კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს


კითხვა: უნდა მოინათლოს თუ არა ადამიანი ხელმეორედ, როდესაც იეღოველების სექტიდან ისევ მართლმადიდებლობას უბრუნდება?

პასუხი: ნათლობის საიდუმლო ერთხელ სრულდება, ამიტომ თუ ადამიანი შეცდა, გახდა სექტანტი და მიიღო მონაწილეობა სექტანტების რიტუალებში, მართლმადიდებელი მოძღვარი მას დაუწესებს ეპიტიმიას (საეკლესიო სასჯელს). საერთოდ, ასეთი საკითხებისთვის უმჯობესი იქნება თუ ეპისკოპოსს მიმართავთ.

კითხვა: ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ, შეიძლება თუ არა დავქორწინდე ჩემი დისშვილის ნათლიაზე?

პასუხი: ასეთ შემთხვევაში ქორწინება შესაძლებელია. ნათელმირონობა მტკიცე ნათესაური კავშირია და ნათლულისა და ნათლიის ოჯახის წევრებს შორის შეუღლება არ შეიძლება მოხდეს მერვე თაობის ჩათვლით, მაგრამ ეს ნათესაობა მხოლოდ აღმავალთა და შთამომავალთათვის აღირიცხება. ანუ, ვრცელდება მხოლოდ მშობლებსა და შვილებზე, ხოლო გვერდგამავალთათვის (მაგალითად, დისთვის, ძმისთვის) ქორწინება დაუბრკოლებელია.

კითხვა: რადგან მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში კარგად არ ვიყავი გარკვეული, იმავდროულად, ვკითხულობდი ბევრ არამართლმადიდებლურ ლიტერატურას. ახლა ღვთის შეწევნით, თანდათან მყარად ვდგები მართლმადიდებლობის ნიადაგზე, რა ვუყო არამართლმადიდებლურ ლიტერატურას, რომელიც ჩემს სახლში ინახება?

პასუხი: არამართლმადიდებლური ლიტერატურა მხოლოდ მას შეიძლება, ჰქონდეს, ვისაც ისინი კვლევითი საქმიანობისთვის სჭირდება. მართლმადიდებელი საერო პირისთვის ის შეიძლება საცდურად იქცეს, ამიტომ აჯობებს თუ ამ ლიტერატურას მოიშორებთ. გადაეცით ის სასულიერო პირს. ეცადეთ, სახლში არ იქონიოთ მწვალებლური წიგნები. ერთ-ერთ პატერიკში აღწერილია შემთხვევა, როდესაც ღვთისმშობელი არ შევიდა იმ ბერის სახლში, ვისაც ერეტიკული წიგნები ჰქონდა და უსაყვედურა: შენ ჩემი მტრისთვის მიგიცია ბინაო.

კითხვა: ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება, მოყვასს არ ვათხოვო სასულიერო ლიტერატურა იმის შიშით, რომ არ დამიკარგოს?

პასუხი: როგორც წმიდა მამა ბასილი დიდი გვმოძღვრავს: ვინც მხოლოდ თავისი ტკბობისთვის ინახავს რამე ღვთის მადლს და არ უნაწილებს სხვებს, განიკითხება, როგორც ტალანტის (ფულის ერთეული) დამმარხველი.

კითხვა: როგორ დავიცვათ თავი კოშმარული და ბოროტისგან მოგვრილი სიზმრებისგან?

პასუხი: ძილის წინ შეინანეთ ცოდვები, ილოცეთ, გამოისახეთ პირჯვარი, მოიხმეთ მფარველი ანგელოზი. ასევე, მიიღეთ მცირეოდენი ნაკურთხი წყალი.


скачать dle 11.3