კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკურნალი სუნელ-სანელებლები


წიწაკა არა მარტო ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, არამედ აქტიურად ებრძვის ტიპურ სეზონურ დაავადებებსაც.

მიხაკი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტისეპტიკურ ნივთიერება ევგენოლს. ამიტომ, მას ხშირად იყენებენ ბრონქიალური ასთმისა და ხველების დროს. მიხაკის გამხმარი ყვავილი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, აუმჯობესებს მხედველობას და ტვინის მუშაობას.

როზმარინის ფოთლების ნაყენი გამოიყენება სახისა და პირის ღრუს ანთებითი პროცესების დროს საკვების სახით. როზმარინისგან დამზადებული ეთერზეთი უებარი საშუალებაა რევმატიზმისა და რადიკულიტის გამწვავების დროს შესაზელად.

ქონდარი გვიცავს ბაქტერიების შემოტევებისგან. ამ თვისებას მას ანიჭებს ფენოლური შენაერთი. ქონდრის ნახარშს უძველესი დროიდან იყენებენ ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ, ტკივილგამაყუჩებელ საშუალებად, სასუნთქი გზების დაავადებების დროს. ქონდარი სპობს მიკრობებს, ათხელებს შესქელებულ ლორწოს და აუმჯობესებს სუნთქვას.

სალბის ნაყენი და ნახარში გამოიყენება მუცლის ტკივილის დროს, მადის დაქვეითების საწინააღმდეგოდ და ასევე, გაგათავისუფლებთ ყელის ტკივილისგან.


скачать dle 11.3