კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო დაიჩაგრნენ მაია ჯაბუა და გიო ხუციშვილი


ნათქვამია: მაჩვენე ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენო. მართალია, გიო ხუციშვილს ბევრი იცნობს, მაგრამ, მაინც, ინტერესმოკლებული არ იქნება, ახლოს გავიცნოთ, ვინ არიან მისი ახლო მეგობრები.


გიო ხუციშვილი: თბილისში, და არა მარტო თბილისში, ყველას თავისი სამეგობრო წრე ჰყავს. მეგობრობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამეა ჩემთვის. ისეთ კაცს ვაფასებ, ვისაც ბევრი მეგობარი ჰყავს და ბავშვობის მეგობრებთან ერთად მოდის მთელი ცხოვრება. მეც ასე ვარ, ჩემი ცხოვრება პერიპეტიებითაა სავსე, მაგრამ, გაჭირვება იყო, ლხინი თუ ჭირი, ერთად ვიდექით მუდამ. სამწუხაროდ, მამა ადრე გარდამეცვალა, დავრჩი ცხოვრებასთან მარტო და ჩემმა მეგობრებმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ჩემს ჩამოყალიბებაში, ამიტომ მე პირველ პლანზე ყოველთვის მეგობრებს ვაყენებ: ჯერ ისინი და მერე სხვა დანარჩენი. ღმერთმა გადმომხედა და გამიმართლა – ჩემს მეგობრებს ერთი წუთითაც არ მივუტოვებივარ გასაჭირში და, ბუნებრივია, მეც ასევე ვარ მათთვის.

– თქვენი სკოლის პერიოდისა და ბავშვობის მეგობრების შესახებ რას გვეტყვით?

– მე დავიბადე პლეხანოვზე, მერე გადავედი საბურთალოზე, შემდეგ ვერაზე და ბოლოს ვაკეში დავფუძნდი. ამდენი უბნის გამოცვლის მერე, ხშირად ვხუმრობ – თბილისი ჩემი სახლია-მეთქი. ამიტომ, მეგობრებით მდიდარი კაცი ვარ, რამდენიმე კაცის ამარა არ ვარ დარჩენილი. საბურთალოზე ვცხოვრობდი, როცა ბაღში მივედი, მერე მესამოცე სკოლაში შევედი. სხვათა შორის, ჩემი თანაკლასელი იყო მაია ჯაბუა, ერთ მერხზე ვისხედით. სკოლაში რომ მიმიყვანეს, ის დრო კარგად მახსოვს, მასწავლებელმა მე და მაია პირველ მეხზე დაგვსხა, რადგან ორივე დაბლები ვიყავით. ამის გამო ცოტა არ იყოს, ორივე გავბრაზდით (იცინის).

– სერიოზულად გაუნაწყენებიხართ მასწავლებელს. წყენა დღემდე გაქვთ გულში?

