომწონს. მეუღლე კი მჩუქნის იმ სუნამოს, რომელიც მე მომწონს.

– მამაკაციც ხომ უნდა უვლიდეს თავს?

– რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ თმას უნდა იღებავდეს, მაგრამ აუცილებელია კარგად, ესთეტიკურად გამოიყურებოდეს.

– სუნამოს სურნელით თუ იმახსოვრებ ცხოვრებისეულ მომენტებს, ადამიანებს?

– სუნამოს სურნელთან ასოცირდება შენი ცხოვრების გარკვეული პერიოდი. მაგალითად, რამდენიმე ხნის განმავლობაში ერთი სუნამო მომწონდა, შესაბამისად, მისი სურნელი უკვე მახსენებს იმ პერიოდს, ადამიანებს.

– გახსოვს, როდის გაგიჩნდა პირველად ინსტინქტი, რომ ქალი ხარ და რა გააკეთე?

– ასაკთან შედარებით ყოველთვის დიდი შეხედულება მქონდა, ყველას დიდი ვეგონე და აქედან გამომდინარე, ადრეულ ასაკში მაქცევდნენ ყურადღებას. მაგრამ, სანამ მოდელი არ გავხდი, მანამდე არ მიფიქრია გაპრანჭვაზე. მერე, რომ დამიწყეს მაკიაჟის გაკეთება, მივეჩვიე და გავაცნობიერე, რომ ქალი ვარ და უნდა გავიპრანჭო.

– როდესაც ქალს გვერდით საყვარელი მამაკაცი ჰყავს, ეს მისთვის ხომ სტიმულია?

 – ქალმა ამ დროს უფრო მეტად უნდა მოუარო თავს. შენი მეუღლისთვის, შვილებისთვის უნდა იყო კარგ ფორმაში და თავად უნდა გესიამოვნოს, რომ კარგად გამოიყურები.

რჩევა: ყველა ქალს ვურჩევ, შეძლებისდაგვარად მოუაროს თავს. თუმცა, მიმაჩნია, რომ სილამაზის საიდუმლო შინაგან განწყობაზეა დამოკიდებული. თუ ქალი შინაგანად არ ბრწყინავს, ის გარეგნულად ვერ იბრწყინებს.



ნათია უტიაშვილი


скачать dle 11.3