კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ დაიწყო სტელა მაკარტნის კოლექცია ტაიგერ ვუდსის გაყალბებული ჩანაწერით


აგვისტო დამთავრდა! შვებულებები, არდადეგები, საცურაო კოსტიუმები, ჭრელი შლაპები, დიდი და ღია ფერის სათვალეები ერთი წლით დავიწყებას მიეცა. საზაფხულო გარდერობი დაიხურა და სანამ თბილისში კარგად აცივდება, გვიწევს ინტენსიური ფიქრი იმაზე, თუ როგორ გამოვიყურებოდეთ მოდურად, ლამაზად და ტენდენციების შესაბამისად შემოდგომა-ზამთარში. „ჯორჯიან” და „თბილისი ფეშენ-ვიქების” შედეგად ქართველი დიზაინერების შემოდგომა-ზამთრის კოლექციები დიდი რაოდენობით გვაქვს განსახილვევი, მით უმეტეს, რომ მათი უმეტესი ნაწილი მაღაზიებში მალე დაიკიდება. მაგრამ, სეზონი მინდა, სტელა მაკარტნის შემოდგომა-ზამთრის კოლექციით გავხსნათ, რომელიც ალბათ იდეალური იქნება ქართველი ქალის დახვეწილი გემოვნებისთვის. ეს არის ნაზი და სექსუალური, მშვიდი, გრაციოზული და დახვეწილი, ქალური და მიმზიდველი კოლექცია. სტელა მაკარტნის კოლექციაში ყველა იმ ტენდენციის გავლენა იგრძნობა, რომელიც ამ სეზონზე იყო მოსალოდნელი – კაკაოსფერი და მისი გრადაციები, ნაცრისფერი, თხელი უსაყელო პალტოები, პალტოები სახელოების გარეშე... მაგრამ ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.

სტელა მაკარტნის ჩვენება გოლფის ნომერ პირველი მოთამაშის, ტაიგერ ვუდსის, გაყალბებული სატელეფონო ჩანაწერის მოსმენით დაიწყო – თითქოსდა, ის თავის საყვარელს ელაპარაკებოდა, სადაც სთხოვდა წაეშალა მისი ხმა „ვოისმეილზე”, რადგან მისი ნომერი ცოლმა ტაიგერის ტელეფონში აღმოაჩინა. ყველაფერი, რა თქმა უნდა, „ბითლზების” სიმღერით დასრულდა. ამ სეზონზე ეს იყო „დედაბუნების შვილი”. მთელ ამ აზრობრივ და თემატურ არეულობებში გაირკვა, რომ ეს კოლექცია შექმნილი იყო არა „სელებრითებისა“ და მათი ფანატებისთვის, არამედ ჩვეულებრივი ყოველდღიური დღის სამოსი, ეგრეთ წოდებული „დეივეარი” გახლდათ ჭკვიანი, საქმიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული ქალისთვის. ეს იყო სუფთა, „პოლირებული” შიკი-კოლექცია და სეზონის ყველა საკვანძო მოთხოვნას აკმაყოფილებდა.

თავისუფალი სტილის რუხი პალტო, პატარა, ლამაზი „ეშვებით”, რომელიც მას სამკაულივით უხდებოდა, – სწორედ ამ სამოსით გაიხსნა ჩვენება, რასაც მოჰყვა მოსაცმელების, ტუნიკებისა და მანტოების სწორხაზოვანი რიგი, აღტაცების სიტყვების ამოძახილი მაყურებლისგან და ყველა მოდელის ტაშით გაცილება. ულამაზესი იყო ამ სტილის პალტოებზე თხელი, ტანზე შემოტმასნილი შარვლები, რომელიც საშუალო სიმაღლის, წვრილ ქუსლებიან ფეხსაცმელზე საოცარ ხიბლს მატებდა ასე მობეზრებულ და ყბადაღებულ საქმიანი, კლასიკური სტილის კოსტიუმებს. საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, კოლექცია შემოდგომასა და ზამთარს ეძღვნებოდა, მასში ბევრი იყო სიშიშვლე. „ბევრი შიშველი ფეხი”. როგორც ინგლისელები იტყოდნენ და ბევრი სექსუალურობა, რომელიც მაკარტნის საქმიან სტილში ულამაზესად იყო შერწყმული.

რაც შეეხება საღამოს სამოსს, დიზაინერმა აქცენტი გააკეთა ლამაზ, დახვეწილ, ნაზ კაბებზე, რომელიც დამუშავებული და გაფორმებული იყო ორგანზით. აღსანიშნავია, რომ მაკარტნის ეს მოტივები „ჟივანშისგან“ არის აღებული. კაბები ერთ მხარზე დრაპირებული და განსაკუთრებულად დამუშავებული, ხშირ შემთხვევაში ძვირფასი თვლებით გახლდათ შესრულებული, ხოლო ბიუსტები – ალისფერი ვარდებით შემკობილი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს უფრო მეტი და უფრო ზღაპრული იყო, ვიდრე დასაწყისში „დაანონსებული” უბრალო „დეივეარი”.


скачать dle 11.3