– მაშინ მართლა გავნაწყენდით ამის გამო, ახლა კი მხიარულად მახსენდება ის პერიოდი. მახსოვს, სკოლაში რომ მივედი, პირველ დღეს შორტები მეცვა, მაია ჯაბუა კი დიდი ყვავილებით მოვიდა, „ჩოლკას“ ატარებდა, უკან კიკინა ეკეთა. კიდევ ბევრი რამ მახსოვს, მაგალითად, ის, რომ პირველ კლასში ვიღაც გოგო მომეწონა, მისი სახე დღემდე მაქვს გონებაში ჩარჩენილი, თუმცა სახელი და გვარი არ ვიცი. ორი წელი დავრჩი იმ სკოლაში, მესამე კლასიდან კი ვაკეში გადავედით საცხოვრებლად და, ცხადია, სკოლაც გამოვიცვალე. მაშინ თითქმის ყველა კარგად ვსწავლობდით, მაგრამ, არც შატალოზე წასვლაზე ვამბობდით უარს. მე წყალბურთსაც ვთამაშობდი და ამის გამო, ზოგჯერ მიწევდა გაკვეთილების გაცდენა. სკოლის მერე თეატრალური ინსტიტუტი დავამთავრე, ჯგუფელებთან ერთად მოვდივარ დღემდე. მეგობრები, რომლებიც ჩამოყალიბების პერიოდში, 10-15 წლის ასაკიდან მყავდნენ, აგერ უკვე რამდენი ხანია, ჩემთან ერთად არიან და, მგონი, შევაბერდით კიდეც ერთმანეთს. ერთად ბევრი ტკივილიც გადაგვიტანია. ნაცნობ-მეგობრები მყავდა ბათუმში, ქუთაისში, თელავში. სამწუხაროდ, სიკვდილი გაახალგაზრდავდა – აფხაზეთის ომის დროს დამეკარგა ნაწილი მეგობრებისა. მარიკა თხელიძის მამა ნიკუშა ჩემი უახლოესი მეგობარი გახლდათ, დავდიოდით ერთად აფხაზეთში. მაშინ, ომის დროს, იქ გაფრინდა და აღარც დაბრუნებულა. გარდაცვლილი მყავს დათო გოგიაშვილი, „თავგასად” წოდებული, რომელიც ასევე ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. ისე დაემთხვა, რომ ჩემი სამეგობროდან ბევრი მღეროდა და ამის გამო პოპულარულები ვიყავით, სუფრაზე ყველა დიდი სიამოვნებით გვპატიჟებდა და უნდოდათ ჩვენთან ერთად ქეიფი, ძალიან კარგი წლები გავიარეთ ერთად, ახლა ყველას ჩვენი საქმე გვაქვს, მაგრამ თავისუფალი დროის გამონახვისთანავე ერთად ვიკრიბებით ხოლმე. ასაკში რომ შედიხარ, მეგობრისგან, შეიძლება, რამე გეწყინოს, ყველასთან ახლობლობას, ძმაკაცობას ვერ შეინარჩუნებ და, სამწუხაროდ, ზოგთან გიწევს ურთიერთობის გაწყვეტა – რას ვიზამთ, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ჩემთვის სიყვარულის მერე მეგობრობა ყველაზე დიდი მამოძრავებელი ძალაა, მეგობარია შენი სულის ნაწილი, რომელიც გვერდით გიდგას და გარკვეულ სტიმულს გაძლევს ცხოვრებაში.

– ისე, ნათქვამია, ბავშვობის, სკოლის მეგობარს მაინც სხვა ფასი აქვსო. თქვენც ასე ფიქრობთ?

– ბავშვობის მეგობარი კარგია, თუ მოგყვება სიბერემდე, მაგრამ მე არ ვეთანხმები მაგ აზრს, აფხაზეთის ომი გადატყდა ჩვენს თავზე, იქ უამრავი მეგობარი შევიძინე, რომლებიც დღემდე მომყვებიან. ის ხალხი მაშინ გვედზე მედგა, სიკვდილზე მიდიოდი და იცოდი, რომ ყველაზე ძნელბედობის ჟამსაც კი არ დაგტოვებდნენ მარტოს. ომგამოვლილები გავხდით, იმდენმა ქარტეხილმა გაიარა ჩვენს თავზე, მართლა ძნელია, გადმოგცეთ იმდროინდელი განცდები. ცხოვრება ისეა მოწყობილი, დროთა განმავლობაში ყველას და ყველაფერს ფილტრავს, მათ შორის – მეგობრებსაც. შეიძლება, ისეთი განსაცდელი შეგახვედროს ცხოვრებამ, რომ ვეღარ იტყვი, ბავშვობის მეგობარს სხვა ფასი აქვსო. მხოლოდ ისაა, რომ განსაკუთრებული სიყვარულით იხსენებ ყოველთვის ბავშვობის პერიოდს. უბანს ადამიანები ქმნიდნენ და არა პირიქით. ახლაც ხშირად ვამბობ, რომ მთელი თბილისია ჩემი უბანი, რადგან ბევრ უბანში მიცნობენ, ყველა უბანი მიყვარს და პატივს ვცემ.

– საზოგადოების ცნობილი სახეებიდან ვინ არიან თქვენი მეგობრები?

– მე, მერაბ სეფაშვილი, დათო გომართელი და დათო გოგიაშვილი, რომელიც აღარ არის ამქვეყნად, ბავშვობიდან ვმეგობრობდით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის, მეგობარი პოპულარული სახე იქნება თუ არა. მე არც შოუ-ბიზნესის წარმომადგენლად, იგივე მომღერლად არ მიმაჩნია თავი – როცა მემღერება, მაშინ ვმღერი. ნატო გელაშვილი ჩემთვის არ არის მარტო პარტნიორი, ის უახლოესი მეგობარია და ოჯახის წევრად მიმაჩნია. ასევე ახლობელი ადამიანები არიან ლელა წურწუმია და მამულიჩა. სხვადასხვა წრეში მყავს მეგობრები. ირაკლი მეძმარიაშვილი ბავშვობის დროინდელი ძმაკაცია, როცა სამსახური არ მქონდა და მიჭირდა, მან მომცა ბიძგი. ირაკლი ჭანტურიაა ასევე ახლობელი ადამიანი, ყოველდღე ერთად ვართ.

