კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ბინძურ წყალში ბანაობა შარდ-სასქესო ორგანოების დაავადებებს იწვევს


დღეს ბევრი ადამიანი ავადდება შარდ-სასქესო სისტემის ინფექციებით, კერძოდ კი ცისტიტით, ურეთრიტით და პიელონეფრიტით. ბოლო დროს, კვლევებით დადგინდა, რომ ამ დაავადებების სიხშირის მიზეზია ნიტრატებით მდიდარი საკვები, რადიაცია, ქიმიური ნივთიერებები და ასე შემდეგ. გარდა ამისა, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ორგანიზმის საერთო იმუნიტეტის მდგომარეობას.

თუ თირკმელები წესრიგში არ არის, ადამიანს აღენიშნება ტკივილი შარდვის დროს, ხშირი შარდვა, შეუკავებლობა, წვეთებით შარდვა, შარდის ფერის შეცვლა, ამღვრევა, ცუდი სუნი. ასევე, ტკივილი მუცლის ქვედა, წელის არეში, ტემპერატურის აწევა, შეშუპება, გამოყოფილი შარდის მოცულობის შემცირება.

თირკმელების დაავადების სიმპტომები შეიძლება იყოს სისუსტე, იოლად დაღლა, მადის დაქვეითება. თირკმელებით განპირობებულმა არტერიულმა ჰიპერტონიამ, შესაძლოა, გამოიწვიოს თავის ტკივილები, ღებინება, ხანდახან – კრუნჩხვებიც კი.

სერიოზული პრობლემები ჯანმრთელობის მხრივ, ხანდახან საკმაო ხნის განმავლობაში სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. მაგალითად, ჰიდრონევროზი, ხშირ შემთხვევაში მანამდე არ ავლენს თავს, სანამ სიტუაცია ისე არ დამძიმდება, რომ თირკმლის ამოკვეთის გარდა გამოსავალი აღარ რჩება. ხანდახან თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ასევე, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ამიტომ, დაავადება, დასაწყისში რომ არ გამოგეპაროთ, პერიოდულად უნდა ჩაიტაროთ სისხლისა და შარდის ანალიზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა.

შარდსადენი გზების ინფექციის განვითარებას სამი ფაქტორი განაპირობებს: ორგანიზმის დაქვეითებული იმუნიტეტი, ადგილობრივი იმუნიტეტის დაქვეითება და მიკრობის არსებობა, რომელიც შარდსადენის ანთებით პროცესებს იწვევს.

არსებობს მემკვიდრული დაავადებები, რომლებიც გენეტიკური პათოლოგიებით არის განპირობებული.

დაავადების რისკი რომ შეამციროთ, მოერიდეთ გაციებას, აკონტროლეთ განავლის და შარდის გამოყოფის რეგულირება, დაიცავით გარეთა სასქესო ორგანოების ჰიგიენა და მოერიდეთ დაბინძურებულ წყალში ბანაობას. ამ ყოველივეს გათვალისწინება ამცირებს შარდ-სასქესო ორგანოების დაავადების რისკს.


скачать dle 11.3