– უახლოესი მეგობრები ხშირ შემთხვევაში ერთმანეთის ნათლია-მირონები ხდებიან, დარწმუნებული ვარ, გიო ხუციშვილს ასეთი ნათესაური კავშირი ბევრ ადამიანთან ექნება...

– ძალიან ბევრი ნათლული მყავს, მგონი 12-13, რისიც ძალიან მოხარული ვარ. როგორც უკვე გითხარით, უახლოესი მეგობრები არიან ირაკლი მეძმარიაშვილი, ირაკლი ჭანტურია, დათო გოგიაშვილი, დათო ევგენიძე, ალეკო კვაშალი, ეკა ჭაჭიაშვილი, რომელიც მეგობარიც არის და ძმაკაციც. ამ ხალხთან ნათელმირონობა მაკავშირებს. ასევე, დიდი ხნის მეგობარია თემურ უგულავა, აჩიკო გეგენავა. ზოგიერთს კარგად ვუგებ, ზოგჯერ უსიამოვნებაც მოგვდის, მაგრამ, გარდაუვალია მაინც ერთად ყოფნა. რაც არ უნდა მოხდეს, ერთად ვიქნებით მაინც და, თუ საჭიროა, წყენაც უნდა დავივიწყოთ. ეს ცხოვრება, თურმე, ისეთი წამიერი ყოფილა, თუ ერთმანეთს არ გავუფრთხილდით, არაფერი გამოვა.

– აჩიკო გეგენავას გარდა თუ გყავთ პოლიტიკოსი მეგობრები?

– ვერ დავაკონკრეტებ, მაგრამ, ყველანაირი პროფესიის ხალხთან მაქვს ურთიერთობა, ამხანაგები მყავს პოლიტიკაშიც და სპორტშიც, მაგრამ არასოდეს გავხდები პოლიტიკოსი – ეს სფერო ჩემთვის უცხოა.

– ბატონო გიო, მეგობრისთვის მსხვერპლი თუ გაგიღიათ?

– მამაჩემი გახლდათ ნოდარ ხუციშვილი. მას „პლეხანოველ მოლას” ეძახდნენ, რომელმაც დაწერა წიგნი „თბილისური ამბები”, სადაც ჩვენი ცხოვრების ისტორიაა გადმოცემული. ჩვენს ოჯახს მატერიალურად რომ გაუჭირდა, მამამ დედაჩემის ქორწინების ბეჭედი გაიტანა გასაყიდად. ჩემმა ნათლიამ, ნოდარ ქორიძემ წაიღო ის ბეჭედი და სანაცვლოდ ფული მოგვიტანა, მაშინ მე ვიქნებოდი 1 წლის, ჩემი და კი – 3-ის. გავიდა ხანი, ჩემი და გახდა 17 წლის და ჩემმა ნათლიამ ის ბეჭედი მოუტანა საჩუქრად, რომელიც შენახული ჰქონია ამდენი წლის განმავლობაში. ასე ვცხოვრობ მეც ჩემი მეგობრებისთვის. მსხვერპლის გაღება მათთვისაც და ქვეყნისთვისაც მრავლად მომიხდა აფხაზეთის ომის დროს. ბევრი მიცნობს და იცის, როგორ ვცხოვრობ. ასე ვილაპარაკო საკუთარ თავზე – უხერხულია. ისე, ნამდვილად ღირს მეგობრისთვის მსხვერპლის გაღება. ესენი რომ არ მყავდნენ, ცხოვრება გამიჭირდებოდა და, შესაძლოა, დეპრესიაშიც კი ჩავვარდნილიყავი.

– არსებობს ისეთი კატეგორიის ხალხი, ვინც მეგობარს ირჩევს მისი სტატუსის, მდგომარეობის გათვალისწინებით. თუ ყოფილა თქვენთანაც მსგავსი შემთხვევა?

– მე ასეთი მეგობრობა არ შემიძლია. ასეთი ხალხი მალევე იშიფრება. თავად ამ ყაიდის ხალხი მებრალება, რადგან ყალბია ის მეგობრობა და, პერიოდი რომ გავა, მალე დაიშლება მათი ურთიერთობა. სადაც ნამდვილი სიყვარული და მეგობრობა არაა, ის ურთიერთობა ხუხულასავით ჩამოინგრევა.


скачать dle 11.3